Connect with us

საკითხავი

ჩინელი დამლაგებლის გამოგონება: რატომ უნდა ჩადოთ ჩაის პაკეტი უნიტაზში

სააბაზანო ოთახის დალაგება უნიტაზით იწყება. როგორც წესი, ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ის ქმნის. ყვითელი ზოლების მოშორება განსაკუთრებით რთულია. ბევრი მას შეცდომით ჟანგად მიიჩნევს. სინამდვილეში ონკანის ხისტი წყლის (მინარევებით და ქლორით) ნადებია.

უნიტაზიდან ყვითელი ნადების მოშორება რამდენიმე მეთოდით შეიძლება. რა თქმა უნდა, აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმია შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უსიამოვნო ქიმიური სუნის გასაქრობად ოთახის განიავება მოგიწევთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჩინელი დამლაგებლის ხრიკს!

როგორ აშორებს ყვითელ ზოლებს უნიტაზს ჩინელი დამლაგებელი

აღმოსავლელი დიასახლისები უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურ საწმენდ საშუალებებს, რომელზეც ფულის დაზოგვაც შეიძლება. საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად უნიტაზის საწმენდად ჩაის პაკეტებს იყენებენ. უბრალოდ უნიტაზის ჭუჭყიან კედლებს ჩაის პაკეტებს ადებენ და ცოტა ხნით აჩერებენ.

როგორც წესი, 20 წუთი საკმარისია, რომ ნადები დაჟანგდეს. ასე ჩვეულებრივი ფუნჯით მარტივად მოაშორებთ. თუ გსურთ, რომ უნიტაზი დილით ბზინავდეს, ჩაის პაკეტები უნიტაზის გვერდებზე დააწყვეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.

ჩაის პაკეტები ლაქების წინააღმდეგ

ჩაის პაკეტები არა ერთ პრობლემას აგვარებს. პირველ რიგში, საძულველ ყვითელ ნადებს მოიშორებთ. მეორეც, უნიტაზში მავნე მიკროფლორას გაანადგურებთ. ჩაის პაკეტები უსიამოვნო სუნსაც აქრობს. არომატული ბურთების ბიუჯეტური ალტერნატივაა.

სიტყვაზე, თუ საზრიანი დიასახლისები გამოყენებულ ჩაის პაკეტებს უნიტაზში ათავსებენ, ახალ ჩაის პაკეტებს პირდაპირ ჩანთაში იდებენ. იყენებთ არატრადიციულ მეთოდებს სანტექნიკის გასაწმენდად? გაგვიზიარეთ ეფექტური მეთოდები!

Advertisement