Connect with us

კულინარია

ცაცხვის ლიმონათი: სასარგებლო გამაგრილებელი სასმელი ცხელ ზაფხულში

ყოველთვის, როცა ცივი სასმელი გვსურს, საყიდლად მაღაზიაში გავრბივართ. Alltime.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ სასარგებლო და გამაგრილებელი ცაცხვის ლიმონათი სახლში თავად მოამზადოთ. მასში მავნე მინარევები არ შედის, თან გემრიელია და წყურვილს კარგად კლავს.

ინგრედიენტები:

  • 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი
  • 3 ლ ანადუღარი, გაგრილებული წყალი
  • 2 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ლიმონი

მომზადება:

  1. ცაცხვის ყვავილები წინასწარ მოამზადეთ. სასურველია, გზისპირიდან მოშორებით შეაგროვოთ. შემდეგ მზეზე გაახმეთ.
  2. მინის ქილა გარეცხეთ.
  3. მასში ცაცხვის ყვავილები ჩაყარეთ. თაფლი დაუმატეთ.
  4. ლიმონი გარეცხეთ და ქერქიანად დააქუცმაცეთ.
  5. ლიმონი ქილაში ცაცხვის ყვავილებს და თაფლს დაუმატეთ და წყალი დაასხით.
  6. კარგად აურიეთ, ქილას ნაჭერი დააფარეთ და მზეზე 8-24 საათით გააჩერეთ.
  7. სასმელი გადაწურეთ. ჩენჩოც კარგად გაწურეთ.
  8. სასმელი გააგრილეთ!

გემრიელი სასმელი მზადაა!

ცაცხვის ლიმონათი არა მხოლოდ გაგაგრილებთ, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მასში შედის ცაცხვი, ლიმონი, თაფლი. ასეთი სასმელის რეგულარული მიღებით:

  • საჭმლის მონელება გაუმჯობესდება;
  • კანი დატენიანდება;
  • ანთება გაქრება;
  • სისხლძარღვები გაფართოვდება;
  • წნევა შემცირდება;
  • ძილი გაუმჯობესდება;
  • სიმსივნეს თავიდან აიცილებთ;

თაფლი ათეროსკლეროზის განვითარებას აფერხებს, გულზე, სისხლძარღვებზე, ღვიძლსა და თირკმლებზე დადებით გავლენას ახდენს. ლიმონი იმუნურ სისტემას აძლიერებს.

სასმელს ორიგინალური გემო რომ შემატოთ, პიტნა, ილი, ბეგქონდარა, ბარამბო დაუმატეთ.