Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაი, მწნილი და კიდევ 4 მეთოდი დაბალი არტერიული წნევის გასაზრდელად

დედამ მემკვიდრეობით არა მხოლოდ რეცეპტების წიგნი და ლამაზი თმა, არამედ დაბალი არტერიული წნევა გადმომცა. დაბალი წნევა მასაც და ბებიასაც აწუხებს. ვიცით, როგორ გავზარდოთ დაბალი წნევა წამლების გარეშე.

დაბალი წნევა ჰიპერტონიის მსგავსად საშიში არაა, მაგრამ სასიამოვნოც არაა. 90/60–ზე წნევა კრიტიკულია და სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. უმნიშვნელო ცვლილების შემთხვევაში დაბალი წნევის გაზრდა ხელმისაწვდომი საშუალებებით შეგიძლიათ სცადოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 6 მეთოდს დაბალი არტერიული წნევის გასაზრდელად.

ყავა ან ჩაი

ძლიერი ყავა და კარგად მოდუღებული ჩაი წნევას მარტივად ზრდის. სასმელი დაგეხმარებათ, თუ მას რეგულარულად არ სვამთ. ამ შემთხვევაში, ორგანიზმი მის მიღებას მიჩვეულია და შედეგს ვერ მოგცემთ.

მარილიანი კერძები

ჰიპერტონიკებს მარილიანი საჭმლის მიღებას უკრძალავენ, მაგრამ ჰიპოტონიკებს ეხმარება. მარილიანი საჭმელი წნევის გაზრდაში დაგეხმარებათ. არ გადააჭარბოთ. ერთი ნაჭერი მჟავე კიტრი, დამარილებული ქაშაყი და ყველი ფეტა მიირთვით. ერთდროულად გემრიელიც არის და სასარგებლოც. თუ მარილიანი საკვები არ გაქვთ, მწიკვი მარილი ენის ქვეშ ჩაწუწნეთ.

წყალი

წყლის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს როგორც წნევის გაზრდა, ასევე შემცირება. უსიამოვნებასთან საბრძოლველად მეტი წყალი დალიეთ. ასე წყლის ბალანსი და წნევის მაჩვენებელი დარეგულირდება.

კოლგოტი და მაღალყელიანი წინდა

სხეულის ქვედა ნაწილში სისხლის მოცულობის შემცირებით წნევას გაზრდით. ასე სისხლძარღვებში წნევას გაზრდით. სპეციალური კოლგოტი და წინდა დაბალ წნევას ებრძვის.

სწორი პოზა

სხეულის სწორი პოზა დაბალ წნევას ებრძვის. სკამზე დაჯექით, ზურგი გამართეთ, ერთი ფეხი მეორეს გადაადეთ. ასე წნევის გაზრდას შეძლებთ. მსგავსი პოზა ჰიპერტონიკებისთვის მკაცრად უკუჩვენებულია.

ხელის ვარჯიში

ხელის მარტივი ვარჯიშებით სისხლძარღვების ტონუსი და მასთან ერთად წნევა იზრდება. თუ ხელის სპეციალური სავარჯიშო გაქვთ, რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ.

არტერიული წნევის გასაზრდელად ბევრი აბის და წვეთის მიღება აუცილებელი არაა. თუ შემთხვევა სერიოზული არაა, წნევის გაზრდა ხალხური მეთოდებით სცადეთ. წნევა მუდმივად აკონტროლეთ. ასე გაიგებთ, რა იწვევს წნევის მაჩვენებლის ცვლილებებს. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, თუ თავს ცუდად გრძნობთ.

Advertisement