Connect with us

ჯანმრთელობა

შინ მომზადებული ნივრის ზეთი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაქვთ, რომელიც თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს კაბების ტარების დროს, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. საბედნიეროდ, არსებობს ახალი, ბუნებრივი და ხელმისაწვდომი მკურნალობის მეთოდი, რომელზეც ყველა საუბრობს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

ამ დაავადებას ნივრის ზეთით უმკურნალებთ, რომლის მომზადებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 5 კბილი ნიორი
  • 1/2 ჭიქა ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი(დაახლ. 3 საშუალო ზომის ფორთოხალი)
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტს მოამზადებთ, დაჭერით ნივრის კბილები. შემდეგ მოათავსეთ ყველაფერი სუფთა ქილაში და დაახურეთ თავსახური. დააყენეთ 12 საათით, რათა სითხე ნივრის სასარგებლო ელემენტებით გაიჟღინთოს.

როცა მასა მზად იქნება გამოყენებისთვის, ისევ შეანჯღრიეთ ქილა და გამოიყენეთ სუფთა ბამბის ტამპონი, რათა მასა ვარიკოზულ ვენებზე წაისვათ. შეიზილეთ კანში, შემდეგ შეიხვიეთ კანი პოლიეთილენის პარკით ან თბილი, სველი პირსახოცით.

გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ მოიშორეთ კომპრესი და დაიზილეთ ვენები კიდევ 2-3 წუთით. გამოიყენეთ ეს საშუალება საღამოს, რადგან ამის შემდეგ უნდა დაწვეთ და დაისვენოთ.