Connect with us

ჯანმრთელობა

წითელი მოცხარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ

წითელი და თეთრი მოცხარი გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო, შარდმდენი, ოფლმდენი, სკლეროზის საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ამშლელი, რეპარატული, სისხლდენის შემაჩერებელი და გამაჯანსაღებელი თვისებებით.

P ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობა კენკრას სასარგებლოს ხდის ჰემორაგული ვასკულიტის დროს. ამავე მიზნით, რეკომენდებულია 200-250 გ ახალი კენკრის მიღება დღის განმავლობაში. მკურნალობა კენკრის მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს.

წითელი მოცხარის კენკრა არეგულირებს კუჭისა და ნაწლავების მოქმედებას, მისი წვენი გამოიყენება ყაბზობის დროს, როგორც მსუბუქი ამსლელი, რომელიც იდეალურია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, მოცხარი გეხმარებათ ქრონიკული ყაბზობის დროსაც.

პექტინები, რომლებსაც წითელი მოცხარი შეიცავს, ეფექტურად იწოვს და დევნის ტოქსინებს ნაწლავებიდან, ასევე, ამცირებს სისხლში ჭარბ ქოლესტერინს. წითელი მოცხრის წვენი გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილებს და აქვს ნაღველმდენი მოქმედება.

მას გამოიყენებენ სპასტიკური კოლიტების დროსაც. გარდა ამისა, მოცხარი ანტიდოტია ნებისმერი კვებითი მოწამლვის დროს, განსაკუთრებით, ხორცით მოწამლვისას, რამდენადაც ნაყოფში არსებული პექტინები, კუჭში მოხვედრისას, იბერება და წარმოქმნის ლორწოს, რომელიც შთანთქავს ტოქსინებს.

წითელი მოცხრის წვენს ოფლმდენი და სიცხისდამწევი თვისებებიც აქვს, ამიტომ, ხალხურ მედიცინაში იგი გაციების დროს გამოიყენებოდა. გაციების ან გრიპის შემთხვევაში, რეკომენდებულია 1/2 ჭიქა წვენის მიღება დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

ოფლმდენი ეფექტისთვის, შეშუოებების სამკურნალოდ, გამოიყენეთ წითელი მოცხრის ფოთლები: 4-5 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ გაგრილებამდე და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით. ნაყენი რეკომენდებულია ცისტიტის დროსაც.