Connect with us

ჯანმრთელობა

წაბლს ტყეში ვაგროვებ და მდუღარე წყალს ვასხამ. ყველა წესიერი ბებია ასე აკეთებს

რა გავაკეთოთ წაბლით სეზონზე? გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი შეაგროვოთ. ბუნების საჩუქარი ბევრ სარგებელს შეიცავს. Аlltime.ge–ს რედაქცია წაბლის გამოყენების სხვადასხვა მეთოდს გიზიარებთ.

წაბლის სეზონი

განასხვავებენ ცხენისწაბლს და კეთილშობილ წაბლს. ეს უკანასკნელი საკვებად გამოგადგებათ, ხოლო ცხენისწაბლის ჭამა არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ცხენისწაბლის ნაყოფი ბევრ სარგებელს შეიცავს, ამიტომ აუცილებლად შეაგროვეთ და მისი სიკეთე სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ.

ადრე თვლიდნენ, რომ წაბლის ჯადოსნური თვისებები სახლს ნეგატიური ენერგიისგან იცავდა. წაბლის ხე, მისი ნაყოფი, ყვავილი, ფოთოლი და ქერქი ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

წაბლი წარმოუდგენლად ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაში გვხდება საკვები ბოჭკოები, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები. ტყის წაბლის ნაყენი შეშუპებას ამცირებს, იმუნიტეტს აძლიერებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სიმპტომებს და შედეგებს ამცირებს.

წაბლის ნაყენი

10–12 ცალი წაბლი საკმარისია, რომ ცოტა ნაყენი მოამზადოთ. ასეთ რაოდენობას ტყეში გასეირნებისას ადვილად შეაგროვებთ. სახლში მისვლისას წაბლს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ცოტა ხანში წყალი გადაასხით და წაბლი გააშრეთ.

ოთხად დაჭერით, მინის ქილაში ჩაყარეთ, 500 მლ სპირტიანი სასმელი დაასხით. აურიეთ და ქილას ჰერმეტულად დაახურეთ. 30 დღე გრილ ოთახში შეინახეთ. მზადაა!

ნაყენის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი არსებობს: 5 წვეთი საუზმის, სადილის და ვახშმის წინ შეგიძლიათ დალიოთ ან 5 მლ ნაყენი წყალში გააზავოთ და დღეში 2–ჯერ დალიოთ. ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია, სანამ წაბლის ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ.

ასეთ ნაყენს არა მხოლოდ სვამენ, არამედ გარეგნულად იყენებენ. ნაყენში დასველებული ბამბის დისკი მტკივნეულ სახსრებზე წაისვით და შეშუპებას და კრუნჩხვებს მოიშორებთ.

წაბლი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ამისთვის წაბლის ფქვილი უნდა მოამზადოთ. წაბლის ფქვილი თავის დასაბანად გამოიყენეთ ან კანის მოვლის საშუალებას დაუმატეთ.

წაბლი გაახმეთ და დაფქვით. თავის დასაბანად 1–2 ს/კ წაბლის ფქვილი გეყოფათ. ფქვილი კარგად ქაფდება, თმას ჭუჭყს აშორებს. თუ წაბლის ფქვილს თავის დასაბანად 1 თვე რეგულარულად გამოიყენებთ, თმის ცვენა შემცირდება, თმა ბზინვარე გახდება, უფრო იშვიათად გაცხიმიანდება.

წაბლის ფქვილით აბაზანა შეგიძლიათ მიიღოთ ან ტანის სკრაბად გამოიყენოთ. 1 ს/კ წაბლის ფქვილი და 500 მლ წყალი აურიეთ, აადუღეთ და 6–8 საათი გააჩერეთ. ამის შემდეგ აბაზანის წყალს დაუმატეთ და მოდუნდით. კანი მკვრივი გახდება, ტონუსი გაიზრდება, სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

წაბლის ფქვილით კბილებსაც იხეხავენ. ნატურალური კბილის პასტა კბილებს ერთი ტონით ათეთრებს. გირჩევთ, სცადოთ!

წაბლიდან სარეცხ საშუალებასაც აკეთებენ ან პირდაპირ სარეცხ მანქანას დოლურაში უმატებენ. საინტერესო მეთოდები პრაქტიკაში გამოსცადეთ, რომ მათ ეფექტურობაში დარწმუნდეთ.

Advertisement