Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული საშუალება ბანანით ხველის, ბრონქიტის და ანგინის მოსაშორებლად

ბრონქიტი არის მდგომარეობა, როცა ბრონქების ანთება ხდება, რაც ფილტვებში ჰაერის მოხვედრას ხელს უშლის. ამან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ხველა ლორწოვანი ნახველით. დღეს ბრონქიტის მოსაშორებლად სამკურნალო საშუალებას გთავაზობთ.

ბრონქიტი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული, მათ შორის გრიპით ან ცუდად განკურნებული სურდოთი.

ხველა ხშირად სურდოს ან გრიპის სიმპტომის ნაწილად გვხვდება, მაგრამ ბრონქიტის გართულების მიმართ ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ.

რესპირატორული მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთრის სეზონზეა გავრცელებული.

ბრონქიტით გამოწვეული ხველა ჩვეულებრივ მოულოდნელად წარმოქმნილ ხველას წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით 4 კვირა გრძელდება. ბავშვებში ამ დაავადებას ყელის ტკივილიც ახლავს.

აი, შინაურული საშუალება, რომელიც ბრონქიტს მოგაშორებთ. ყურადღება ბანანსა და წყალზე დაფუძნებულ რეცეპტს მიაქციეთ.

შინაურული საშუალება, რომელიც ბრონქიტს და ხველას კურნავს

ამ შინაურული საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 მწიფე ბანანი
  • 2 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 400 მლ წყალი

მომზადება:

  1. 2 ბანანი გაასუფთავეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ჩანგლით ან ხის კოვზით დაჭყლიტეთ.
  2. მდუღარე წყალი დაუმატეთ და ძალიან კარგად აურიეთ.
  3. გაგრილებამდე დააყენეთ და თაფლი დაუმატეთ.
  4. თავსახური დაახურეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

როგორ გამოვიყენოთ:

  • 100 მლ საშუალება დღეში 4-ჯერ გამოიყენეთ. იდეალური იქნება, თუ გამოყენების წინ შეათბობთ.

გაითვალისწინეთ, რომ ხველა იქმნება მაშინ, როცა სასუნთქ გზებში რაღაც ანთება არსებობს.

ხველა არა მხოლოდ ბრონქიტის მიზეზია, შეიძლება სხვა ფაქტორებიც არსებობდეს. მაგალითად, ალერგია, სურდო, ამიტომ მისი წარმოშობა ზუსტად უნდა განსაზღვროთ.