Connect with us

ჯანმრთელობა

ძლიერი გული, ლამაზი კანი და ჯანსაღი ღვიძლი! გავაქარწყლოთ მითები ყავის შესახებ

სურნელოვანი, არომატული, ძლიერი და ასეთი სადაო! ყავის სარგებელსა და ზიანზე დღემდე ყველა კამათობს, ვისაც კი არ ეზარება. ნებისმიერი კამათის დასრულება მეცნიერებს შეუძლიათ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავის დალევა შეიძლება და უნდა დალიოთ კიდეც – რა თქმა უნდა, ზომიერად.

კარგი კანი, ძლიერი სისხლძარღვები და სახსრები: ნახეთ, რა გავლენას ახდენს ყავა ორგანიზმზე.

1. პარკისონის და ალცჰაიმერის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს

ტამპში ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ცენტრის ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყავის შემცველი სასმელები ამ უსიამოვნების რისკს 65%-ით ამცირებს. ამისთვის დღეში 1-3 ჭიქა ყავის დალევა აუცილებელია.

ბრაზილიური უნივერსიტეტის, სანტა-კატარინის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავის მოყვარულები პარკისონის დაავადებით 20%-ით უფრო იშვიათად იტანჯებიან, ვიდრე სხვა ადამიანები.

2. ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს ამცირებს

მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა ნაღვლის ბუშტზე ყავის გავლენა შეისწავლეს და აღმოაჩინეს: ყავის რეგულარული მოხმარება ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს 2-ჯერ ამცირებს!

3. გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს

დრო მოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ძველი მითი დაამსხვრიოთ. სინგაპურის ეროვნური უნივერსიტეტის, ჰარვარდის სკოლის ზოგადი ჯანმრთელობის დეპარტამენტის და ბოსტონში ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს მენციერებმა დაამტკიცეს: დღეში 3-5 ჭიქა ყავა გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს 3-ჯერ ამცირებს.

4. ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს ამცირებს

მე-20 საუკუნეში მეცნიერები ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიმსივნეს იწვევს. თუმცა ეს მცდარი შეხედულება ყოფილა. მარიო ნეგრის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარებს სხვა მოსაზრება აქვთ. მათ გაარკვიეს, რომ ყავის მოყვარულებს პროსტატის და ძუძუს კიბოს განვითარების დაბალი რისკი აქვთ.

5. მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს

ადრე გვაშინებდნენ იმით, რომ ყავას შაქრიანი დიაბეტის გამოწვევა შეუძლია. თუმცა ოდესის საუნივერსიტეტო სააავადმყოფოს, ორჰუსის უნივერსიტეტის და ორჰუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერებმა საწინააღმდეგო დაამტკიცეს. სასმელში შემავალი კაფესტოლის წყალობით გლუკოზის ზემოქმედების დროს პანკრეასში უფრო მეტი ინსულინის წარმოება ხდება.

სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც ბევრ ყავას სვამენ, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი იშვიათად აწუხებთ.

6. სახსრებსა და ნაღვლის ბუშტს იცავს

ყავა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და სისხლიდან შარდის მჟავის გამოდევნას ხელს უწყობს, რომელიც პოდაგრას იწვევს. ეს ფაქტი ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოს მეცნიერებმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლასთან ერთად დაამტკიცეს.

კოფეინი ნაღვლის ბუშტში ქვების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ამერიკელმა ექიმმა, სკოტ გოტლიბმა გაარკვია, რომ დღეში 1-3 ჭიქა სასმელი ამ უსიამოვნების რისკს 4-%-ით ამცირებს, 3-5 ჭიქა კი მთელი 45%-ით.

7. კუნთოვან ძალასა და კოორდინაციას ზრდის

კოვენტრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კოფეინი ამტანობას და კუნთების ძალას ზრდის, მოტეხილობას და დაზიანებას ამცირებს. სწორედ ამ თვისების წყალობით ყავა ხანდაზმული ადამიანებისთვის რეკომენდებულია.

8. ნაოჭებს მოგაშორებთ და ორგანიზმს გაახალგაზრდავებს

გრანადის უნივერსიტეტის ესპანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც C ვიტამინზე 500-ჯერ უფრო ძლიერია. კორეაში იჰვას ქალთა უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის ექსტრაქტი ნაოჭებს ასწორებს, უჯრედებში კოლაგენის შენარჩუნებას ხელს უწყობს, რითაც სითხის დაკარგავს აფერხებს. სწორედ ამიტომ, ყავის მოყვარულები თანატოლებთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

ყავის ექსტრაქტი შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ. მის შემადგენლობაში შედის ხსნადი ყავა, წყალი და შაქარი. ეს კონცენტრატი კოქტეილებს, დესერტებს, ნაყინსა და ტორტს შესანიშნავად შეავსებს.

9. ყავა – ხანდაზმული ადამიანების სასმელი

ექიმებმა მერფმა და გიუნტერმა ევროპის 10 ქვეყანაში სიკვდილიანობის დონე შეისწავლეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყავის მოყვარულები უფრო დიდხანს ცხოვრობენ. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ბონუსით სარგებლობა მწეველებსაც შეუძლიათ, რადგან მოწევა ყავის ეფექტს არ ამცირებს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: სასარგებლო თვისებების მიუხედავად ყავა პანაცეა არ არის. გარდა ამისა, ექიმები გირჩევენ, უპირატესობა ნატურალურ მოდუღებულ სასმელს ანიჭებენ. მისი ხსნადი ვარიანტი უფრო ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

თქვენ რამდენად ხშირად სვამთ ყავას? ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესება შეგინიშნავთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.