სხვა
წინასწარმეტყველების პროგნოზები, რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს
2022 წლის მსოფლიო პროგნოზის შესახებ შეიძლება ყველა კუთხეში გაიგონოთ. ეს გასაკვირი არაა, რადგან ადამიანებს სურთ, რომ მომავალ წელს ყველა უსიამოვნო მოვლენა დასრულდეს, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლიდან გრძელდება. რას ამბობენ ამის შესახებ ცნობილი წინასწარმეტყველები?
2022 წლის პროგნოზი მთელი მსოფლიოსთვის
ყველა დროის ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველების სიტყვებით დავიწყოთ. ვანგა ირწმუნებოდა, რომ 2022 წელს მსოფლიოს დიდი უსიამოვნებები არ ელოდება. სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს. კატასტროფა ან სტიქიური უბედურებები მოსალოდნელი არაა. აფრიკასა და აღმოსავლეთში მცირე უთანხმოებაა მოსალოდნელი, მაგრამ ხალხი სწრაფად შეეგუება და გადაიტანს.
ვანგა ამბობდა, რომ ბევრი საშუალო შემოსავლიანი ადამიანი „ზღაპრულ სიმდიდრეს“ მიაღწევს, ოღონდ მისი პროგნოზის გამშიფრავები ირწმუნებიან, რომ საქმე ფულს არ ეხება. შესაძლოა, წინასწარმეტყველი სულიერ განვითარებას გულისხმობდა. ზოგიერთი სპეციალისტი ირწმუნება, რომ საქმე ფულადი სახსრების შემცირებას ეხება, რადგან უნაღდო ანგარიშსწორება სულ უფრო მეტად ინერგება.
ნოსტრადამუსი, ვანგასგან განსხვავებით, უფრო კარდინალური იყო. მისი მიმდევრები საუბრობენ სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებზე, რომელიც მსოფლიოს დამდეგ წელს ელოდება. მაგალითად, ირწმუნებიან, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბება და ევროკავშირი ამის მოხარული იქნება. კორეაში რამდენიმე სერიოზული აჯანყება მოხდება, რაც ქვეყნის გაერთიანებას გამოიწვევს.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება აშშ–საც ეხება. ამბობენ, რომ ამერიკა თავისი გავლენის დიდ ნაწილს დაკარგავს. კონტროლის აღსადგენად ამერიკელების მცდელობა კრახით და უფრო მეტი ვარდნით დასრულდება.
რედაქციისგან
პროგნოზების წაკითხვა ყოველთვის საინტერესოა. ზოგჯერ, სჯობს გადაიკითხოთ ის, რასაც გასულ წელს უკვე პროგნოზირებდნენ. ასე წინასწარმეტყველის ობიექტურობას შეაფასებთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენ მსოფლიოს ნაწილი ხართ, მაგრამ თქვენი ცხოვრება მსოფლიო მასშტაბის მოვლენებზე დიდწილად დამოკიდებული არაა. თქვენი გარემოცვის პირადი აღქმა უფრო მნიშვნელოვანია. თავდაჯერებული ადამიანები, რომელთაც გაანაზილება და ინფორმაციის სწორად გადამუშავება შეუძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ.
ეს სიმშვიდე კეთილდღეობის იმედს აძლევთ. მშვიდი ადამიანი, რომელიც პანიკაში არ ვარდება, ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. მომავალზე იფიქრეთ, მაგრამ მომხდარზე დარდი უსარგებლოა. აი, შემდეგი თვის დაგეგმვა საკმაოდ პროდუქტიულია.
თქვენ რას ფიქრობთ 2022 წლის შესახებ? ელით რაიმე განსაკუთრებულს თუ გირჩევნიათ დინებას მიჰყვეთ და დააკვირდეთ, როგორ შეიცვლება სამყარო? თქვენს მოსაზრებას სიამოვნებით წავიკითხავთ.