Connect with us

სხვა

ძველი ეგვიპტიდან – დეკადანსამდე: როგორ იცვლებოდნენ ვარცხნილობები სხვადასხვა ეპოქაში

ძველი ეგვიპტე

ფარაონების ექპოქაში თმას მამაკაცებიც და ქალბატონებიც ერთნაირად – ნიკაპს ოდნავ ზემოთ იჭრიდნენ, რადგან გრძელი თმის დემონსტრირება დაბალი ფენის წარმომადგენლობაზე მიუთითებდა. მნიშვნელოვანი ფიგურები პარიკებს იყენებდნენ და მათ სხვადასხვა სამაგრებითა და დიადემებით რთავდნენ.

მოგვიანებით პარიკი მოდიდან გადავიდა და მოდაში თმაზე ეთერზეთების წასმა შემოვიდა. ზეთები არა მოვლის არამედ სტილის დახვეწის მიზნით გამოიყენებოდა: ვარცხნილობა უფრო საიმედოდ ფიქსირდებოდა და სიგლუვეს დაბანიდან დაბანამდე ინარჩუნებდა.

დაბანის პროცესი ძველ ეგვიპტეში საკმაოდ ტრივიალური და ხშირი პროცედურა იყო. ქალბატონები კვირაში რამდენჯერმე ბანაობდნენ. მამაკაცები კი უფრო იშვიათად – კვირაში ერთხელ.

ძველი საბერძნეთი

ელინურ ეპოქაში თმა გარეგნობის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა, ამიტომ მდიდარი ბერძენი ქალბატონები კალამისტრებთან (თმის შეღებვის, მოვლისა და დავარცხნის ოსტატები) საათობით ისხდნენ. კულულებზე არომატულ ესენციებსა და ზეთებს ისვამდნენ, საგულდაგულოდ იხვევდნენ, ნაწნავების ურთულეს სახეობებს იკეთებდნენ და ცდილობდნენ ვარცხნილობა მაქსიმალურად დიდხანს შეენარჩუნებინათ.

კალამისტრების მიერ შექმნილი ზოგიერთი შედევრები, პირვანდელ სახეს კვირაობით ინარჩუნებდნენ. ყველაზე რთული თმისთვის სასურველი ფერის მიცემა იყო. ბერძნები თმის შეღებვისას ოქროსფერის მირებას ცდილობდნენ, თმას სხვადასხვა ბალახეული ნახარშით იღებავდნენ. ისხავდნენ ძმარს და მჟავას, საათობით იჯდნენ მზეზე, რათა გამოწვის პროცესი გაეუმჯობესებინათ, მოკლედ, რომ ვთქვათ ქერა თმა, ძველი ბერძნებისთვის უდიდეს მიღწევად ითვლებოდა.

უძველესი რომი

რომაელებმა თმის გაუფერულების შემადგენლობა შეიმუშავეს, როლის წყალობითაც რომაელი ქალბატონების რამდენიმე საათში ქერავდებოდნენ. სამწუხაროდ ეს რეცეპტი დაიკარგა, თუმცა ვიცით, რომ თმის მოვლის საუკეთესო საშუალებად თავის მასაჟი ითვლებოდა. თერმულ წყლებზე წასულ ქალბატონებს, სპეციალური მონები საათობით უკეთებდნენ თავის კანის მასაჟს, რომლის დროსაც სხვადასხვა ზეთებსა და არომატულ ესენციებს იყენებდნენ.

თმის სიგრძე ერთგვარ კულტს წარმოადგენდა: თუ მამაკაცს თმის შეჭრის უფლება ქონდა, ქალის მიერ თმის შეჭრა მკრეხელობად და ღვთის გმობად ითვლებოდა.

შემორჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთ რომაელ ქალბატონს თმა იატაკამდე ჰქონდა გაზრდლი. მოსამსახურეებს კი მათ დავარცხნაზე რამდენიმე საათი ეხარჯებოდათ.

იმისთვის, რომ თმა მაგარი და მბზინვარე ყოფილიყო, რომაელი ქალბატონები კაკლის ნაჭუჭისა ნახარშს ამზადებდნენ და თმას მასში ილბობდნენ. თმები ასეთ დროს მუქდებოდა. შესაბამისად რომაელ ქალბატონებს სილამაზესად ა ჯანმრთელობას შორის უწევდათ არცევანის გაკეთება.

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეების პერიოდში ვარცხნილობას საკრალური მნიშვნელობა მიენიჭა. გასათხოვარი გოგონები თავს გაშლილი თმით იწონებდნენ, რაც უფრო გრძელი იყო თმა – მით უკეთესად ითვლებოდა. გათხოვილი ქალბატონები კი თმას შარფით ან თავსაფრით იხვევდენენ. ითვლებოდა, რომ გათხოვილი ქალის თმის ხილვის უფლება მხოლოდ მის კანონიერ მეუღლეს ქონდა. თავსაბურავის გარეშე გამოსული ქალის თმის ხილვა ცოდვად და მაცდუნებლად ითვლებოდა.

