Connect with us

ჯანმრთელობა

შინაურული სასმელი, რომელიც ცხიმის დაშლას აჩქარებს

საახალწლო დღესასწაულები დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ ყოველ კვირა მაინც 1,5 კგ მანდარინს ვყიდულობ. მეგობრებთან ერთად უმად ვჭამ ან დესერტებს ვამზადებ. ცედრით მანდარინის ჩაის ვაკეთებ. წარმოუდგენლად გემრიელი სასმელია!

გულწრფელად ვაღიარებ, მანდარინის ჩაის შესახებ ახლახანს გავიგე. მანამდე, მანდარინის და სხვა არომატული ციტრუსის ქერქებს უბრალოდ ჰაერის გამაჯანსაღებლად ვიყენებდი. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო მანდარინის ჩაი.

მანდარინის და მანდარინის ცედრის სარგებელი

მანდარინი ძალიან ტკბილია, მაგრამ 100 გრ ციტრუსი მხოლოდ 35 კალორიას შეიცავს. უფრო მეტიც, მანდარინი შეიცავს უჯრედისებს, პექტინებს და ფლავონოიდებს, რომლებიც სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებენ. მისი რბილობი ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ, ჭარბი წონის დაკლებას ხელს უწყობს.

ციტრუსის ქერქი არანაკლებ სასარგებლოა. მანდარინის ცედრის ჩაი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, კუჭ–ნაწლავის მუშაობას აწესრიგებს. მანდარინის ჩაის რეგულარული მიღება ცხიმების დაშლის პროცესს აჩქარებს. თუმცა თუ კუჭის წყლული და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები გაწუხებთ, ჩაის მიღება შეზღუდეთ.

მანდარინის ჩაი ყოველდღე

მანდარინის ჩაის მომზადება ძალიან მარტივია. მანდარინი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ქერქს რბილობი მოაშორეთ. ცედრა კვადრატებად დაჭერით და გაზეთზე მოათავსეთ. ქერქი გათბობის ბატარეებზე დადეთ და ერთი დღე მაინც გაახმეთ.

მზა ხმელ ქერქს მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. შეგიძლიათ შავი ან მწვანე ჩაი დაუმატოთ. მანდარინის სასმელი 1–2 კვირის განმავლობაში ყოველდღე დალიეთ. პირადად, მე, დღეში 2–3–ჯერ ვსვამ.

ჭკვიანი დიასახლისები ციტრუსის ცედრიდან მხოლოდ ჩაის არ ამზადებენ. მანდარინის ქერქის გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს. თქვენ ხომ არ აგდებთ მანდარინის ცედრას? როგორ იყენებთ?