ყვავილები
წიწაკის თესლის შეგროვების მეთოდი, რომ რამდენიმე წელი აღმოცენების უნარი შეინარჩუნოს
საყვარელმა დაქალმა მითხრა, რომ აივანზე ბოსტნეულის მოყვანაც შეიძლება. თავიდან თავისი ბაღის საქმიანობა მე-7 სართულზე მიკრომწვანილის გაზრდით დაიწყო. როცა ბოლოკმა და ბარდამ მოსავალი მისცა, უფრო მსხვილზე გადასვლა გადაწყვიტა. წიწაკის თესლი ნერგად შეაგროვა და უკვე გაზაფხულზე დარგო.
თავიდან ვერ დავიჯერე, რომ შეძენილი წიწაკის თესლი მიწაში დასარგავად შესაფერისია. მით უფრო, რომ იზრდება და სანაქებო ნაყოფს იძლევა. აღმოჩნდა, რომ საყვარელი წიწაკის თესლი დასარგავად გამოსადეგია. მთავარია, ნაყოფი შეარჩიოთ და თესლი სწორად გადაარჩიოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს.
რომელი წიწაკაა შესაფერისი თესლის შესაგროვებლად
ბოტანიკოსი არ ვარ, ამიტომ ამ პრინციპის სამეცნიერო მტკიცებულებას ვერ მოგაწვდით. გამოცდილებით გეტყვით, რომ თესლის შესაგროვებლად გარკვეული სახეობის წიწაკა გჭირდებათ. ნაყოფი ბუჩქზე უნდა მომწიფდეს, შესაფერის ზომას და ფერს მიაღწიოს, რა ამ სახეობისთვის დამახასიათებელია.
აირჩიეთ ტკბილი წიწაკა 4 კედლით: მსხვილი და ჯანსაღი ნაყოფი. თესლი მასში ბევრი და გაცილებით დიდია, ვიდრე წიწაკის სხვა სახეობებში. ახლა თესლის შეგროვებას შევუდგეთ.
საუკეთესო მეთოდი თესლის შესაგროვებლად
წიწაკა გარეცხეთ და გააშრეთ. რბილობს, სავარაუდოდ, სალათაში გამოვიყენებთ. რამდენიმე ნაწილად გაჭერით, ოღონდ ყუნწი არ დააზიანოთ. რბილობი მოაშორეთ. ყუნწი დარჩენილი რბილობის ნაწილით მოაჭერით.
ყუნწს თესლები არ მოაშოროთ. ყუნწი თესლებიანად გაზეთზე დადეთ, რამდენიმე დღე ფანჯრის რაფაზე ან აივანზე გააჩერეთ. მზეზე უნდა გაშრეს. როცა საქმე გაკეთდება, პაკეტში შეინახეთ.
პაკეტს წარწერა გაუკეთეთ (წიწაკის სახეობა და შეგროვების თვე/წელი). თუ თესლს ზამთარში დარგავთ, მაშინ თესლი ყუნწს მოაშორეთ. ამასთან სჯობს ქვედა ნაწილის თესლი გამოიყენოთ. ის უფრო ძლიერია და სასიცოცხლო ენერგია აქვს.
ამ მეთოდის წყალობით აღმონაცენი რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდება, ხოლო თავად თესლი კარგ აღმოცენების უნარს არა ერთი წელი შეინარჩუნებს. თქვენ რომელ წიწაკის თესლს იყენებთ სათესად? ზრდით ბოსტნეულს და მწვანილს აივანზე?