იმ პერიოდში მოდაში თმების დახვევა იყო: სპეციალურად გაცხელებული ჩხირების მეშვეობით გოგონები თმას იხუჭუჭებდნენ. შემდეგ თმას არ ივარცხნიდნენ რათა სტრუქტურა შეენარჩუნებინათ. მღვდლები თმის დახვევის წინააღმდეგი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ ყველა ვინც თმას იხვევს ჯოჯოხეთში მოხვდებოდა, თუმცა როგორც აღმოცნდა იმ დროინდელ ქალბატონებს ჯოჯოხეთში მოხვედრის პერსპექტივა დიდად არ აშინებდათ.

ბაროკოს ეპოქა

VII საუკუნის შუა ხანებში ახალი სამხატვრო სტილი – ბარაოკო წარმოიშვა. მისი ფუძემდებელი ესპანეთი გახლდათ. ეს პარიკების საუკუნეა, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა. ქალთა მოდაში რთული კარკასული ვარცხნილობები მეფობს. ყველაზე მოდურ ვარცხნილობას “ა-ლა ფონტაჟ” წარმოადგენდა. მეფის ფავორიტი მარია ანჟელიკა დე ფონტაჟმა ნადირობის დროს ვარცხნილობას სათანადო ყურადრება ვერ მიაქცია და თავზე აღმართული რთული “კონსტრუქცია” ჩამოიშალა. ქალბატონი საზოგადოებაში ასეთი ვარცხნილობით საზოგადოებაში ვერ გამოჩნდებოდა, ამიტომ კაბიდან რამდენიმე ლენტი მოხია და მოსამსახურის მეშვეობით ორიგინალური ვარცხნილობა შექმნა.

მეფე აღფრთოვანდა ქალბატონის ვარცხნილობით და თოვა მუდამ ასეთი ვარცხნილობით ევლო. ეს ტენდენცია მალე მთელმა სასახლემ აიტაცა. თმის ვარცნილობის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა: მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს, ეტლების მწარმოებლებმა გადასახსნელი თავსახურის მქონე ეტლების წარმოება დაიწყეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათში ქალბატონები ვერ მოთავსდებოდნენ.

ანტისანიტარიის შედეგად, პარიკს ხშირად უჩნდებოდა ტილი. ტილების მოსაშორებლად პარიკმახერები ჭინჭრის ნახარშის გამოყენების რჩევას იძლეოდნენ. მალე მიწათმფლობელებმა ჭინჭრის მოყვანა დაიწყეს, იმისთვის, რომ შემდეგ სამკურნალო ნაყენების მწარმოებელთათვის მიეყიდათ.

როკოკოს ეპოქა

რაც უფრო დიდი და მაღალი იყო ვარცხნილობა მით უფრო მდიდრად ითვლებოდა მისი მფლობელი. პარიკმახერის ხელობა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ პირველი საპარიკმახერო აკადემიებიც გაცნდა.

პარიკმახერებმა სახამებლისა და ფქვილის თვისებები აღმოაჩინეს: ვარცხნილობებს აქტიურად პუდრავდნენ და ყველა წარჩინებულმა ქალბატონმა საკმაოდ მტვრიანი, მაგრამ უფრო მეტად მოდური ვარცხნილობა მიიღო.

გამწმენდ საშუალებად დამწვარი ვირთხის ნაცარს იყენებდნენ, მას თმის ძირებში იზელდნენ. თუმცა ეს იმ პერიოდის ყველაზე გიჟური რეკომენდაცია არ გახლავთ. საფრანგეთში შემონახულია რეცეპტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ქალბატონს რამდენიმე ათეული ფუტკრის გახმობას, დაფხვნას, სპირტით დაყენებას და შემდეგ ამ ნაყენის თმის ძირებში შეზელას ურჩევდნენ – თმის ცვენის შესაჩერებლად.

დეკადანსი

დიდი მოცულობის პარიკები და ვარცხნილობები მოდიდან სწრაფად გადავიდა. ჯერ ნატურალური თმა შემოვიდა მოდაში, შემდეგ შეკრული თმა გახდა მოდური. მალე რევოლუციაც მოხა: ქალბატონებმა ვარცხნილობების კეტება დაიწყეს. გეომეტრიული და ზუსტი, ლენტით ან ეკლექტური თმის სამაგრით მორთული კარესა და ბობის ვარიაციები. ამ ვარცხნილობებმა მოდური გოგონების გონება დაიპყრეს. საპარიკმახერო ბიზნესმა კი აქამდე მიუღწეველი სიმაღლეები დაიპყრო.

თმას თითქმის აღარ უვლიან: შამპუნი უკვე არსებობს, თუმცა უფრო საპონს იყენებენ, დამატებითი პროცედურებიდან შავი პურისა და კვერცხის ნიღბები ითვლებოდა. თმაზე ვაშლის ძმარ ივლებდნენ. მოდის ისტორიაში პირველად, მოდაში შავგვრემნები შემოვიდნენ და გოგონებმა მასიურად დაიწყეს თმის ღებვა, მუქი შავი ფერის მისაღებად.