Connect with us

სხვა

შეიძლება თუ არა კორონავირუსით დაინფიცირება AliExpress-იდან გამოწერილი ამანათით

ქალაქ უხანში ახლახანს გავრცელებული კორონავირუსის (2019-nCoV) შესახებ ინფორმაცია არც ისე დიდია. მეცნიერები ნელ-ნელა უფრო ეცნობიან ამ ვირუსს და შესაბამისად –  ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება.

1. რა ვიცით ამ ვირუსის შესახებ

ისევე როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები, ეს ვირუსიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა – დაავადებული ადამიანის ხველითა და ცემინებით. ვარაუდობენ, რომ დაინფიცირება ახლო კონტაქტითაც ხდება: საუბარი 1 მეტრზე ახლო მანძილზე, კოცნა, ჩახუტება და პიდაპირი კონტაქტის სხვა სახეები.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოცემული რეკომენდაციები:

რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები, მინიმუმ 20 წამის მანძილზე ან გამოიყენეთ ხელის დეზინფექციის სპირტოვანი საშუალებები.

მოერიდეთ დაინფიცირებული ადამიანის პირადი ნივთების გამოყენებას – ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული.

ყოველდღიურად, ხარისხიანად გაწმინდეთ ის ზედაპირები, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება – მაგიდა, კარის სახელური, სანტექნიკა, ტელეფონები, კლავიატურა და პლანშეტები.

ასეთი რეკომენდაციები მასთან არის დაკავშირებული, რომ ვირუსი რომელიც მაგალითად, დაცემინების დროს გამოთავისუფლდა შეიძლება რომელიმე ზედაპირზე მოხვდეს და გარკვეული დროის მანძილზე საშიში იყოს მისით დაავადება. თუ ტრანსპორტში დანფიცირებულ სახელურს მოკიდებთ ხელს, შემდეგ კი ამ ხელს პირთან ან სახესთან მიიტანთ – ინფექციას თქვენს ორგანიზმში შეღწევის საშუალება მიეცემა.

2. უხანის ვისრუსს ადამიანის ორგანიზმს მიღმა ცხოვრება ძალიან უჭირს

ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენ ხანს შეუძლია კორნავირუსს ღია ზედაპირზე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა როგორც წესი ვირუსები ადამიანის ორგანიზმს მიღმა დიდხანს ვერ ცოცხლობენ. კორონავირუსის უახლოესი “ნათესავი” –  SARS-CoV დაინფიცირების უნარს რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს. ჩვეულებრივი გრიპი 48 საათი. შიდსის ვირუსი კი რამდენიმე საათში იღუპება.

ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მიხედვით, AliExpress-დან გამოგზავნილი ამანათით დაინფიცირება შეუძლებელია, თუნდაც ეს ვირუსი რაიმე გზით დალუქული იყოს ის რამდენიმე საათის და მაქსიმუმ რამდენიმე დღის შემდეგ განადგურდება.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა რაც უფრო დიდხანს არის ამანათი გზაში – მით უკეთესია.

დამატებითი ფაქტორები:

  • ჩინეთთან ვაჭრობაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.
  • ჩნეთის ფოსტა იტყობინება, რომ ის საფოსტო გზავნილებისა და სატრანსპორტო საშუალებების დეზნფექციას ატარებს.
  • AliExpress- ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი გზავნილები სრულიად უფასოა.
  • ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ვირუსი უხანიდან გაკეთებული საფოსტო გზავნილითაც არ არის გადამდები.

მოკლედ რომ ვთქვათ – გზავნილები სრულიად უსაფრთხოა. ასე, რომ შეგიძლიათ შოპინგით დატკბეთ და პარალელურად ჯანმრთელობის გამაგრებასა და იმუნიტეტის ამაღლებაზეც იზრუნოთ, რათა ორგანიზმი მდგრადი გახდეს ვირუსული ინფექციების მიმართ.