Connect with us

საკითხავი

ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს ობიექტი, რომელიც უცნაურ სიგნალებს გამოსცემს

სიგნალს კოსმოსიდან, რომელიც ძლივს იგრძნობა და მხოლოდ სპეციფიკური ცოდნის მქონე რამდენიმე ადამიანს აინტერესებს, დიდი ხმაურის გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები მის წარმოშობას ვერ ხსნიან, რადგან რამდენიმე „შეუძლებელი“ მახასიათებელი აქვს.

დედამიწამ სიგნალი თითქმის დღეს მიიღო. ზოგიერთი სპეციალისტი დღემდე შოკშია, ვინაიდან მთელი მათი გამოცდილება და ცოდნა ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. თანამედროვე ტექნიკა კი აჩვენებს ციფრებს და მონაცემებს, რომ რაღაც უცნაური მოხდა. და ამ ყველაფრის ახსნა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

სიგნალი კოსმოსიდან

მეცნიერებმა 15 ათასი სინათლის წლის მანძილზე დააფიქსირეს რადიოსიგნალი, რომელსაც აღმოუჩენელი ტიპის ვარსკვლავი შეიძლება გამოსცემდეს. სინამდვილეში, ეს სიგნალი 30 წლის წინანდელ ჩანაწერებშია, მაგრამ ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს.

ობიექტს GPM J1839-10 უწოდეს. საინტერესოა, რომ დედამიწის დროით ყოველ 22 წუთში განსაკუთრებულ სიგნალს გამოსცემს. გასაგებად აგიხსნით. ცნობილი ტიპის ვარსკვლავთან შედარებით, ეს ობიექტი თავის რადიოსიგნალებს უფრო ნელა გამოსცემს. GPM J1839-10 ობიექტს თავისი მაგნიტური ველი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რა იწვევს ამ სიგნალებს, უცნობია.

თუ ვივარაუდებთ, რომ ეს მაგნეტარია (ნეიტრალური ვარსკვლავი ძლიერი მაგნიტური ველით), ყველაზე ახლოს იქნება იმასთან, რასაც სენსორები აჩვენებს. პრობლემა იმაშია, რომ ეს ობიექტები რადიოსიგნალებს საერთოდ არ გამოსცემენ. გამოდის, მცირე შანსია, რომ სიგნალის წყარო ხელოვნურად გამოწვეულია ან რაღაცით, რაც ოფიციალური მეცნიერებისთვის უცნობია. ეს სენსაციაა.

სიგნალი „WOW“

1977 წლის 15 აგვისტოს ჯერი ეიმანმა ვიწროზოლოვანი სიგნალი დააფიქსირა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც სიგნალი „WOW“ (ქართ., ოჰო, ვაუ). იმ დროს მეცნიერებს არამიწიერი ცივილიზაციის სიგნალის მოსალოდნელი მახასიათებლები ჰქონდათ. 1977 წლის სიგნალის ამონაბეჭდზე მსგავსი მახასიათებლები იყო. ემოციებით სავსე ჯერი იემანმა მონაცემები მარკერით შემოხაზა და მიაწერა WOW.

მეცნიერები იმ შემთხვევის ბუნებაზე დღემდე კამათობენ. განიხილავენ შანსებს, რომელიც შეიძლება პირდაპირ ამტკიცებდეს, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. თუმცა სერიოზული მსჯელობისთვის მონაცემები საკმარისი არაა. დიდი დროც გავიდა, თუმცა ასტრონომიის სტანდარტებით, ეს როგორც წამია ადამიანისთვის.

ვარსკვლავი HD 164595

2016 წელს კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა. ჰერკულესის თანავარსკვლავედში, 95 სინათლის წლის მანძილზე, ვარსკვლავი HD 164595 მდებარეობს. დაახლოებით ამ ადგილიდან დედამიწამ ორწამიანი სიგნალი მიიღო. მეცნიერებმა ვარსკვლავთან HD 164595 ახლოს უსახელო ეგზოპლანეტაც იპოვეს. ყოველი ახალი დეტალი ინტრიგას ზრდის.

სამწუხაროდ, სიგნალის ხელმეორედ მიღება ვერ შეძლეს. ამ შემთხვევას დიდხანს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ ვერაფერი მიიღეს, ამიტომ დაასკვნეს: ვარსკვლავიდან HD 164595 სიგნალი შეცდომა იყო. დამნაშავე კი მიწიერი ობიექტია, საქმე დახურეს. სიგნალის მიღების ფაქტი მხოლოდ ერთმა კომპიუტერმა დააფიქსირა, ამიტომ სანდო მტკიცებულებები არ იყო. თუმცა ჭეშმარიტება სადღაც ახლოსაა.

სხვა შემთხვევები

1967 წელს დააფიქსირეს სწრაფი და ზუსტი სიგნალი, რომელსაც LGM-1 (აბრევიატურა Little Green Men ან პატარა მწვანე კაცი) უწოდეს. ეს იყო პირველი შემთხვევა პულსარის აღმოჩენით. LGM-1–ის სიგნალი ძალიან სწრაფი და ძლივს საგრძნობი იყო, ამიტომ დიდხანს მოწყობილობის გაუმართაობად იღებდნენ.

სწრაფი აფეთქებების კიდევ ერთ სახეობას FRB უწოდეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ავი ლებმა და მანასვი ლინგამმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ ასეთი აფეთქებები კოსმოსური ხომალდის გამონაბოლქვის ფიქსაციაა. ერთგვარი კვალი ცაში, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს. მოგვიანებით ჰიპოთეზას დაუსაბუთებელი უწოდეს.

ერთი შეხედვით, სიგნალი, როგორც ობიექტის GPM J1839-10 შემთხვევაში, ბევრია, სინამდვილეში, თითებზე შეგიძლიათ ჩამოთვალოთ. ეს ამ საკითხის კვლევის მთელი ისტორიის მანძილზე. ამ მიზეზით სამეცნიერო სამყაროში ყოველ ახალ შემთხვევას იმედით და უზარმაზარი ინტერესით ხვდებიან. იქნებ, მალე გავიგოთ, ვინ ან რა იმალება ამ სიგნალების მიღმა.

Advertisement