Connect with us

ჯანმრთელობა

ძლიერი სტრესი? 17 ხრიკი, რომელიც მოდუნებას გაიძულებთ

ძლიერი სტრესის ან ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციის დროს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რაც მოხდა და არასდროს – საკუთარ თავზე. ნებისმიერ დროს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. Alltime.ge–ს რედაქცია სპეციალისტების რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.

ფსიქოლოგიური ზრუნვა

ასე კონცენტრაციას დაიბრუნებთ. შეძლებთ იმაზე იფიქროთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. დროის დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

1. მოერიდეთ ხალხს, რომელიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ

მაგალითად, განქორწინების პროცესში ეს შეიძლება იყოს გათხოვილი ნაცნობები, რომლებიც სწორ სიტყვებს ვერ არჩევენ და მათთან ურთიერთობა გულს გტკენთ.

2. “არას“ თქმა არ მოგერიდოთ

თუ გრძნობთ, რომ თხოვნა ან წინადადება თქვენს შესაძლებლობას ცდება, არ დათანხმდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგის გაკეთება გსურთ.

3. უსიამოვნო ფიქრები მოიშორეთ

განსაკუთრებით ისეთი ფიქრები, როგორ უნდა მოქცეულიყავით წარსულში, რომ არ მომხდარიყო ის, რაც უკვე მოხდა. ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ განწყობას გაიფუჭებთ.

4. რაღაც ახალი გააკეთეთ

ჰობი იპოვეთ ან ახალი მუზეუმი დაათვალიერეთ – შთაბეჭდილებები ყოველთვის სასარგებლოა.

5. ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ

ასე თავს უკეთ იგრძნობთ და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

6. ძველ მეგობარს შეხვდით

ალბათ, სასაუბრო გექნებათ და მოსაწყენ ფიქრებს მოიშორებთ.

7. დღიური იქონიეთ

ამისთვის დღეში რამდენიმე წუთი გამოყავით და მალე ეფექტს დაინახავთ.

ემოციური ზრუნვა

გრძნობის შეცვლა რთულია, მაგრამ მასთან გამკლავება შეგიძლიათ სცადოთ.

1. თუ ტირილი გსურთ, მანქანაში ჩაიკეტეთ

მინები ასწიეთ, ძრავა არ ჩართოთ და გრძნობებს მიეცით. რა თქმა უნდა, სახლშიც შეიძლება, თუ არავინაა.

2. ერთდროულად ნერვიულობას და მოდუნებას ვერ შეძლებთ

ისევე როგორც, თვალებს ვერ გაახელთ, როცა აცემინებთ (აბა სცადეთ!). თუ დაძაბულობას გრძნობთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოდუნებას შეძლებთ.

3. სასიამოვნო ადგილი წარმოიდგინეთ

ან რაიმე მოვლენა, რომელიც გახარებთ. ნახატი მეხსიერებაში 5 წუთით გააჩერეთ, სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძირეთ.

4. რამდენიმე პოზიტიური წინადადება ჩამოწერეთ

წებოვან ქაღალდზე ჩამოწერეთ და სახლში სხვადასხვა ადგილას გააკარით. შეხსენებები, რომ ლამაზი, ჭკვიანი და შესანიშნავი ხართ, ღიმილს მოგვრით.

5. სხვა ადამიანს სასიამოვნო რამ გაუკეთეთ

მოხუც მეზობელს ჩანთის ატანაში დაეხმარეთ, მეგობარს კარგი საჩუქარი შეურჩიეთ, უბრალოდ გამვლელს გაუღიმეთ.

ფიზიკური ზრუნვა

მაშინაც კი, თუ აქტიურ ცხოვრების წესს არ მისდევთ, ყოველთვის შეგიძლიათ საკუთარი თავი გაახაროთ.

1. გაიწელეთ

გაღვიძებისთანავე თუნდაც 1-2 წუთით გაიწელეთ. ასე კუნთების გაცოცხლებას იგრძნობთ.

2. გაისეირნეთ

10 კმ–ს გავლა აუცილებელი არაა. უბრალოდ უახლოეს პარკში ან უბრალოდ სახლის გარშემო ისეირნეთ.

3. ველოსიპედით ისეირნეთ

კვლავ, რეკორდის დამყარება საჭირო არაა. ეს თქვენი სიამოვნებისთვის გააკეთეთ.

4. თბილი აბაზანა მიიღეთ

ასე მოდუნებას და განწყობის ამაღლებას შეძლებთ.

5. იცეკვეთ

ეს შეგიძლიათ საკუთარ სამზარეულოში გააკეთოთ! სცადეთ, თუნდაც თვლით, რომ არ შეგიძლიათ.