Connect with us

ჰოროსკოპი

ცვლილებების დრო მოდის. რენატა რაევსკის ასტროლოგიური პროგნოზი 2023 წლისთვის

ასტროლოგი რენატა რაევსკაია გვიზიარებს 2023 წლის ზუსტ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. მისი თქმით, კურდღლის წელი გაცილებით მშვიდი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი. 2022 წელს ბევრი რთული მომენტი გადავიტანეთ, რომლებიც ახალ წელსაც გადმოვა. თუმცა ეს იმედგაცრუების მიზეზი არაა. გაიგეთ, რას უნდა ელოდოთ მიმდინარე წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძებო, ცვლილებების დრო მოდის. ამ ზაფხულს ძველ საქმეებს დაასრულებთ და ცხოვრების მოწყობაზე იზრუნებთ. სამსახურის მიმართულება შეიძლება შეცვალოთ. პიროვნულ განვითარებას, გარეგნობას და ზოგადად საკუთარ თავს მეტ დროს დაუთმობთ.

2023 წელს მეგობრებთან და ნათესავებთან თქვენი ურთიერთობა გაუმჯობესდება. დიდი შანსია, რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, ნანატრ ქორწინებას დაელოდეთ. ფინანსურ სფეროში ცვლილებები სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

წელს კურო თავის ცხოვრებაზე მეტად დაფიქრდება. ძალას იპოვის, რომ ყველაფერი ზედმეტი, მათ შორის ტოქსიკური გარემოცვა მოიშოროს. მიხვდება, რა საქმის კეთება ანიჭებს სიამოვნებას. მომავლისადმი მეტი იმედით და თავდაჯერებულობით განეწყობა. ოცნებების ახდენას შეძლებს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ სწრაფად შეძლებთ კარიერულ სფეროში განვითარებას. ამ მხრივ წარმატების ყველა შანსი გაქვთ.

ტყუპებს გაუჩნდება საქმე, რომელიც სიამოვნებას და დამატებით შემოსავალს მოუტანს. დიდი შანსია, რომ საქმიანობის მიმართულება შეიცვალოთ. პირადში ბევრ ცვლილებებს ელოდეთ. ორსულობა ან ოჯახში მატება (მაგალითად, შვილიშვილის დაბადება) მოსალოდნელია.

კირჩხიბი ბედნიერ ცხოვრებაზე ფოკუსირდება. რუტინა დაგღლით და ცხოვრების რიტმის შეცვლას ისურვებთ. ცვლილებები ყველა სფეროს შეეხება, განსაკუთრებით კარიერას. მოსალოდნელია, სამუშაოდ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა, სადაც თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ.

ჰოროსკოპი ლომის, ქალწულის, სასწორისა და მორიელისთვის

ლომს წარმატების ბევრი შანსი აქვს. ამაში ახალი ნაცნობები და გადაადგილება ხელს შეგიწყობთ. მალე შეიძლება უძრავი ქონება შეიძინოთ ან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წახვიდეთ. თქვენი ამბიციები უფრო გაიზრდება. უნარების განვითარებას და კოლეგებთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებთ.

ქალწულს ფინანსურ სფეროში დიდი ცვლილებები ელოდება. საკუთარი ბიზნესის გახსნის ან წარმატებული სამუშაო კონტრაქტის გაფორმების დიდი შანსი გაქვთ. მოსალოდნელია დიდი ინვესტიციების ჩადება. ფინანსები მომავალში თავდაჯერებულობას შეგმატებთ და სამომავლო სამოქმედო გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი ყველაფერს გაანულებს და ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს. სამსახური და ახლობლები, რომლებიც თქვენს გარშემო არიან, გღლით. ასეთმა ფიქრებმა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა ან საერთოდ განქორწინება შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ ასე სასურველ შვებას იგრძნობთ და ჩაფიქრებულს განახორციელებთ.

მორიელს კარიერის სფეროში ცვლილებები ელოდება. ხელფასის მომატება, ახალ თანამდებობაზე ან საერთოდ ახალ სამსახურში გადასვლა. უფრო დაიტვირთებით, მაგრამ ეს თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება. პირად სურვილებს და მოთხოვნილებებს მეტ დროს დაუთმობთ, რაც ცხოვრების მოწყობაში დაგეხმარებათ.

ჰოროსკოპი მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულისა და თევზებისთვის

მშვილდოსანი წელს თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს დაასრულებს. თქვენი რესურსების სრულად გამოყენებას შეძლებთ, ფრთებს გაშლით. წინსვლის მოტივაცია გაიზრდება. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. სამსახურის შეცვლის და შემოსავლის გაზრდის შანსი გაქვთ.

თხის რქა წელს სტატუსის შეცვლას შეძლებს. ახალ თანამდებობაზე გადავა ან დაოჯახდება, მშობელი გახდება. მალე შეიძენთ უძრავ ქონებას, რაზეც ასე ოცნებობდით. პირადში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელია. დიდი ალბათობით, წელს შეძლებთ დაორსულებას, თუ წლები ამას ცდილობდით.

მერწყულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ კავშირების დამყარება ძალიან სჭირდება. მაგალითად, სხვა ქვეყანაში გადასვლა, მივლინება და ახალი ნაცნობები. დიდი შანსია, რომ ახალი უძრავი ქონება შეიძინოთ. ურთიერთობის წრე შეიცვლება, რაც ბევრ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები წელს ტოქსიკურ, უსარგებლო ხალხს და საძულველ სამსახურს თავს დააღწევს. ასე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავა და შემოსავალს გაზრდის. ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება, არ გაუშვათ. ეს ბევრ ცვლილებას მოგიტანთ, რაზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.

Advertisement