Connect with us

ჯანმრთელობა

ძილის სწორი პოზები, რომ დილით ზურგი და კისერი არ გეტკინოთ

ჯანსაღი ძილი კარგი გარეგნობის და განწყობის საწინდარია. რატომ არ ვაქცევთ ძილს სათანადო ყურადღებას? რიტორიკული, მაგრამ ყოველთვის აქტუალური საკითხია. გახსოვდეთ, რომ 23:00–მდე უნდა დაწვეთ და მინიმუმ 7 საათით იძინოთ. უფრო ნაკლები ხნით ძილი ორგანიზმს მუდმივ დაღლილობამდე მიიყვანთ: როცა საკმარისად გძინავთ, მაგრამ ძალების აღდგენა გიჭირთ.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი – ლეიბი. საიდუმლო არაა, რომ ხარისხიანი ორთოპედიული ლეიბი ერთ–ერთი საუკეთესო კაპიტალდაბანდებაა. დიდხანს ძლებს და ჯანმრთელობას წლები იცავს. მესამე ფაქტორი: განიავება არ უგულებელყოთ. თუ ყველა ამ წესს იცავთ, მაგრამ ზურგის ტკივილი რეგულარულად გაწუხებთ, ძილის პოზას ყურადღება მიაქციეთ. ხშირად პრობლემა აქ იმალება, თუ სერიოზულ დაავადებებს არ გავითვალისწინებთ.

სწორი პოზები ჯანსაღი ძილისთვის

ბუნებრივია, რადიკალური ცვლილებები საჭირო არაა, რადგან ჩვევაზე მყისიერად უარის თქმა შეუძლებელია. პოზებით თანდათან ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ გაიგოთ, რომელია თქვენთვის შესაფერისი. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე პოზის ვარიანტს, სადაც ხერხემალი მინიმალურად დატვირთულია. გიამბობთ, რატომ ჩნდება ზურგის ტკივილი.

ზურგზე 

თუ ზურგზე წოლისას შვებას გრძნობთ, ასე გააგრძელეთ. ხერხემლის სწორი პოზიციისთვის ჩვეული პოზა ოდნავ შეცვალეთ. მუხლებქვეშ პატარა ბალიში დაიდეთ. ამ მარტივი მანიპულაციით ხერხემალი ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩება. დამატებითი მხარდაჭერისთვის წელის ქვეშ დახვეული პირსახოცი დაიდეთ. ასე წონა მთელ სხეულზე თანაბრად გადანაწილდება, ხოლო ხერხემალზე ზეწოლა არსებითად შემცირდება.

გვერდზე

ყველაზე პოპულარული მეთოდია. გვერდზე წოლისას ხერხემლის დეფორმაცია და დატვირთვა ხშირად ხდება. ეს განსაკუთრებით კისრის ნაწილს ეხება. შედეგად, დილიდან დაშლილ მდგომარეობას და მტანჯველ ტკივილს ვიღებთ. ოპტიმალური ვარიანტი: გვერდზე წოლისას მუხლებს შორის პატარა ბალიში დაიდეთ. ასე ხერხემალზე დატვირთვა შემცირდება და კუნთები მოდუნდება. ფეხებს შორის ბალიშით ძილი მთავარი მომენტია ხერხემლის და მენჯის სწორი მდგომარეობის მხარდასაჭერად.

მუცელზე

მუცელზე წოლისას კისერზე დიდი დატვირთვა მოდის. ეს ზურგის ტკივილს გარანტირებულად გამოიწვევს. ყველაფერი შეიცვლება, თუ მუცლის ქვეშ დამატებით ბრტყელ ბალიშს დაიდებთ. ასე კისრის და ზურგის მრუდზე დატვირთვას შეამცირებთ, შესაბამისად, ზეწოლა შემცირდება.

რჩევა: თავქვეშ უბალიშოდ დაწოლა სცადეთ. ეს ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკებზე ზეწოლის შესამცირებლად ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.

Advertisement