Connect with us

ჯანმრთელობა

ცივი და ცხელი შხაპის სარგებელი. 10 უსიამოვნება, რომლის თავიდან აცილებას შეძლებთ

ბევრს სმენია ჰიდროთერაპიის სარგებელის შესახებ. რა გავლენას ახდენს წყლის განსხვავებული ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმზე? Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ესა თუ ის უსიამოვნება ცხელი ან ცივი შხაპის დახმარებით მოიშოროთ.

სარგებელი №1: ცივი შხაპი აზრებს წმენდს

ცივი წყალი თავს ნეგატიური ფიქრებისგან წმენდს და ორგანიზმს მთელი დღით ენერგიით ავსებს. ცივი წყალი სუნთქვას აჩქარებს და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს, რაც სხეულს გაყინვისგან იცავს.

სარგებელი №2: ცივი შხაპი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ცივი შხაპი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ამას სასიამოვნო ბონუსი აქვს. ცივი წყალი ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

სარგებელი №3: ცივი შხაპი ბედნიერების და სიხარულის ჰორმონებს სტიმულირებს

თავს ცუდად გრძნობთ? ცივი შხაპი მიიღეთ! ცივი წყალი ნერვულ დაბოლოებებს ააქტიურებს, რომლებიც იწყებენ იმპულსების გაგზავნას, რითაც ბედნიერების და სიხარულის ჰორმონებს აღვიძებს.

სარგებელი №4: ცივი შხაპი იმუნურ სისტემას სტიმულირებს

ამჩნევთ, რომ ხშირად ცივდებით? თქვენს დღის წესრიგში ცივი შხაპის მიღება ჩართეთ. ის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ამით სისხლს მავნე ინფექციებისგან წმენდს. გარდა ამისა, ცივი შხაპი არტერიულ წნევას არეგულირებს.

სარგებელი №5: ცივი შხაპი კანს ელასტიურობას ანიჭებს

კანის პრობლემები გაქვთ? შესაძლოა, ცხელ შხაპს ხშირად იღებთ, რომელიც კანს და თმას აშრობს. ცივი შხაპი კანს და ფორებს ამკვრივებს, გაყოფილი ბოლოების გაჩენას ხელს უშლის.

სარგებელი №6: ცხელი შხაპი ამშვიდებს

შფოთვას გრძნობთ? ცხელი შხაპი მიიღეთ! ის სისხლში ოქსიტოცინის დონეს ზრდის, თავდაჯერებულობას ზრდის და ადამიანს ამშვიდებს.

სარგებელი №7: ცხელი შხაპი კანს ტოქსინებს აშორებს

რეგულარული ცხელი შხაპის მიღება კანს მკვდარი უჯრედებს აშორებს, ამით ნეგატიური ენერგიისგან ათავისუფლებს.

სარგებელი №8: ცხელი შხაპი ცხვირის სინუსებს წმენდს

15 წუთიანი ცხელი შხაპი ცხვირის ლორწოვან გარსს წმენდს და სუნთქვას აუმჯობესებს. თუ ნეჭას რამდენიმე წვეთ ევკალიპტს დაუმატებთ, ეფექტი გაძლიერდება!

სარგებელი №9: ცხელი შხაპი კუნთებს ადუნებს

ცხელი შხაპი სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, ამით კუნთების ტკივილს ამცირებს. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ შეუცვლელია!

სარგებელი №10: ცხელი შხაპი შაკიკს ამსუბუქებს

კუნთების დაძაბულობა შაკიკის მთავარი მიზეზია. ცხელი წყალი კუნთებს ადუნებს და, შედეგად, შაკიკს აქრობს.