თავის მოვლა
შეინარჩუნეთ კანის სილამაზე და ახალგაზრდობა ამ 4 ზეთის დახმარებით
დღეისათვის, კანის გაწმენდისა და დატენიანებისთვის, საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ზეთი. რატომ? პასუხი მარტივია: ზეთები უზრუნველყოფს კანს საჭირო მიკროელემენტებით.
თითოეულ ზეთს თავისებური, განუმეორებელი შემადგენლობა აქვს, რომელიც სხვადასხვაგვარ გავლენას ახდებს კანზე. სწორედ ამიტომ, ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის მის სუფთა სახით გამოყენებაა დაშვებული, მეორეთათვის კი – მხოლოდ სხვა კოსმეტიკურ საშუალებასთან ერთად.
წარმოგიდგენთ 4 საუკეთესო ზეთს კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ესენია:
1. ლიმონის ზეთი
ლიმონისგან მიღებულ ეთერზეთს მდიდარი სტრუქტურა გააჩნია:
- ასკორბინის მჟავა – ათეთრებს კანს და აძლევს ელვარებას;
- ორგანული ნაერთები – ამარაგებს კანს ჟანგბადით;
- განსაკუთრებული ნივთიერებები წმენს ფორებს, ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს;
- არომატული მოლეკულები – იცავს კანის უჯრედებს და ხსნის ანთებას;
- ბუნებრივი სპირტი, მფრინავი ეთერი – ამშვიდებს კანს.
ლიმონის ზეტი კოსმეტოლოგიაში ცნობილია თავისი სასარგებლო, გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი თვისებებით.
2. ყურძნის წიპწების ზეთი
ეს ზეთი შეიცავს მჟავას, რომელსაც ანთებისსაწინააღმდეგო თვისება აქვს აკნესთან და კანის სხვა პრობლემებთან ბრძოლაში, ხოლო წყლის შემაკავებელი თვისება გამოიყენება კანის სიმშრალისა და ქავილის მოსახნელად.
აქვე გვხვდება ანტიოქსიდანტები, რომლებიც მოქმედებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე პასუხისმგებელი ნივთიერების გამომუშავებაზე.
ყურძნის წიპწების ზეთის გამოყენება შეიძლება კანის დაავადებების დროს, რამდენადაც იგი გაშორებთ აქერცვლასა და ქავილს, აჩქარებს შეხორცების პროცესს. როცა კანი მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია, ეს ზეთი ამცირებს სიმპტომებს. მას დამარბილებელი ეფექტიც აქვს. ჭრის პიგმენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აღიავებს და ათანაბრებს კანის ფერს. გამოყენების შემდეგ ქრება კანის ჩამოწელილობა და მას უბრუნდება სიმკვრივე.
ყურძნის ზეთი დაიტანეთ კანზე წერტილოვნად ან ბამბის დისკის გამოყენებით. ეფექტის გასაძლიერებლად, მას სხვა ზეთებთან ერთად იყენებენ.
3. გარგრის ზეთი
ვიტამინების დეფიციტის ფონზე ჩნდება ტენის შემცირება და საკვები ნივთიერებების დეფიციტიც, რაც, შესაბამისად, კანის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამ ყველაფერთან გამკლავებაში დაგეხმარებათ გარგრის ზეთი. იგი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, რაც უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ზეთი იდეალურია მშრალი და გაუხეშებული კანისთვის, ასევე, უხდება გაუწყლოებასაც. გარდა ამისა, გარგრის ზეთის გამოყენება დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე, პრობლემურ და აკნესადმი მიდრეკილ კანზე.
4. ავოკადოს ზეთი
ზეთებს შორის ყველაზე გაჯერებული სწორედ ეს სახეობაა, რამდენადაც ავოკადოს ზეთი 12 სახის მიკროელემენტს შეიცავს. А ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ავოკადო შეიცავს, ანადგურებს მავნე ნაწილაკებს, რომლებიც კანზე გარემოდან ხვდება და გავლენა აქვს კანის ელასტიურობის შემცირებაზე. აქვე არსებული В ვიტამინი ეხმარება ცხიმების გამომუშავებისა და დაშლის პროცესებს შიგნიდან, ასევე, ანელებს კანის დაბერების პროცესს. ავოკადოს ზეთი მდიდარია თუთიითაც, რომელიც, თავის მხრივ, ხსნის ანთებას.
თქვენ რომელ ზეთს ანიჭებთ უპირატესობას კანისთვის?