Connect with us

ყვავილები

ჩემი პომიდორი თხრილში ზის! მეთოდი ზარმაცებისთვის

დეიდაჩემი 20 წლის წინ საცხოვრებლად სამხრეთით გადავიდა. თავიდან ძალიან ვენატრებოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვია. როგორც ამბობენ, ყველაზე რთული სამხრეთ მიწასთან შეგუებაა. მაგალითად, იგივე პომიდორი მიწის მაღალი გახურების გათვალისწინებით მოყავთ. სწორედ ამიტომ, როცა პომიდორი თხრილში დავინახე, არც გამიკვირდა.

სამხრეთით პომიდვრის მოყვანის ასეთი მეთოდი ნორმალურად ითვლება. ნაყოფი მსხვილი იზრდება, ტოტები ძლივს იჭერს. წელს თავადაც პომიდვრის თხრილში დარგვა გადავწყვიტე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. Alltime.ge–ს რედაქცია პომიდვრის ზრდის ტექნოლოგიას გიზიარებთ.

როგორ გავაკეთოთ თხრილი პომიდვრისთვის

გრძელი, ღრმა თხრილი ორ რიგად ამოთხარეთ. მიწა მათ ახლოს დატოვეთ. თავად თხრილებში ორმოები გააკეთეთ. მასში კომპოსტის ფენა (5 სმ საკმარისია) ჩადეთ. კომპოსტი წყლით უხვად მორწყეთ და ნერგები ორმოებში ჩარგეთ.

ნერგი თითქმის ფოთლებამდე ორმოებში დამალულია, ასეც უნდა იყოს. რიგებს შორის მულჩის სქელი ფენა დააფინეთ. მაგალითად, მოჭრილი ბალახი. ასე კვლებს სარეველებისგან დაიცავთ და ტენიანობას არ დაკარგავთ.

პომიდვრის გაზრდა თხრილებში

დარგული პომიდორი 7-10 დღე შეგიძლიათ არ მორწყათ. ამ დროში ნერგი ტენიანობის ძიებაში გაფესვიანდება. ასე მცენარე უფრო ჯანმრთელი და ძლიერი გახდება. როგორც კი ბუჩქი გაიზრდება და თხრილიდან ამოიწვერება, ღეროებთან მიწა მიაყარეთ და თხრილი ამოავსეთ.

ახლა კვლები ჩვენთვის უფრო ნაცნობად გამოიყურება: პომიდორი ბორცვზე იზრდება. კვლის ორივე მხარეს მულჩის ახალი ფენა დააფინეთ. საბედნიეროდ, ნებისმიერ რეგიონში მოჭრილი ბალახია ბევრია.

რატომ ზრდიან პომიდვრებს თხრილებში სამხრეთით

თბილ რეგიონებში ნიადაგი საკმაოდ ღრმად და კარგად თბება. სწორედ ამიტომ, თხრილებში პომიდვრის დარგვა არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ მცენარისთვის სასარგებლოა. ასეთ პირობებში კარგად ფესვიანდება და სითხის დამატებით წყაროს იღებს.

თქვენ სად ზრდით პომიდორს: სათბურში თუ ღია ნაკვეთზე? გვიამბეთ, რომელ მეთოდებს იყენებთ, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ. გსმენიათ პომიდვრის თხრილებში დარგვის შესახებ? რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?!