Connect with us

ჯანმრთელობა

წაიკითხეთ და შეიხედეთ მაცივარში! ინფარქტის 6 შემთხვევიდან 4 ამ პროდუქტებით არის განპირობებული

ყველა უკვე მიჩვეულია, რომ ექიმები აშკარა მავნე პროდუქტების მიღებით გამოწვეული შედეგებით მუდმივად გვაშინებენ. ასეთი მავნე პროდუქტებია: სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები, მაიონეზი, ნახევარფაბრიკატები. მოსალოდნელი შედეგებია დიაბეტი, დარღვეული ნივთიერებათა ცვლა, გასუქება და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი სიმსივნეს (მე-3 ადგილი) და დიაბეტს (მე-4 ადგილი) არ უკავია, არამედ გულის და ინსულტის იშემიურ დაავადებას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ბოლო 15 წლის განმავლობაში სიკვდილის წამყვან მიზეზთა შორის ლიდერობს. ხოლო პირველ ათეულ ქვეყნებშია თითქმის ყველა, ვინც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შედიოდა.

კარდიოლოგებმა ადრეულ ინფარქტსა და ყოველდღიურ რაციონს შორის პირდაპირი პარალელი დაადგინეს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ნორმალურად მიიჩნევს. რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ გამოვასწოროთ, ნახეთ ქვემოთ.

არაჯანსაღი რაციონი

1. ჭარბი რაოდენობით თეთრი პურის მოხმარება სისხლში არასაჭირო მარილსა და არასტაბილურ შაქარს ზრდის. მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი გასუქების რისკს 10-ჯერ ზრდის. პურში გასუფთავებული ხორბილიდან პრაქტიკულად არ არის B ჯგუფის ვიტამინი და უჯრედისი, რომელიც საკვების სრულყოფილი ათვისებისთვის აუცილებელია.

აირჩიეთ მთელი ხორბლის მარცვლისა და გაუსუფთავებული მარცვლისგან დამზადებული პური. ახალი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, პარკოსანი და კაკალი ასევე უჯრედისით მდიდარია.

2 .ტკბილეული, კერძოდ შაქარი, უჯრედების ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ამცირებს, სისხლძარღვების კედლებზე ილექება და მათ ათხელებს. ტრანს ცხიმები, რომლითაც ორცხობილები მდიდარია სისხლძარღვების ანთებას ხელს უწყობს და ათეროსკლეროზს იწვევს.

35-50 გრ – დანამატის სახით შაქრის საშუალო დღიური ნორმაა, რაც დაახლოებით 5 ჩაის კოვზს უდრის. დასკვნა: თუ ჩაის კანფეტთან ან ორცხობილასთან ერთად მირთმევა გსურს – სასმელს შაქარი არ დაუმატოთ. უმჯობესია თუ არცერთს არ გამოიყენებთ.

3. რაციონში ნაკლები ახალი ხილი და ბევრი კონსერვანტი. ეს ჯანსაღი სისხლძარღვებისთვის აუცილებელი უჯრედისის და ორგანული ნაერთების დეფიციტს იწვევს.

4. ჭარბი რაოდენობით შემწვარი საკვები გულ-სისხლძარღვთა სისტემას დიდ ზიანს აყენებს. მცენარეული ზეთებიდან მზესუმზირას ზეთი შესაწვავად ყველაზე ნაკლებად გამოსადეგია. შემწვარი სახით უჯერი ცხიმოვანი მჟავების დისბალანს იწვევს, რაც თავის მხრივ ათეროსკლეროზის განვითარებასა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას იწვევს.

ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება შემწვარ საკვებზე უარის თქმა და მოთუშულ, გამომცხვარ, ორთქლზე მოხარშულ კერძებზე გადასვლა იქნება. კომპრომისი – ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი, კარაქი ან გადამდნარი ქონი გამოიყენეთ.

5. გადამუშავებული ხორცის, ძეხვის ნაწარმის ჭარბი მოხმარება. თანამედროვე ქარხნული ძეხვი არის ნიტრატები, საღებავები, კანცეროგენები, სოიოს გელი და გაჯერებული ცხიმები. სამედიცინო ენაზე ის ონკოლოგიური დაავადებების, ჰიპერტონიის, ინფარქტის, ათეროსკლეროზის და გასუქების რისკს იწვევს.

ძეხვში არაფერი სასარგებლო არაა, ეს არის ცარიელი პროდუქტი, რისთვისაც ყოველკვირეულად საკმაოდ დიდ თანხას იძლევით. ბუტერბროდის გარეშე თუ ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, სენდვიჩები სახლში მოამზადეთ! ფრინველი, თევზი, რძის პროდუქტი, კვერცხი, პარკოსანი პროდუქტი – ცილების გემრიელი წყაროა.

6. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს ზრდის. შედეგად, სისხლში ჩნდება ცხიმები, რომელიც ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს. ალკოჰოლის გამო ჰიპერტონიის, არითმიის, გულის უკმარისობის და გულის მოულოდნელი გაჩერების რისკი იზრდება.

ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეზღუდეთ ან საერთოდ უარი თქვით. საზეიმო ღონისძიებასა და ვახშამზე 1-2 ჭიქა მშრალი ან ნახევრად ტკბილი ღვინოთი შემოიფარგლეთ. მაღალკალორიულ საკვებთან კომბინაციაში ალკოჰოლი პანკრეასს სერიოზულ ზიანს აყენებს.

გულის მუშაობა რომ არ შეზღუდოთ, მარტივი რეკომენდაცია გაითვალისწინეთ: საკვების მიმართ პრეტენზიული იყავით, ბევრი იმოძრავეთ და ახლობლებთან მეტი დრო გაატარეთ. დადებითი ემოციები ხანგრძლივი ცხოვრების გასაღებია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.