Connect with us

ყვავილები

შეცდომა, რის გამოც ოთახის ვარდი ჭკნება: რას ვერ იტანს კატეგორიულად

ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა იციან, რომ ცოცხალი ყვავილი უფრო მირჩევნია, ვიდრე მოჭრილი. სწორედ ამიტომ, დღესასწაულებზე ქოთნის მცენარეებს მჩუქნიან. ერთ–ერთ დაბადების დღეზე სიძემ დიდებული ვარდები მომიტანა. მაშინ არ ვიცოდი, თუ რამდენად პრეტენზიულია ეს ლამაზმანი. ოთახის ვარდის მოვლა ნამდვილ გამოცდად იქცა, მაგრამ მე ეს შევძელი.

უკვე 4 წელი გავიდა და მცენარე კვლავ თავისი ყვავილებით თვალს მიხარებს. ამ დროში უკვე რამდენიმე ბუჩქი მივიღე. ახლა ფანჯრის რაფაზე ნამდვილი ვარდების ბაღი მაქვს. თუ ამ ყვავილთან ნაცნობობას ახლა იწყებთ, Alltime.ge–ს რედაქცია რამდენიმე სასარგებლო რჩევას გიზიარებთ.

ოთახის ვარდის მოვლის მახასიათებლები

ოთახის ვარდი ჯუჯა ვარდის ერთ–ერთი სახეობაა. თუ მასზე სწორად იზრუნებთ, სახლის პირობებში კარგად გაიზრდება. ქოთნის მოცულობის მიხედვით ვარდი სიმაღლეში 25-30 სმ–ს აღწევს. ღია გრუნტში 50 სმ სიმაღლემდე იზრდება.

მცენარის მთავარი ღირსება მისი მრავალფეროვანი ფორმები და კვირტების ფერებია. შეძენილი ვარდი კვლავ რომ აყვავილდეს, რიგი პირობებით უზრუნველყავით.

ეს ოთახის ყვავილი სინათლის დიდი მოყვარულია. ქოთანი დადგით იქ, სადაც ბევრი გაფანტული სინათლეა. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, მცენარე შეიძლება დაიწვას. ცივ სეზონზე ქოთანი დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარეს ფანჯარასთან თავს კარგად გრძნობს. ზაფხულში სჯობს აივანზე ან ტერასაზე გაიტანოთ.

ცხელ გათბობის ბატარეებს მოარიდეთ. გამომშრალი ჰაერი მცენარეზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. შენობა ხშირად გაანიავეთ. ზამთარში ჰაერის ცივი ნაკადისგან დაიცავით. სჯობს ოთახის განიავების დროს სხვა ოთახში გაიტანოთ.

გადარგვა და გამრავლება

პირველ რიგში, საბურველი მოაშორეთ. ეს შეიძლება სოკოს გაჩენის მიზეზი გახდეს. შემდეგ დამჭკნარი ფოთლები მოაშორეთ. ფლორისტები გირჩევენ, რომ ყველა ყვავილი და კვირტი მოაშოროთ, გვერდითა ყლორტების დაპყრობით. ხელოვნურად გამოწვეული ყვავილობა მცენარეს მთელ ძალას ართმევს, რამაც შეიძლება მისი კვდომა გამოიწვიოს.

ვარდს ახალ გარემოსთან შესაგუებლად 2 კვირა მიეცით. ახლა გადარგეთ. წინაზე 2-3 სმ–ით უფრო დიდი, ნახვრეტიანი ქოთანი აიღეთ. 1,5-2 სმ დრენაჟის ფენა ჩააფინეთ და ცოტა „ვარდისთვის“ განკუთვნილი გრუნტი დაუმატეთ.

ერთ ქოთანში შეიძლება რამდენიმე ბუჩქი იყოს. დაყავით და სხვადასხვა ჭურჭლებში გადარგეთ. ერთ კაშპოში ერთმანეთს ხელს შეუშლიან. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი კი მათ განწყობაზე აისახება. ამრიგად, ერთდროულად 4-5 ქოთანს მიიღებთ. ვარდები წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ გადარგოთ.

მორწყვა და გამოკვება

ქოთანში მიწა ყოველთვის სველი უნდა იყოს. თუ მიწა გამომშრალია, ყვავილს ფოთლები სცვივა. სადგამი ოთახის ტემპერატურის წყლით აავსეთ და მასზე ვარდის ქოთანი დადგით. როცა ნიადაგი საკმარისად დატენიანდება, დარჩენილი წყალი გადაასხით. ასეთი პროცედურა 3 დღე ეყოფა.

გამოსაკვებად ვარდისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი გამოიყენეთ. მცენარის გამოკვება გაზაფხულზე დაიწყეთ. 20 დღეში ერთხელ სასუქი მიაწოდეთ. შემოდგომაზე სასუქის მიწოდების სიხშირე შეამცირეთ, ხოლო ზამთარში საერთოდ გამორიცხეთ.

ზრდის თავისებურებები

თუ ყვავილის დროულად მორწყვა დაგავიწყდათ და ფოთლები მაინც დასცვივდა, შეგიძლიათ „დაათროთ“. მალე ახალ ყლორტებს გამოიღებს.

ბუჩქი მოვლილი რომ იყოს, სისტემატურად გადაჭერით. ამისთვის მეტნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია გაზაფხული. ყურადღება მიაქციეთ ყველა ამოწვერილ ყლორტს, ასევე გამხმარ და დამჭკნარ ფოთლებს და ტოტებს.

ოთახის ვარდი გაზაფხულზე თამამად შეგიძლიათ ღია გრუნტში გადარგოთ. ამისთვის მზიანი დღე შეარჩიეთ. მაშინაც კი, თუ ზამთარში ქოთანში არ დააბრუნებთ, სიცივეს შეფუთვის პირობებში შესანიშნავად გაუძლებს. მომავალ წელს ახალ ყლორტებს გაჩუქებთ.