Connect with us

ჯანმრთელობა

შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა

ყოველდღე სუფთა წყლის დალევა აუცილებელია და ამის შესახებ ყველამ იცის. წყალი ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში ეხმარება. წყალი ტოქსინებს და წიდებს გამოდევნის, მეტაბოლურ პროცესებს აძლიერებს, სხეულის ტემპერატურას არეგულირებს და შრომისუნარიანობას ზრდის. შეიძლება თუ არა ჭამის დროს წყლის დალევა? ამ საკითხზე ცხარე კამათი მიმდინარეობს.

ერთი მხარე თვლის, რომ ჭამის დროს წყლის დალევა საჭმლის მონელებას ხელს უშლის, ტოქსინებს აგროვებს და შედეგად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გავლენას ახდენს ჭამის დროს წყლის დალევა ორგანიზმზე.

შეიძლება თუ არა წყლის დალევა საზიანო იყოს

საკვების პირში მოხვედრისთანავე საჭმლის მონელება იწყება. სანერწყვე ჯირკვლები ნერწყვს გამოყოფენ, საკვებს ატენიანებენ და ამით გადაყლაპვას ამარტივებენ. ნერწყვში შემავალი ფერმენტები საჭმელს შლის. კუჭში ნახევრად გადამუშავებული საკვები ხვდება, რომელიც კუჭის წვენს ერევა. წვრილ ნაწლავში რამდენიმე საათი ჩერდება, სადაც ძირითადი საჭმლის მონელება და მკვებავი ნივთიერებების ათვისება ხდება.

პოპულარული მითის თანახმად, ჭამის დროს დალეული წყალი კუჭის წვენს აზავებს. ამ მითის მომხრეების თქმით, სითხე მყარი საკვების გამოსვლას აჩქარებს. ვარაუდობენ, რომ ასე საკვების კუჭის მჟავასთან და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებთან კონტაქტი მცირდება, ამიტომ საჭმლის მონელება ცუდად ხდება. არადა წყალი კუჭში არ ჩერდება და პირდაპირ ნაწლავებში გადადის. გამოდის, საკვების გადამუშავებაზე გავლენას არ ახდენს.

არის შემთხვევა, როცა ჭამის დროს წყლის დალევა შეიძლება საზიანო იყოს. იმ შემთხვევაში, როცა მშრალ ან რთულად დასაღეჭ საჭმელს ჭამთ, წყლის დალევისას საჭმელი სანერწყვე ჯირკვლებით კარგად არ ტენიანდება და საჭირო ზომამდე არ იშლება. ეს კი ათვისებას ხელს ნამდვილად უშლის.

რატომ არის სასარგებლო ჭამის დროს წყლის დალევა

პირველ რიგში, ასე ზედმეტი ჭამისგან თავს დაიზღვევთ. წყლის დაყოლებით სწრაფად დანაყრდებით. ჭამის დროს შუალედებში წყალი მცირე ყლუპებით დალიეთ და მალე დანაყრდებით.

ახლა უკვე იცით, როდის შეიძლება ჭამის დროს წყლის დალევა და რა სარგებელი აქვს. წყალი ნელა და მცირე ყლუპებით დალიეთ. ასე ნამდვილად სარგებელს მოგიტანთ.