საკითხავი
შვილი 40 წლის შემდეგ. დედები გვიანდელი მშობლობის სირთულეზე საუბრობენ
დედობა ხშირად აღიქმება, როგორც კურთხევა – იმ მომენტების გარდა, როცა თქვენი ბავშვი ავადაა, ტუალეტში გასვლაზე უარს ამბობს ან თინეიჯერული ახირებებით ჭკუიდან გადაყავხართ. არსებობს კი განსხვავება 40 წლის შემდეგ გაჩენილ ბავშვსა და ნაადრევ დედობას შორის? რამდენიმე ქალი, რომლებიც დედა საკმაოდ გვიან გახდნენ, საუბრობენ 6 რამეზე, რაც ბავშვის დაბადების შემდეგ გააცნობიერეს.
1. ახალგაზრდობა დაბრუნდა
ძილის დეფიციტის, ბავშვზე მუდმივი შფოთვის და სხეულის ყველაზე მოულოდნელ ნაწილში ფიზიკური სისუსტის მიუხედავად 40 წლის შემდეგ დედობა სასწაულებრივად თავს ახალგაზრდულად გაგრძნობინებთ.
„ჩემს ირგვლივ ხშირად ვხედავ ახალგაზრდა ქალებს ჩემი ბიჭის ტოლა შვილებთან ერთად. ისინი მთელი თავისი არსით მახსენებენ, თუ როგორ მივიღო სიამოვნება ცხოვრებიდან“ – ამბობს 42 წლის, 2 შვილის დედა ჯენ მაკვა.
მეორე ახალგაზრდობას სხვა მხარეც აქვს. ზოგიერთი დედა აღიარებს, რომ თავს გრძნობს თინეიჯერად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
„ეს ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს დამეწყო, როცა კვლავ აკნე გამიჩნდა. შემდეგ, როცა სახლში მოვედი, შემეძლო მთელი დღე სისულელის გამო მეტირა. ვფიქრობდი, რომ ჰორმონალური განწყობის ცვლილებები უკან მოვიტოვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არაა“ – აღიარებს 43 წლის მიშელ ნოიენდორფი.
2. ახალგაზრდობის შემდეგ სიბერე უეცრად მოდის
40 წლის ასაკში ქალი მზადაა, რომ მას „მოხუცი“ უწოდონ, მაგრამ ამასთან შეგუება ექიმთან მრავალრიცხოვანი ვიზიტის შემდეგ გვიწევს.
„ვფიქრობდი, რომ დაორსულება რთული იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივად და ბუნებრივად მოხდა. სწორედ ამიტომ, მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ ექიმი დაიწყო ჩემი გაფრთხილება ნაყოფის თანდაყოლილი ნაკლის და ჩემი ჯანმრთელობის საფრთხის რისკის შესახებ, რაც 42 წლის ასაკში ორსულობას თან ახლავს“ – ამბობს მიშელი.
40 წლის შემდეგ დედები ეჯახებიან იმას, რომ მათ შეცდომით საკუთარი შვილების ბებიებად მიიჩნევენ. ამასთან შეგუება მოგიწევთ, ამბობს 60 წლის მარდჯერი მოტი, 18 წლის ტყუპების და 16 წლის ბიჭის დედა.
3. მეგობრების მთელი ცოდნა მშობლობის შესახებ თქვენს სამსახურშია
გვიანდელი დედობის დიდი პლიუსი არის ის, რომ თქვენმა მეგობრებმა ეს ეტაპი უკვე გაიარეს და სასარგებლო რჩევების მოცემა შეუძლიათ. (ბებიებისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვს 40 წლის წინ ზრდიდა).
თუ თქვენს დას ან მეგობარს ბევრი ბავშვი ჰყავს, ის გაგაფრთხილებთ, რომ ორსულობის დროს შარდის ბუშტის გაკონტროლება რთული იქნება, თმა დაგცვივდებათ, რაც მთავარია – ეს ოდესღაც დასრულდება!
4. თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას დააფასებთ
40 წლისას საკუთარი სხეულს უკეთ გაუგებთ და მასზე უფრო იზრუნებთ.
„ორსულობის დროს საკუთარ თავზე უკეთ ვიზრუნებდი, რომ მცოდნოდა, რა რთულია ამ ასაკში ფორმაში დაბრუნება. ახლა ჯანმრთელობას რაღაც, როგორც თვითარსებულს არ ვუყურებ“ – აღიარებს 40 წლის ლორი კარგი, 4 შვილის დედა.
„ვფიქრობ, შევძლებ კი ჩემი შვილიშვილებისთვის ბებია ვიყო? ეს კითხვა მახსენებს, რომ ექიმთან ვიზიტი და რეგულარული გამოკვლევები არ უნდა გამოვტოვო“.
5. ხალხი ძალიან პირადულ კითხვებს დაგისვამს
არ ღირს არასწორად შეაფასოთ უცხო ადამიანის მზაობა დაგისვათ კითხვა, თუ როგორ გააჩინეთ ბავშვი, განსაკუთრებით თუ ეს 40 წლის შემდეგ მოხდა.
„თავად ეს კითხვა არ მაწუხებს. ყველაზე მეტად მაწუხებს ის ფაქტი, რომ თუ 40 წლის ხარ, ხალხი ფიქრობს, რომ ბავშვის ბუნებრივი გზით გაჩენა თანამედროვე მედიცინის ჩარევის გარეშე არ შეგეძლო. თითქოსდა 35 წლისას საკვერცხეები ხმება და კვდება“ – ამბობს 3 შვილის დედა კარლა ოკონორი.
6. თქვენ შესანიშნავი დედა იქნებით
ყველა დედას აწუხებს ერთი კითხვა: რამდენად კარგი დედა ვიქნები ჩემი შვილისთვის. ხოლო დედები, რომლებმაც 40 წლის შემდეგ გააჩინეს, საკუთარ თავს ახალგაზრდა მშობლებს ადარებენ.
„უკვე იმდენი ენერგია არ მაქვს, რამდენიც ახალგაზრდა ქალს. ვცდილობ ენერგია ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე არ დავხარჯო, არამედ კონცენტრაცია გავაკეთო იმაზე, რაც ბავშვს ძალიან მოსწონს. მაგალითად, ზღაპრების წაკითხვა ღამით ან თავგადასავლები დასვენების დღეებში“ – გვიზიარებს მიშელ ნოიენდორფი.
4 შვილის დედა, ლორი კარგი, ცხოვრებაში ყველაზე დიდ შიშს შეეჯახა: ერთ–ერთი ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა.
„ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების და ჩემი ოჯახის ყველაზე დიდი საჩუქარია. უბრალოდ არაფრის არ უნდა გეშინოდეს“ – ამბობს ის.
ბავშვის აღზრდა მშობლის ასაკის მიუხედავად რთულია.
„დღემდე მახსოვს, რომ კარგი იურისტი ვიყავი, მაგრამ ძალიან საშუალო მშობლობის ყველა საკითხში“ – აღიარებს 47 წლის ნიკი ედვარდსი, რომელმაც ბიჭი 40 წლამდე ცოტა ხნით ადრე გააჩინა.
„ამის მიუხედავად, 40 წლის შემდეგ შვილის აღზრდა ყველაზე სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც ცხოვრებაში მქონდა“.