Connect with us

მოდა და სტილი

ჩანთები, რომლითაც ამ შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა არ შეგრცხვებათ

ეს ცივი სეზონი სხვადასხვა მოდელის, მასალის და ზომის ჩანთებით განსაკუთრებით მდიდარია. 2021 წლის შემოდგომა–ზამთრის მოდური ჩანთები განსაკუთრებით ნათელი და თვალშისაცემია. მარტო რა ღირს ჩანთა გრძელი ფოჩით ან, პირიქით, მეგაკომფორტული და ტევადი შოპერი, რომელშიც ნოუთბუქი, კოსმეტიკა, სავარცხელი, საფულე და ტაფა ჩაეტევა. იმდენი ტრენდი არსებობს, რომ ყველას ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ, მაგრამ ვეცდებით.

Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ჩანთით არ შეგრცხვებათ ამ შემოდგომას ქუჩაში გასვლა! ცხელი ტრენდები!

2021 წლის შემოდგომა–ზამთრის მოდური ჩანთები

ფოჩი

ფოჩი მშვენივრად გამოიყურება არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ჩანთებზეც. ამასთან ფოჩი შეიძლება ძალიან გრძელი, თითქმის ფეხებამდე იყოს. სტილი, რომელსაც ასეთი ჩანთა მოუხდება: ბოჰო, ბოჰემური, კოვბოის. მაღალი ჩექმა, ჯინსი და მოცულობითი სვიტერი შეუხამეთ. ახლა დიზაინერებმა შექმნეს მოდელები, რომლებიც საღამოს სტილსაც იდეალურად ავსებს.

ჩანთა–საქაღალდე

მკაფიო ფორმების მქონე ლაკონური და მინიმალისტური მოდელი. ოფისისთვის იდეალურია! ჩანთა–საქაღალდე კეთილშობილურად და ძალიან მოდურად გამოიყურება.

ჩანთა ჯაჭვით

ახალი ტრენდი არაა, მაგრამ მალე მოკვდება. ჯერჯერობით ასეთი ჩანთა ბევრია და ყველაზე ტოპ მოდის სახლებშია წარმოდგენილი. ყურადღება მსხვილ მასიურ ჯაჭვს მიაქციეთ, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ კლასიკური თხელი ჯაჭვიც აქტუალურია.

ბეწვის ჩანთა

წლის ცივ სეზონზე ბეწვის ჩანთა სუპერ ტრენდულია. ასეთი ჩანთა სიმყუდროვესა და კომფორტზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ეკოლოგიურობის კუთხით ხელოვნურ ბეწვს ყურადღება მიაქციეთ. ტრენდშია ბეწვის ჩანთის ყველა მოდელი, დაწყებული მინიფორმით და დიდი ჩანთით დამთავრებული.

ჩანთა ბევრი დანაყოფით

ასეთი ჩანთა პრაქტიკულობით და მოხერხებულობით გამოირჩევა. მას „დედის ჩანთას“ ან მრავალმხრივ ჩანთასაც უწოდებენ. ჩანთა დამატებითი ჯიბეებით, ჭიქის დამჭერით, წყლის და ტუჩსაცხის განყოფილებით. ერთგვარი ორგანაიზერი, რომ თქვენი ცხოვრება თავის ადგილას დაალაგოთ.

ჩანთა ბზინებით და ხელოვნური ბრილიანტებით

ყველა სახის ბრჭყვიალა, ბზინვარე დეტალები. „ჯერ კიდევ არ ბრწყინავთ? მაშინ თქვენთან მოვდივართ!“ – ღიმილით ამბობენ დიზაინერები ამ ტრენდზე. ამაში სიმართლის მარცვალია. პანდემიის შემდეგ ყველას დღესასწაული სურს და მოდის სახლებმა ეს სურვილი ჩანთებში განასახიერეს. რა თქმა უნდა, ასეთი ჩანთა საღამოს და წვეულებებზე უნდა ატაროთ. ყოველდღიურად არ გამოგადგებათ.

დიდი ჩანთა

ის ყველა მოდის ჩვენებასა და ბევრ ქუჩის სტილში იყო. როგორც ბევრი ნივთი მოდის ჩვენებიდან, ყველას არ შეეფერება. უბრალოდ ძალიან დიდი, რბილი და ტევადია – რატომაც არა.

რეტრო ჩანთა

რატომ არ შევმატოთ სტილს რაღაც ვინტაჟური, სხვა ეპოქიდან გადმოსული? ამ სეზონზე დიზაინერები წარმოგიდგენთ რბილ ბებისეულ რედიკულს კლამერით. პირდაპირ ჩემი საყვარელი ტრენდია!

რედაქციის რჩევა

ჩანთამ მხოლოდ ერთი წელი რომ არ გემსახუროთ, კარგი ხარისხის ჩანთა შეარჩიეთ, რომელიც საბაზო და ტრენდის ნიშნებს მოიცავს. მაგალითად, ბაზური ფორმა + ტრენდული ფერი ან, პირიქით, ტრენდული ფორმა + ბაზური ელფერი.

როგორ მოგწონთ 2021 წლის შემოდგომა–ზამთრის ჩანთები? ასეთს ატარებთ? გვიამბეთ, თქვენ რომელ ჩანთას ატარებთ ცივ სეზონზე?