Connect with us

ტესტები

ჩაი და ხასიათი: საყვარელი სასმელი თქვენზე რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს

დიდი ხანია ვამჩნევ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩაის გარკვეულ სახეობას უპირატესობას ანიჭებენ, ერთმანეთს გვანან. შავი ჩაის მოყვარულები საქმიანი და აქტიურები არიან, ხოლო ყვავილების ჩაის მოყვარულები – მშვიდი და გაწონასწორებულები. ახლახანს გადავაწყდი ტესტს ჩაით. გამოდის, რომ მსგავსება დავინახე!

ტესტის გავლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აღწერა ჩემს პიროვნებას ზუსტად ასახავდა. ამის შემდეგ მეგობრებს გავუზიარე და რას ფიქრობთ, რა მოხდა? კვლავ ასი პროცენტით მიზანში მოხვდა! თქვენც გიზიარებთ. აირჩიეთ საყვარელი ჩაის სახეობა და დახასიათება წაიკითხეთ!

რა გავლენას ახდენს ხასიათზე არჩეული ჩაი?

მწვანე ჩაი

ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის უპირატესობას ანიჭებენ, საკუთარი ცხოვრებით გატაცებულნი არიან და მშვიდად ყოფნას უპირატესობას ანიჭებენ. საყვარელი სასმელი კომფორტის შეგრძნებასა და მთელი დღით ენერგიით დამუხტვაში გეხმარებათ.

შავი ჩაი

თუ შავი ჩაი გიყვართ, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით. ენერგიული, ამბიციური და თავდაჯერებული ხართ. სამსახურს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ამავდროულად, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ.

ხილის ჩაი

ხილის ჩაის მოყვარული ყველაფერი ახლისთვისაა მზადაა. ნაცნობებს ადვილად იძენს, გიჟურ თავგადასავლებს თანხმდება და გარემოს შეცვლა არ აშინებს. მხიარული და კეკლუცი ადამიანები არიან.

თეთრი ჩაი

თეთრი ჩაის მოყვარული სულიერი და მოდური პიროვნებაა. კომფორტს და სილამაზეს, მოხერხებულობასა და სიმარტივეს ოსტატურად უთავსებს. ამავდროულად, შემოქმედებითი და მრავალმხრივი პიროვნებაა.

ჩაი ბურთებით (იგივე მარგალიტის ჩაი)

ასეთი ჩაი უყვარს მას, ვინც ტრენდებს და სიახლებსს არ ჩამორჩება. ლამაზი, მაგრამ პრაქტიკული ნივთების გარემოცვაში ყოფნა უყვარს. ერთი შეხედვით შეუთავსებელ ნივთებს ერთმანეთს უთავსებს.

ულუნის ჩაი

ასეთი ჩაი უყვარს მას, ვისაც გაჩერება და კონცენტრირება შეუძლია. როგორც წესი, აუჩქარებელი და დაფიქრებულია. ულუნის ჩაის მოყვარული ყველაზე დაკავებულ დღესაც იპოვის დროს იმისთვის, რაც სიამოვნებას ანიჭებს.

ყვავილების ჩაი

ადამიანები, რომლებიც ყვავილების ჩაის უპირატესობას ანიჭებენ, ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც შთაგონებას პოულობენ. გარშემომყოფებზე ზრუნვა უყვართ და თავადაც იგივეს ითხოვენ.

გვირილას ჩაი

როგორც წესი, ამ ჩაის ირჩევს ის, ვისაც მოდუნება და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენება სურს. ფინჯანი გვირილას ჩაი საქმიანი ადამიანების ნერვებს ამშვიდებს.

პუერის ჩაი

ადამიანებს, რომლებიც პუერის ჩაის უპირატესობას ანიჭებენ, კომფორტი და ფუფუნება უყვართ. ძლიერი ხასიათი აქვს და სასურველს ყოველთვის აღწევენ. არ ნებდებიან და მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევენ.

სანელებლების ჩაი

თუ სანელებლების ჩაი გიყვართ, სავარაუდოდ, კომპანიის სული და ძალიან მეგობრული ადამიანი ხართ. ამ სასმელის მოყვარულები ყოველთვის დადებითი ენერგიით დამუხტულები არიან და სხვებს ადვილად იზიდავენ.

აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს კიდეც, რომ სასმელს ადამიანის ხასიათზე გავლენის მოხდენა შეუძლია. არადა ვფიქრობდი, რომ პირიქით იყო: ჩვენი ხასიათი ჩაიზე გავლენას ახდენს!

Advertisement