ჯანმრთელობა
ცელულიტის მოშორება ნამდვილად შესაძლებელია
უმეტესობა ჩვენგანს ჯადოსნური გზით ცელულიტის მოშორება სურს. ეს კი მარტივი პროცესი არაა. როცა საქმე ცხიმთან ბრძოლას ეხება, სწრაფი გადაწყვეტილება არ არსებობს. და მაინც არსებობს მეთოდები, რომლებიც არსებულ ცელულიტს და მომავალში ცელულიტის გაჩენისკენ თქვენს მიდრეკილებას შეამცირებენ.
ცელულიტი კანქვეშა ცხიმია. ის არათანაბარი ხდება, რადგან ქსოვილებს აწვება. ბევრ ქალს ეს თავდაჯერებულობის მოპოვებაში ხელს უშლის და გარკვეული ტანსაცმლის ჩაცმას ართულებს. ცელულიტი სასიცოცხლო განაჩენი არაა. ცელულიტის შემცირებას ამ მარტივი მეთოდების დახმარებით შეძლებთ.
1. დიეტა
თუ ცელულიტს ებრძვით, უცხიმო, დაბალ კალორიული დიეტა უნდა დაიცვათ. ლოგიკურია, რომ ცხიმის მოსაშორებლად ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც ჭამთ. ყურადღება ისეთ პროდუქტებზე გაამახვილეთ, რომლებიც ორგანიზმის გამძლეობას ხელს უწყობენ.
არ მიირთვათ ის, რაც გემრიელია, მაგრამ არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნია. აი, რამდენიმე პროდუქტი დაბალ კალორიული დიეტისთვის:
- იოგურტი, რძე, ყველი
- უმი ბოსტნეული (ისპანახი, სტაფილო, კიტრი და ა.შ.)
- უცხიმო სოუსი
- ღორის, ქათმის, ძროხის და თევზის ხორცი
- მთელი მარცვლეულის პური
- პარკოსანი პროდუქტები და ბრინჯი
- ახალი ხილი (გრეიფრუტი, ყურძენი, ვაშლი და ა.შ.)
ეს პროდუქტები რაციონში აუცილებლად ჩართეთ.
2. სისხლის მიმოქცევა
ცელულიტის გაჩენის მთავარ მიზეზს ცუდი სისხლის მიმოქცევა წარმოადგენს. როცა სისხლის ნაკადის მცირდება, თქვენი კანი აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს ვეღარ იღებს. დროთა განმავლობაში ქსოვილები ნადგურდება და ცელულიტი თქვენს დუნდულებსა და სხვა პრობლემურ ნაწილებში ჩნდება.
სხეულის მასაჟი ჯაგრისით
ასეთი მასაჟი სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და კანში მკვებავი ნივთიერებების შეღწევას უზრუნველყოფს. უბრალოდ მშრალი ან სველი კანი უხეში კბილების მქონე ჯაგრისით დაიმასაჟეთ. გულის მიმართულებით თანმიმდევრული მოძრაობა შეასრულეთ. მეთოდი მგრძნობიარე და დაზიანებულ კანზე არ გამოიყენოთ.
მასაჟი
ერთ-ერთი კვლევა ამტკიცებს, რომ რეგულარული მასაჟი ჯანსაღ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს. უფრო მეტიც, ეს სხეულს და გონებას ადუნებს. მასაჟი ქსოვილებში სისხლის საჭირო ნაკადს ქმნის და მას აახალგაზრდავებს.
კონტრასტული შხაპი
კონტრასტული შხაპი ცივიდან ცხელ წყალზე გადასვლის წყალობით სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ცხელი შხაპის მიღებით სხეულს მოდუნების საშუალება მიეცით, შემდეგ კი სწრაფად ცივი წყალი ჩართეთ. თავიდან ბოლომდე განახლებას იგრძნობთ.
3. ვარჯიში
ყველასთვის ცნობილია, რომ სწორი ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ეს ორმაგად მართალია, როცა საქმე ცელულიტთან ბრძოლას ეხება. კუნთების დაჭიმვა და გაძლიერება ცელულიტის შემცირებაში შეიძლება დაგეხმაროთ.
მთავარი ვარჯიშები, რომლებიც ცელულიტის საწინააღმდეგოდ ეფექტურია:
- მწოლარე პოზაში თეძოს შიდა მხრის აწევა. ეს ვარჯიში თეძოს შიდა ზედაპირისკენ არის მიმართული, რომელიც ხშირად პრობლემურ ადგილს წარმოადგენს.
- ჩაჯდომები და გვერდითი ადგომები. ეს ვარჯიში მუხლქვეშა მყესებს, დუნდულების და ოთხთავა კუნთებს ავითარებს
- ერთი ფეხის წინ გაწევა და ჩამუხვლა. ამ ვარჯიშის შესრულების დროს დუნდულების აწევა და ფეხების გაძლიერება ხდება.