Connect with us

ჯანმრთელობა

წაბლის ნაყოფი ხალხურ მედიცინაში: გამოყენება და რეცეპტები

წაბლი საკმაოდ გავრცელებული მცენარეა წიფლისებრთა ოჯახიდან. ის არა მხოლოდ გარეგნული სილამაზით გვატყვევებს, არამედ ხალხურ მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება.

წაბლის ნაყოფის შემადგენლობა და სასარგებლო ნივთიერებები

მინერალური ნივთიერებები: მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი;

უჯრედისი, შაქარი, ვიტამინები: A, C, B ჯგუფის ვიტამინები, დიდი რაოდენობით სახამებელი, ცილები და ნახშირწყლები;

სასარგებლო ნივთიერებები: ფლავონოიდები, ტანინები, ბიოაქტიური ნივთიერებები, ზეთი, პექტინები;

წაბლის ნაყოფის დახმარებით თქვენ დაგავიწყდებათ:

  • რევმატიზმი
  • პროსტატიტი
  • ტროფიკული წყლულები
  • პოდაგრა
  • ბუასილი
  • თრომბოფლებიტი
  • ვარიკოზული გაფართოებული ვენები
  • ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ.

წაბლის ნაყოფი ხალხურ მედიცინაში

წაბლის ნაყოფის ნაყენის გამოყენება:

კუნთების ანთების და მარილების დაგროვების გასაქრობად ნაყენი №1 გამოიყენეთ.

პროსტატის და თრომბოფლებიტის სამკურნალოდ ნაყენი №2 გამოიყენეთ.

ჰიპერტონიის, ბუასილის და ვარიკოზული გაფართოებული ვენების სამკურნალოდ ორივე რეცეპტი გამოგადგებათ.

რეცეპტი № 1

50 გრ ქერქისგან გასუფთავებული წაბლი აიღეთ და წვრილად დაჭერით. შემდეგ მიღებულ მასას 0,5 ლ არაყი დაასხით და დასაყენებლად 7 დღე გააჩერეთ.

6-9 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ მიიღეთ. აუცილებლად დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ. კურსი – 14 დღე.

რეცეპტი № 2

100 გრ მწიფე წაბლის ქერქს 1 ლ არაყი დაასხით და ბნელ ადგილას 14 დღე გააჩერეთ. 2 კვირის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. 25 წვეთი ნაყენი ცარიელ კუჭზე დღეში 2-ჯერ მიიღეთ. ნაყენი 50 მლ წყალში გააზავეთ. ნაყენის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში არაფრის ჭამა არ შეიძლება. კურსი – 7 კვირა. 3 კვირა მიიღეთ, 1 კვირა შეისვენეთ და პროცედურა გაიმეორეთ.

ნაყენი აუცილებლად მაცივარში შეინახეთ!

წაბლის ნაყოფის ნახარში

5 გრ დაქუცმაცებულ წაბლის ნაყოფს და ამ მცენარის ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 30 წუთით კარგად თავდახურულ ემალის ქვაბში ხარშეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 0,2 ლ წყალში გააზავეთ.

1 ს/კ ნახარში დღეში ერთხელ, 2 დღის განმავლობაში მიიღეთ. თუ უარყოფით რეაქციებს ვერ შეამჩნევთ, მიღება გააგრძელეთ – 1 ს/კ დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ მიიღეთ.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და ყველაფერი თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული.

დაიმახსოვრეთ: მკურნალობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ეს ზიანს არ მოგიტანთ.