თავის მოვლა
შუახნის ასაკშიც კი ახალგაზრდა გოგონასავით რომ გამოიყურებოდეთ, უბრალო საკვები სოდა გამოიყენეთ. ამ ინფორმაციისთვის დღემდე მეგობრის მადლიერი ვარ
საკვებ სოდას შეუძლია სკრაბების, ტონიკების, მინერალური წყლისა და ქსოვილის ნიღბების ჩანაცვლება – უბრალოდ უნდა იცოდეთ სხვა ხელმისაწვდომ და ნატურალურ პროდუქტთან მისი შერევის პროპორციები.
სოდის ნიღბების ეფექტი შესანიშნავია: კანი გლუვდება და ახლდება, როგორც სალონის პილინგის შემდეგ. მძლავრი გამწმენდი თვისების გარდა, სოდა იმითაა კარგი, რომ სახის ოვალს ჭიმავს და აგლუვებს წვრილ ნაოჭებს 35 წელს ზემოთ ასაკში. ეს ერთგვარი ანტიასაკობრივი ეფექტია, უბრალოდ ზედმეტი ხარჯების გარეშე. იმის შესახებ, თუ რატომაა სოდა საჭირო სახისთვის, დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ.
სოდა სახისთვის
კანისთვის სოდის სარგებელი უდავოა მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შეიცავს არც ერთ ვიტამინს, მინერალებიდან კი მასში მხოლოდ ნატრიუმია. თუმცა, სოდის აბაზანები ძველი დროიდანაა ცნობილი, როგორც გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურა. ძველ ეგვიპტეში სოდას “ღვთიური ცეცხლის ფერფლს” უწოდებდნენ მისი უნიკალური გამწმენდი თვისებების გამო.
- გულმოდგინედ ჩამორეცხავს ნებისმიერი სახის დაბინძურებას: მტვერს, ცხიმსა და მაკიაჟის ნარჩენებს. ამას უზრუნველყოფს სოდის ქვიშისებრი სტრუქტურა, რომელიც სკრაბის ეფექტით მოქმედებს.
- ათეთრებს კანს – სოდის პროცედურების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეგიძლიათ ჭორფლების, პიგმენტური ლაქების ან არასასურველი რუჯის მოცილება.
- იგი მძლავრი აბსორბენტია – იწოვს ტოქსინებსა და თავისუფალ რადიკალებს კანის ზედა ფენებიდან, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ საპონს ან მიცერალურ წყალს არ შეუძლია.
- სოდით დაბანა ხსნის გაღიზიანებას, განსხვავებით პილინგის სხვა ტიპებისგან. მას, ასევე, მადეზინფიცირებელი ეფექტი აქვს, ებრძვის სოკოსა და ბაქტერიებს, ამიტომ ეფექტურია გამონაყარის წინააღმდეგ.
- არბილებს კანს და ხსნის ფორებს, იდეალურად ამზადებს თქვენს სახეს მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებებისთვის.
სოდით გაწმენდას თავისი ნიუანსები აქვს. მაგალითად, ნატრიუმი კანთან თითქმის დაუყოვნებლივ შედის რეაქციაში, ამიტომ ნებისმიერი ნიღაბი ეფექტს 10 წუთში დატოვებს.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზედმეტად გრძნობიარე, შეთხელებული და, ამავდროულად, მშრალი კანი, შესაძლოა, ასეთი აქტიური კომპონენტის გამოყენებისას დაზიანდეს. საშინაო ნიღბების გამოყენების კურსი შეზღუდული არაა, თუმცა ნუ გადაამატებთ პროცედურებს: 5-7 დღეში ერთხელ სავსებით საკმარისია. ამასთან, აუცილებელია კანის დატენიანება ყოველი გამოყენების შემდეგ. გამონაკლისია მხოლოდ სპეციალური დამატენიანებელი ნიღბები, რომელთა რეცეპტებსაც ჩვენ გაგიზიარებთ.
ნიღბები ღრმა წმენდისთვის
იმისათვის, რომ პილინგის ეფექტი მიიღოთ, არსებობს რამდენიმე ნაცადი რეცეპტი. ღრმა წმენდისა და შავ წერტილებთან და გამონაყართან ბრძოლისთვის იყენებენ წყალბადის ზეჟანგთან შერეულ სოდას – ამ მასით ფრთხილად იწმენდენ კანს, შემდეგ კი თბილი წყლით იბანენ.
უფრო მსუბუქი ეფექტისთვის გამოიყენეთ 1 ჩ.კ. სოდა და დაახლოებით ამდენივე სახის დასაბანი გელი ან ქაფი. ფორთოხლის წვენზე მომზადებული ნიღაბი პიგმენტურ ლაქებს ებრძვის, ხოლო კვერცხის ცილაზე – ჭიმავს სახის ოვალს.
ნიღბები კვებისა და დატენიანებისთვის
საჭიროა ცხიმიანი, ზეთოვანი ბაზისი. 2 ს.კ. საკვებ სოდაზე დაგჭირდებათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, თუმცა, თუ მწიფე ავოკადოს გამოყენების საშუალება გაქვთ, ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავთ(მიიღებთ ცოცხალ ვიტამინებს, მინერალებსა და მჟავებს სახეზე). ამ შემთხვევაში, საკმარისია 1 კოვზი რბილობი.
ნიღბები მშრალი, დაზიანებული კანისთვის
შვრიის დაფქული ფანტელი შეურიეთ სოდას 1:1 პროპორციით და დაასხით თანაბარი რაოდენობით კეფირი ან ნაღები. რბილი წმენდა, დარბილება და განახლება ასეთი ნიღბის შემდეგ გარანტირებულია.
ნიღბები გაუწყლოებული კანისთვის
ღრმა დამატენიანებელი ნიღბების გარდა, რეკომენდებულია კიტრისა და სოდის ნიღაბიც.
ინგრედიენტები
- ნახევარი კიტრი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 0.5 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- 1 ჩ.კ. შვრიის ფანტელი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 კვერცხის გული
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და წაისვით ნიღაბი 15 წუთით. ამ შემთხვევაში, სოდის შემცველობა დიდი არაა. აქტიური მკვებავი ნივთიერებები აღწევს გაწმენდილ კანში. ნიღაბი წაისვით მსუბუქი, წრიული მოძრაობებით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სოდის ნიღბები ჩაანაცვლებს კოსმეტოლოგთან ვიზიტებს, თუმცა მსგავსი პილინგის გამოყენების შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემის დატანებაც!
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!