Connect with us

თავის მოვლა

შინაურული წამალი თმის ზრდის დასაჩქარებლად

დღეს ჩემი პირველი შინაურული წამალი მოვამზადე! დაქალისგან გავიგე, მან კი რეცეპტი სოფლიდან ჩამოიტანა. „ეს ზეთი თმას წარმოუდგენლად ზრდის. ცოტა მომზადებაზე დროის დახარჯვა მოგიწევს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ამ საშუალების წყალობით თმა უკეთ იზრდება და უფრო ცოცხალი და ბზინვარეა!“ – მითხრა ოლგამ.

ხალხური მეთოდების უფრო მჯერა, ვიდრე დახლზე შემოდებული თანამედროვე ნიღბების. რაც არ უნდა თქვათ, ნატურალური ნიღბები, ყოველგვარი ქიმიის გარეშე, თმის მდგომარეობაზე უკეთეს გავლენას ახდენენ.

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ზეთის მომზადების ინსტრუქციას. ამ რეცეპტით გრძელ და ჯანმრთელ თმას გაიზრდით!

ზეთი თმის სწრაფად გასაზრდელად

ინგრედიენტები:

  • კოთხუჯის და ოროვანდის ფესვები
  • შვიტა, პიტნა და ჭინჭარი
  • დიმექსიდი
  • 8 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
  • 0,5 ლ ზეითუნის ზეთი
  • 8 წვეთი თხევადი E ვიტამინი (ალფა–ტოკოფეროლი)
  • 0,5 ლ მინის ქილა
  • 20 მლ შპრიცი

მომზადება:

  1. ქილა გაასტერილურეთ. შემდეგ ქილაში 15–15 გრ (შეფუთვის მესამედი) ოროვანდი და ჭინჭარი და შეფუთვის მეოთხედი კოთხუჯი, შვიტა და პიტნა ჩაყარეთ.
  2. ბალახებს ზეთი დაასხით, მაქსიმალურად ქილის პირამდე. E ვიტამინი დაუმატეთ.
  3. ქილა კარგად შეანჟღრიეთ და თავსახური დაახურეთ. 10-14 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. ყოველდღე ცოტა შეანჟღრიეთ.
  4. მზა ნაყენი მარლით ან ნეილონის კოლგოტით გადაწურეთ. აზრი: ჩენჩო და ზეთი დააცალკევეთ. გაწურული ზეთი კვლავ ქილაში ჩაასხით.

როგორ გამოვიყენოთ

  1. შპრიცით 40 მლ ზეთი მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ.
  2. დიმექსიდი ცხელ წყალში გააზავეთ. პროპორცია: 1 ჩ/კ დიმექსიდი 6 ჩ/კ წყალზე. კარგად აურიეთ. ამ ხსნარიდან 1 ჩ/კ ზეთს დაუმატეთ.
  3. აურიეთ, შემდეგ როზმარინის ეთერზეთი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
  4. მიღებული საშუალება თავზე წაისვით, დაახლოებით 30-40 მლ დაგჭირდებათ. დაბანამდე 1 საათით ადრე წაისვით. შემდეგ საშხაპე ქუდი დაიხურეთ, ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ.

საუკეთესო ეფექტის მისაღებად ნიღაბი კვირაში 2–3–ჯერ, 3 თვის განმავლობაში წაისვით. ყურადღება მიაქციეთ: დიმექსიდის ხსნარი (1X6 პროპორცია) სჯობს კანის მცირე ნაწილზე დატესტოთ. სამწუხაროდ, მას ბევრი ადვილად ვერ იტანს. ასეთი ნიღაბი უკუჩვენებულია ინგრედიენტებზე ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

თუ თმამ ბზინვარება დაკარგა, მტვრევადი გახდა და ცუდად იზრდება, რეცეპტი აუცილებლად სცადეთ.