Connect with us

თავის მოვლა

შინაურული კონცენტრატი: ნაოჭების საწინააღმდეგო აქტიური ღამის შრატის 2 რეცეპტი

ჩემი მეგობარი ნინო შინაურული კოსმეტოლოგიის ნამდვილი ექსპერტია. ძვირადღირებულ ბრენდულ საშუალებებს არ ენდობა და „კომპანიაში“ ზედმეტი ფულის გადახდას არ აპირებს. კრემებს, ტონიკებს, ნიღბებს და შრატებს თავად ამზადებს.

ერთი პერიოდი მის გატაცებას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ შედეგი სახეზეა. ნინოს კანი ყოველთვის გლუვი, დატენიანებული და ნაზია, პირდაპირ ანათებს და ჯანმრთელობას ასხივებს. მისი რჩევების გათვალისწინება და ღამით სახის შრატის გამოყენება გადავწყვიტე. სხვაობას თითქმის დაუყონებლივ დაინახავთ!

როგორ მოვამზადოთ სახის შრატი

შრატი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ასკილის თესლის ზეთი
  • 1 ს/კ არგანის ზეთი
  • 2 ჩ/კ E ვიტამინი
  • 20 წვეთი საკმევლის ზეთი
  • 10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი
  • 5 წვეთი ილანგ–ილანგის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი 60 მლ ბოთლში ჩაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად შეანჟღრიეთ.
  2. სახის კანი გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ. ცოტა შრატი სახეზე თითის ბალიშებით წაისვით.
  3. შრატი შეგიძლიათ ბნელ, გრილ ადგილას შეინახოთ. დააკვირდით, რომ ბოთლს მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს.

შრატი ნორმალური და მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ასკილის თესლის ზეთი
  • 1 ს/კ გარგარის კურკის ზეთი
  • 2 ჩ/კ E ვიტამინი
  • 20 წვეთი საკმევლის ზეთი
  • 10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი
  • 5 წვეთი ჟასმინის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი 60 მლ ბოთლში ჩაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეანჟღრიეთ.
  2. შრატი მშრალ და სუფთა სახეზე წაისვით.
  3. შრატი მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

შინაურული შრატების რეგულარული გამოყენებით წვრილ ნაოჭებს გაისწორებთ და მათ ნაკლებად ღრმას გახდით. თან დარწმუნებული იქნებით, რომ შემადგენლობაში არანაირი ქიმია არაა. შრატში, რომელსაც ორსული ან მეძუძურე ქალი იყენებს, სჯობს სტაფილოს თესლის ზეთი არ დაუმატოთ. საკმევლის ზეთით ჩაანაცვლეთ.

თუ კვიპაროსის ან სალბის ზეთი გაქვთ, ცხიმიანი კანის შრატს შეგიძლიათ დაუმატოთ. აი, ვარდის ზეთი მშრალი კანის შრატის შესანიშნავი დამატებითი ინგრედიენტია.