Connect with us

ჯანმრთელობა

წითელი თუ თეთრი: რომელი ლობიო უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის

საბედნიეროდ, როგორც წითელი, ასევე თეთრი ლობიო ხელმისაწვდომი პროდუქტია. ეს პარკოსანი მთელ მსოფლიოში პოპულარობით ტყუილად არ სარგებლობს. მთავარი ღირსება ვიტამინებით მდიდარი შემადგენლობა და დიდი რაოდენობით ცილების შემცველობაა. ხორცის შესანიშნავი მცენარეული ალტერნატივაა, რომელიც აქტუალურია ვეგეტარიანელებისთვის, მომარხულე ადამიანებისა და გახდომის მსურველთათვის.

ლობიოს სარგებელი უდავოა და მეცნიერულად დიდი ხნის წინ დამტკიცებულია. ნებისმიერი პარკოსანი არასწორი მომზადების ან ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება საზიანო გახდეს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ლობიოა სასარგებლო, რასთან ერთად მიირთვათ და ვისთვის არის უკუჩვენებული.

წითელი და თეთრი ლობიო: სარგებელი ორგანიზმისთვის

ლობიოს მრავალ სახეობასა და ჯიშს შორის პროდუქტის კომპონენტებში გარკვევა უნდა იცოდეთ, რადგან ზოგი სასარგებლოა, ზოგი – საზიანო.

თეთრი ლობიო

ეს სახეობა მდიდარია ბევრი ვიტამინით და მიკროელემენტით – PP, A, B, C და K. თეთრი ლობიო შეიცავს საკმარის B9 ვიტამინს, რომელიც იმუნური და სისხლძარღვების სისტემების ზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებელია. სწორედ ამიტომ, 1 წლიდან ბავშვის რაციონში დოზირებულად, მაგრამ აუცილებლად უნდა შედიოდეს. კვირაში 1–2–ჯერ მიღება საკმარისია, რომ ყველა მნიშვნელოვანმა ორგანომ გამართულად იმუშაოს.

თუ მიკროელემენტებზე ვსაუბრობთ, ასეთი ლობიო შეიცავს ბევრ მაგნიუმს, გოგირდს, რკინას, ასევე სპილენძს. ბოლო ელემენტი ჰემოგლობინის და ადრენალინის გამომუშავებას ხელს უწყობს. ეს ყველაფერი არაა. თეთრი ლობიო შეიცავს ბევრ სხვადასხვა ამინომჟავას და უჯრედისს, რაც საჭმლის კარგად მონელებას და დიდხანს დანაყრებას უზრუნველყოფს. მისი საკვები ბოჭკოები ორგანიზმს ნაზად წმენდს, მავნე ნივთიერებების და ტოქსინების დიდ ნაწილს გვაშორებს.

წითელი ლობიო

ეს პარკოსანი B, D და E ვიტამინების მაღალი შემცველობის გამო ფასობს. მიკროელემენტების შემცველობით თეთრ ლობიოს არ ჩამოუვარდება. მასში შედის კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, სპილენძი და რკინა, ასევე თუთია და კალიუმი.

წითელი ლობიო შეიცავს ბევრ ამინომჟავა ტრიპტოფანს. ის, თავის მხრივ, მუდმივ დაღლილობას, დაძაბულობას ებრძვის. გარდა ამისა, ტრიპტოფანი ძილზე და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. ამინომჟავა ლიზინი, რომელიც წითელ ლობიოში ბევრია, ნაწლავების ვირუსებს და ინფექციებს ებრძვის, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის კარგია.

ჰემოგლობინის სწორი დოზის შესანარჩუნებლად სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა მიიღოთ. თუ ხორცს არ იღებთ, სასურველია, ლობიო ყოველდღე მიირთვათ. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მარხვის ან დიეტის დროს ლობიო ზომიერად, მაქსიმუმ 100-120 გრამი მიიღოთ. ასე კვება დაბალანსებული იქნება და ზედმეტად ჭამას თავიდან აიცილებთ.

ლობიოს მიღების უკუჩვენებები

უსაფრთხოებით დავიწყოთ. უმი ან ცუდად მოხარშული ლობიოს ჭამა არ შეიძლება. ასე სერიოზული მოწამვლა ან მუცლის მწვავე ტკივილი შეიძლება გამოიწვიოთ. უმი პარკოსანი შეიცავს ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც ხარშვის, თუშვის და წყალში ჩალბობისას ნეიტრალდება.

ლობიოს მიღება უნდა შეზღუდოთ, თუ პოდაგრა ან ამ დაავადებისკენ მიდრეკილება გაქვთ. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც ფრთხილად მიიღეთ, რომ მუცლის შებერილობა და ტკივილი თავიდან აიცილოთ.

ამავდროულად, თეთრი ლობიო ერთ–ერთი ადვილად მოსანელებელი პარკოსანია და მსგავს რეაქციებს იშვიათად იწვევს. ამას წითელ ლობიოზე ვერ ვიტყვით. თუ წითელ ლობიოს ზედმეტად შეჭამთ (200 გრამზე მეტი), მუცლის ტკივილი, გულისრევა და დიარეა შეგაწუხებთ.

მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო შესანიშნავი მეთოდია, რომ დროებით თევზი ან „მძიმე“ ხორცი გვერდზე გადადოთ. კვებითი თვისებებით პარკოსანი მათ არ ჩამოუვარდება და ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

Advertisement