Connect with us

ჯანმრთელობა

შუახნის ქალებმა დარიჩინი თაფლთან ერთად ყოველ საღამოს, ძილის წინ უნდა მიიღოს

ახლახანს გავიგე, რომ ღამით წყალთან ერთად დალეული დარიჩინი თითქმის სუპერ პროდუქტია. მისი მთავარი უპირატესობა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაა. ზაფხული ახალი დაწყებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ გარეგნობაზე ზრუნვა და წონის დაკლება გვიანი არაა. მით უფრო, მარტივი და სასარგებლო მეთოდი არსებობს.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ დარიჩინის სასარგებლო თვისებებზე, ასევე რომელ პროდუქტებთან ერთად უნდა მიირთვათ პოპულარული სანელებელი, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. გამაჯანსაღებელი ხრიკის გამოყენება დღესვე დაიწყეთ!

დარიჩინი ღამით

ჭარბი წონის მოშორება კომპლექსური მიდგომაა. არ არსებობს მხოლოდ ერთი სასწაულმოქმედი სასმელის უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ მხრივ კვებას, დღის რეჟიმს, ძილს და სპორტს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

და მაინც, ღამით მიღებული დარიჩინი თაფლთან ერთად დასახული მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. სასმელის მთავარი უპირატესობაა ის, რომ ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც წონის სწრაფად შემცირებას ხელს უწყობს. ამასთან, თაფლი–დარიჩინის სასმელი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ის ნაწლავებს ნაზად წმენდს, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს.

როგორ მოვამზადოთ სასმელი დარიჩინით და თაფლით

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, დაფქულ დარიჩინს ცხელი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 30 წუთით გააჩერეთ.

2. ახლა თაფლი დაუმატეთ. ცხელ წყალში თაფლის დამატება არ შეიძლება, რადგან თაფლი თავის თვისებებს კარგავს. კარგად აურიეთ და კიდევ რამდენიმე საათით გააჩერეთ.

3. ნახევარი ჭიქა მზა სასმელი საღამოს ძილის წინ და დილით უზმოზე დალიეთ. სასწაულმოქმედი სასმელი უმჯობესია დღის მეორე ნახევარში მოამზადოთ. სასმელის მომარაგება არ ღირს. ახალ მომზადებული საშუალება უფრო დიდ სარგებელს მოგცემთ.

თაფლი–დარიჩინის სასმელი თავისი თავდაპირველი ფორმით კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტების ჩატარება და სხვა ინგრედიენტების დამატება არ ღირს. დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ყველა პროპორცია მკაცრად დაიცავით და წესები არ დაარღვიოთ. დღეში 1 ულუფა საშუალება მოამზადეთ, რომ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და დილით უზმოზე დალიოთ.

სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ ნატურალური თაფლი და ხარისხიანი დარიჩინი გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაღაზიაში დარიჩინის ნაცვლად კასია (ჩინური დარიჩინი) არ მოგყიდონ. მასში ბევრი კუმარინი შედის, რომლის დიდი მოცულობით მიღება ღვიძლის და თირკმლის მდგომარეობაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს.

ნამდვილ დარიჩინს ცეილონი ჰქვია. მისი პოვნა ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში თითქმის შეუძლებელია. ინტერნეტით (მაგალითად, iHerb) შეგიძლიათ გამოიწეროთ ან სხვადასხვა ეკოდახლებზე შეიძინოთ. გაფრთხილებთ: ცეილონის დარიჩინი უფრო ძვირია, ვიდრე კასია. ფასი გამართლებულია იმ ეფექტით, რომელსაც სანელებელი იძლევა.

თაფლი–დარიჩინის სასმელი აუცილებლად მოამზადეთ და საკუთარ თავზე გამოცადეთ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ რეგულარული დალევით მიიღებთ. თავს გაუფრთხილდით!

Advertisement