ჯანმრთელობა
ძლიერი ხველაც კი 1 ღამეში განკურნებადია დამწვარი შაქრის სიროფით. ისწავლეთ მისი დამზადება და გამოყენება
არსებობს ხველის საწინააღმდეგო ნაცადი საშუალება, რომელიც ნებისმიერ სიროფზე უკეთ დაგეხმარებათ. დამწვარი შაქარი მოქმედებს ძალიან რბილად და ხსნის ანთებას ლორწოვან გარსში. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება ბავშვებშიც შეიძლება! შეგიძლიათ, მოამზადოთ კანფეტები ცეცხლზე დამწვარი შაქრით, თუმცა არსებობს უკეთესი ვარიანტიც!
დამწვარი შაქარი ხველის წინააღმდეგ
რა თქმა უნდა, ძლიერი ხველის დროს, ბავშვს აწუხებს ეს თუ ზრდასრულს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მისი დანიშნულებით ისარგებლოთ. თუმცა, დამატებითი მკურნალობის სახით, შეგიძლიათ მიირთვათ ასეთი რძიანი სიროფი, რომელიც სასწაულებრივად უმკლავდება ხველას. მიირთვით 1 ფინჯანი სიროფი ძილის წინ და მთელი ღამე ამოუხველებლად გეძინებათ.
ინგრედიენტები
- 1 ჩ.კ. დამწვარი შაქარი
- 200 მლ რძე
- 2 ბანანი
მომზადება
1. გააცხელეთ ჩვეულებრივი შაქარი ცეცხლზე, კოვზის გამოყენებით. როცა კრისტალები დადნება და მასა გასქელდება, ჩაასხით დამწვარი შაქარი ქვაბში.
2. დაასხით შაქარს 1 ჭიქა ცხელი რძე.
3. აიღეთ 2 მწიფე ბანანი, ათქვიფეთ ბლენდერში ან დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაუმატეთ პიურე ცხელ, ტკბილ რძეს.
4. აადუღეთ მასა, შეუჩერებლად ურიეთ.
5. გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ სასმელი და მიირთვით. დამწვარი შაქარი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა, რძე ლორწოს გამოყოფას გააძლიერებს, ბანანი კი ორგანიზმს ანთებით პროცესებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ასეთი გემრიელი, თანაც ეფექტური წამალი, ალბათ, არასდროს დაგილევიათ. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!