Connect with us

ყვავილები

შესაძლებელია თუ არა დაფნა ფანჯრის რაფაზე გავზარდოთ

ჩვენ ყველა წარმატებასა და დიდებაზე ვოცნებობთ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათი გაზრდა პირდაპირი გაგებით ფანჯრის რაფაზე შეგვიძლია. საკმარისია დაფნის ხე დარგოთ, საჭირო ფენ შუის კუთხეში დადგათ და თქვენ გამარჯვებული იქნებით!

თუ მისტიური სწავლებისგან სასწაულს არ ელოდებით, ამ მცენარის პრაქტიკული მხარე შეაფასეთ: ახალი, არომატული ფოთოლი მოწყვიტეთ და პირდაპირ ბულიონით სავსე ქვაბს ან ჩაის დაუმატეთ.

დაფნის ხე

მარადმწვანე დაფნის ხე შუა ზღვისპირეთის მთელ სანაპიროზე იზრდება. უძველესი დროიდან მას სინათლის ღმერთის და ხელოვნების მფარველი აპოლონის წმინდა ხედ მიიჩნევდნენ. ამბობენ, რომ მცენარე მხატვრებს და პოეტებს შთაგონებას ანიჭებს.

ბერძნები ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით ამკობდნენ. რომის იმპერიაში მსგავსი დიდებით იმპერატორები და სარდლები სარგებლობდნენ. ფენ შუის კუთხით, დაფნა გამძლეობის, სიცოცხლის ძალის, თავდაჯერებულობის და შთაგონების წყაროა.

როგორც ოთახის მცენარე ნებისმიერ საცხოვრებელ შენობაში გამოგადგებათ. ბრწყინვალე, უხეში, დამახასიათბელი არომატის მქონე ფოთლები სახლს დაამშვენებს, ამასთან გამოყოფს ფიტონციდებს, რომლებიც ბაქტერიებს და ვირუსებს ანადგურებენ. დაფნის ფოთოლის ნახარში საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს და მადას აძლიერებს.

დაფნა ფანჯრის რაფაზე

1. თესლის მომზადება

ყლორტებმა თბილ და გრძელ დღეებს რომ მოუსწროს, თესლი გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში დარგეთ. დარგვის წინ ნიადაგს სკარიფიკაცია სჭირდება (მთლიანობის ნაწილობრივი დარღვევა მყარი წყალგაუმტარი გარსით). ამისთვის „ბარდა“ ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ ან დანით გაკაწრეთ.

ამის შემდეგ რამდენიმე დღით თესლი თბილ წყალში დაალბეთ. როცა თესლი გასივდება, 1 სმ-ზე ჩაღრმავებული სველი ქვიშით სავსე ჭიქაში ჩადეთ.

ზემოდან ქსოვილი დააფარეთ და თბილ და მზიან ოთახში გასაზრდელად დატოვეთ. დრო და დრო ქვიშა მორწყეთ. პირველი აღმონაცენების გამოჩენისთანავე ქსოვილი მოაშორეთ. როცა მცენარეზე 3-4 ფოთოლი გამოჩნდება, შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ.

2. კალმით გამრავლება

აუცილებელი არაა, დაფნა თესლიდან გაზარდოთ. 20-25 სმ სიგრძის მწვანე ტოტი მოჭერით.

გაყავით ისე, რომ თითოეულზე 2-3 ფოთოლი დარჩეს. ტოტის ქვედა ფოთლები მოაჭერით. კალმის ბოლო ირიბად მოაჭერით და „კორნევინით“ (ფესვების წარმოქმნის სტიმულატორი) დაამუშავეთ.

სველი ქვიშით სავსე ჭიქაში (ან გადაჭრილ ბოთლში) კალმები ჩარგეთ და ქილა დააფარეთ, რომ ჰაერის მაღალი ტენიანობა იყოს.

სასურველია კვირაში 2-3-ჯერ ნივრიანი წყლით დანამეთ. გაფესვიანება 3-4 თვეში მოხდება, ამის შემდეგ ქოთანში გადარგეთ.

3. ნერგის გადანერგვა

ქოთანი სადრენაჟე ფენით, ტორფის ხავსით, პერლიტით და 2 ნაწილი კომპოსტით გაავსეთ, მაღაზიაში შეგიძლიათ მზა ნიადაგი შეიძინოთ, რომელიც სუკულენტებისთვის არის განკუთვნილი. ქოთანი რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო დიდი ბუჩქი გაიზრდება.

ახალგაზრდა ნერგი ნიადაგში ფრთხილად ჩარგეთ და მიწა მოაყარეთ. დარგვის შემდეგ ქოთანი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც გაფანტული სინათლე ან ნახევრად ჩრდილი იქნება. მზის პირდაპირ სხივების წინ არ დარგოთ.

4. მოსავლის მოვლა და აღება

დაფნის გასაზრდელად ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში 15-20 გრადუსი, ხოლო ზამთარში 10-12 გრადუსია. დაფნას ტენიანი ჰაერი უყვარს. სწორედ ამიტომ წყლით დანამეთ, თვეში ერთხელ შხაპი გაუკეთეთ ან უბრალოდ ქოთნის გვერდით წყლით სავსე ჭიქა დადგით.

დარგვიდან 2 წლის შემდეგ სხვა ქოთანში გადარგეთ, რადგან მისი ფესვები თავს ვიწროდ იგრძნობს. სწორი მოვლის პირობებში დაფნის ხე შეიძლება 2 მეტრამდე გაიზარდოს.

ფოთლები ნოემბერ-დეკემბერში მოკრიფეთ. ამ პერიოდში მასში ეთერზეთების მაქსიმალური რაოდენობა შედის. ასეთი სანელებელი შეგიძლიათ მთელი წელი შეინახოთ. შემდეგ მწარე ხდება.

საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მაშინაც კი, თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, მოთმინება მოიკრიფეთ და არომატული ხე შთაგონებას მოგანიჭებთ, შენობას დაამშვენებს და ავი თვალისგან დაგიცავთ.