Connect with us

საკითხავი

ცხიმის ჩამორეცხვა ცივ წყალში: გამოცდილი დიასახლისების რეკომენდაციები

თუ ისეთ პირობებში აღმოჩნდით, სადაც თბილი წყალი არაა, ხოლო სამზარეულოში გასარეცხი ცხიმიანი ჭურჭელი გროვდება, არ ინერვიულოთ. აღმოჩნდა, რომ საჭირო საშუალებებით სამზარეულოს აქსესუარებს, თეფშებს, ქვაბებს ცხიმს მარტივად მოაშორებთ. Alltime.ge–ს გასწავლით, როგორ მოაშოროთ ცხიმი ჭურჭელს ხელმისაწვდომი საშუალებით. ცივ წყალშიც ეფექტურია.

როგორ ჩამოვრეცხოთ ცხიმი ცივ წყალში

მდოგვის ფხვნილი

მდოგვის ფხვნილს კარგი გამწმენდი თვისებები აქვს, რომელიც ცივ წყალშიც ეფექტურობას არ კარგავს. რაც მთავარია, ნატურალურია. ფასიც არ იკბინება და მის შეძენას ყველა შეძლებს. გირჩევთ, მდოგვის ფხვნილი ყოველი შემთხვევისთვის სახლში ყოველთვის გქონდეთ.

  1. პირველ რიგში, მდოგვის ფხვნილი წყალს დაუმატეთ ისე, რომ სქელი პასტა მიიღოთ.
  2. ჭურჭელი წყალში გააჩერეთ. ცოტა ხანში მდოგვის პასტით და სველი ღრუბლით გახეხეთ.
  3. 5-7 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ წყალში კარგად გარეცხეთ.

ბონუსი

ცხიმს სოდაც ეფექტურად აშორებს. გახსოვდეთ, რომ სოდის გამოყენება ტეფლონის და ანტიმიწვის საფარის მქონე ჭურჭელზე არ შეიძლება.

  1. ცხიმიანი ტაფა ან ქვაბი წყალში ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ სოდით და სველი ღრუბლით გახეხეთ.
  2. წყალი კარგად გაავლეთ, რომ სოდის ნარჩენები მოშორდეს.

პროცესის დაჩქარების მეთოდი

დაიმახსოვრეთ მთავარი წესები ცივ წყალში ჭურჭლის სწრაფად გასარეცხად:

  • საჭმლის მომზადების შემდეგ ტაფა ან ქვაბი გაასუფთავეთ, ნარჩენები არ დატოვოთ. ტრაპეზის შემდეგ თეფშები, დანა–ჩანგალი გაწმინდეთ.
  • სანამ ჭურჭელს ცხიმს მოაშორებთ, წყალში გააჩერეთ.
  • თეფშები ერთმანეთს არ დაადოთ, რადგან ასე ორივე მხარე გაცხიმიანდება და წმენდის პროცესი გართულდება და გახანგრძლივდება.

მოცემული რჩევების გათვალისწინებით თბილი წყლის არ ქონა პრობლემა აღარაა. ცხიმიან ჭურჭელს მარტივად გარეცხავთ. როგორ აშორებთ ცხიმს ჭურჭელს, როცა ცხელი წყალი არ გაქვთ? საინტერესო ხრიკები გაგვიზიარეთ.

Advertisement