Connect with us

ჯანმრთელობა

შეაგროვეთ ნიგვზის ფოთლები, რათა მათი დახმარებით ჯანმრთელობა გააძლიეროთ

ნიგოზში შემავალი ვიტამინები, გლიკოზიდები, ფლავონოიდები, კარატინოიდები და ეთერზეთი მის სასარგებლო თვისებებზე უკვე ბევრ რამეს გვეუბნება.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, ძირითადად, ფოთლები და მოუმწიფებელი ნაყოფის კანი (ნაყოფსაფარი) გამოიყენება.

ნიგვზის ფოთლებისა და ნაყოფსაფარისგან ნახარშისა და ნაყენის მომზადება

სისხლძარღვების სკლეროზის დროს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ, გამომშრალ ფოთლებს 1 ჭიქა (250 მლ) მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. ჭიქის მესამედი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.

დიარეას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს: 1 ს/კ ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში მიიღეთ. ყოველ ჯერზე ნაყენი შეათბეთ.

ანგინის და ღრძილების ანთების დროს: 1 ს/კ ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ მიიღეთ. ამ ხსნარით პირის ღრუ და ყელი გამოივლეთ, პირში რამდენიმე წუთით დაიგუბეთ.

შაქრიანი დიაბეტის დროს: 1 ს/კ ფოთლებს 1 ჭიქა (250 მლ) მდუღარე წყალი დაასხით, 15-20 წუთით ადუღეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში მცირე პორციებით მიიღეთ.

კანის დაავადების დროს: 5 ს/კ ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე დაასხით, დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით ადუღეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. გასაწმენდად გამოიყენეთ.

კოსმეტოლოგიაში ნიგვზის ფოთლებისა და ნაყოფსაფარის გამოყენება ეფექტურ შედეგს იძლევა: ფოთლები (80 გრ) დააქუცმაცეთ, მცენარეული ზეთი (300 გრ) დაასხით, ბნელ ადგილას 15-20 დღით დააყენეთ.

ჩაი ავერინი

რეცეპტი ძალიან ძველია. ბერები ამ ნაყენით შაქრიან დიაბეტს, საყმაწვილოს და კანის დაავადებებს კურნავდნენ.

ნიგვზის ახალი ფოთლები გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ და იაჟუჟუნას ყვავილებსა და ორკბილას პროპორციით 1:1:1 აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ.

ლიმფური კვანძების, შარდის ბუშტისა და მასტიტის დაავადების დროს 1 ს/კ დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს 2 ს/კ მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ. 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 თვე. პროსტატის და ადენომის დროს 3 ს/კ დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს 200 გრ არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 2 კვირა დააყენეთ და პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ. 30 წვეთი, დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.

ნიგვზის ფოთლებსა და ნაყოფსაფარს მადის აღმძვრელი, ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, შემხორცებელი, ინსექტიციდური, სისხლდენის შემაჩერებელი, ზოგადი გამაძლიერებელი, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემხორცებელი, შაქრის დამწევი, მატონიზირებელი, ფიტოციდური მოქმედებები აქვთ.

ფოთლების ნაყენს შიგნით იღებენ ტვინისა და გულის სისხლძარღვების სკლეროზის დროს, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, კანის დაავადების დროს, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, ფილტვების ტუბერკულოზის, პოდაგრის, ნაკლები სისხლის, ავიტამინოზის, ორგანიზმის სისუსტის, ქალური ციებ-ცხელების, დისმენორეას, ვენური დაავადების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების (გასტროენტერიტი, დიარეა), კარბუნკულას, ძირმაგარას, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის, რაჰიტის, ქრონიკული ეგზემას და დერმატომიკოზის დროს.

ფოთლების ნაყენი

ნაყენი: 1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ, 2 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. ბავშვებს 1 ჩ/კ მიეცით, უფროსებს 1 ს/კ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ნაყენით პირის ღრუს და ყელის გამოვლება სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს ძალიან კარგია.

ნაყოფსაფარიც ფოთლების მსგავსად გამოიყენება.

ნაყენი გარედან:

გარეგანი გამოყენებისთვის ფოთლების ნაყენს შემდეგი მეთოდით ამზადებენ: 0,5-1 კგ მშრალ, დაქუცმაცებულ ან ახალ შეგროვებულ ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცხელ წყალში (37- 40 გრადუსი) 1:1 პროპორციით გახსენით და აბაზანისთვის კანის დაავადებებისა და სახსრების სამკურნალოდ გამოიყენეთ.

ნაყენი შიგნით გამოყენებისთვის

1 ს/კ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავდახურულ ჭურჭელში მდუღარე წყლის ორთქლზე 30 წუთით დააყენეთ, ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთით გააგრილეთ და გადაწურეთ. 3 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. მკურნალობის კურსი 6-12 დღე.

უფრო ძლიერი ნაყენი ( 2 ს/კ ფოთლები 1 ჭიქა წყალზე) თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად, ასევე ანგინის დროს პირის ღრუს სავლებად გამოიყენება.

კლინიკურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფოთლების წყლის ექსტრაქტს ზოგიერთი ფორმის კანის ტუბერკულობის, ტუბერკულოზური ლიმფადენიტის დროს თერაპიული ეფექტი აქვს.

თანამედროვე მედიცინაში ნიგვზის ფოთლებისა და ნაყოფსაფარისგან ამზადებენ „იუგლონს“. 0,1 %-იანი სპირტის და 0,05 0,1 %-იანი ზეთოვანი ხსნარი კანის დაავადებების და პარადონტოზის დროს გამოიყენება. მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი საშუალება.

ფოთლების მომზადება

ფოთლების მოსამზადებლად ცენტრალური ნაწილიდან ამოიღეთ. ჰაერზე, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ გააშრეთ. ის ფოთლები, რომლებიც გამუქდა და დაიწვა, გადაყარეთ. უკეთესია, თუ სამკურნალოდ ახალ ფოთლებს ნედლი სახით გამოიყენებთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.