Connect with us

საკითხავი

შოკისმომგვრელი სიმართლე იმის შესახებ, თუ რამდენი მიკრობი ბინადრობს მობილურ ტელეფონზე

სამწუხაროდ, ცოტა თუ უფიქრდება იმას, თუ რამდენი ბაქტერია ცხოვრობს ჩვენს საყვარელ გაჯეტებზე. არადა, ზოგიერთი მათგანი დაავადების გამომწვევია!

ჩვენს დროში მობილური მოწყობილობის გარეშე ცხოვრების წარმოდგენა რთულია. ისინი გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, გეგმის შესადგენად, თვითგამოხატვისა და გართობისთვის ჩვენი საიმედო მოკავშირეები გახდნენ.

რატომ უნდა გაწმინდოთ ტელეფონის ეკრანი

ინგლისის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის ეკრანის და კორპუსის რეგულარულად წმენდა აუცილებელია.

ექიმმა საიმონ პაკმა სტუდენტებს პეტრის ჯამში ბაქტერიების მკვებავ გარემოზე თავიანთი ელექტრონული მოწყობილობების ანაბეჭდის გაკეთება შესთავაზა.

3 დღის შემდეგ მკვლევარებმა ბაქტერიების ულამაზესი კოლონია იხილეს, რომლებიც გაჯეტის კორპუსზე ბინადრობდნენ.

ექიმი პაკი ამბობს, რომ დიდად ნერვიულობა არ ღირს, რადგან ტელეფონებზე მობინადრე მიკროორგანიზმების უმეტესობა უვნებელია.

მიუხედავად ამისა, აქ ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიებიც გვხვდება. მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკი ბევრ მოწყობილობაზე ბინადრობს. ბაქტერიის ეს სახეობა კანის დაავადების, მენინგიტის, პნევმონიის და ოსტეომიელიტის მიზეზს წარმოადგენს.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონები არა მხოლოდ ტელეფონის ნომრებს იმახსოვრებენ, არამედ სხვადასხვა ხალთან და ნივთთან ჩვენი ფიზიკური კონტაქტების ისტორიასაც ინახავენ“ – ამბობს მეცნიერი. ღილაკებიან მოწყობილობებზე ბაქტერიები კლავიატურაზე ცხოვრობენ. აი, სენსორულ ტელეფონების დაუცველ ნაწილს კი ეკრანი წარმოადგენს.

ბაქტერიებისგან თავის დაცვის საუკეთესო გამოსავალი –  ტელეფონისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალების დახმარებით კორპუსის და ეკრანის რეგულარული წმენდა.