Connect with us

ჯანმრთელობა

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რის გამო სუქდებიან სხვადასხვა სხეულის ფორმის ტიპები

თქვენი სხეულის ფორმის ტიპის მიხედვით სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება საფრთხეს შემცველი იყოს. მტერს სახეში იცნობდეთ!

“ბანანი”

ნიშნები:

  • საშუალოზე მაღალი
  • მხრები, თეძოები და წელი თითქმის ერთი ზომის
  • მსუბუქად მოხრილი
  • ჩვეულებრივ, ჭარბი წონა ჩნდება მუცელზე და თეძოებზე, ხელები და ფეხები კი სუსტი რჩება.

„ბანანის“ ფორმის ადამიანმა ცხიმები უნდა შეზღუდოს. როგორც წესი, ადვილად იკლებს, ამიტომ დაბალცხიმოვან დიეტასთან ერთად საკმარისია ფეხით სიარული და სახლში პრესის და თეძოების გასამკრივებლად უმარტივესი ვარჯიშების შესრულება (ჩაჯდომა, ნაბიჯი წინ, ბრუნვა).

“ვაშლი”

ნიშნები:

  • მხრები თეძოებზე ფართოა
  • ტანის ზედა ნაწილი ქვედაზე მსხვილია
  • მოხდენილი თეძოები და ფეხები
  • ფართო გულმკერდი და მუცელი
  • ახასიათებს მუცლის არეში წონის დაგროვება

ასეთი სხეულის ფორმის ადამიანს გახდომა ნაკლებად სჭირდება, უფრო ბრტყელი მუცლის მიღება, თეძოების და დუნდულების გამკრივება, რომ სხეულის ფორმები უფრო ჰარმონიული გახდეს. ამის მოგვარება შესაძლებელია ვარჯიშით, ხოლო დაკლება შეიძლება რაციონში ნახშირწყლების შეზღუდვით – პირველ რიგში, სწორედ ის იწვევს დიდი მუცლის გაჩენას.

“მსხალი”

ნიშნები:

  • სხეულის ქვედა ნაწილი უფრო დიდია, ვიდრე ზედა
  • მხრები თეძოებზე ვიწროა
  • ჭარბი წონა წელის ქვემოთ გროვდება.

„მსხლის“ მთავარი მტერი – ტკბილეული. განსაკუთრებით, სტრესის დროს და ღამით. ეს ყველაზე ქალური სხეულის ფორმა და ყველაზე „ჰორმონდამოკიდებული“, რადგან ასეთი ფორმა ესტროგენის, ქალის სასქესო ჰორმონის, ზემოქმედებით ყალიბდება და იგივე ჰორმონი ეკლერისკენ გვიბიძგებს.

„ქვიშის საათი“

ნიშნები:

  • ტანის ზედა და ქვედა ტანი დაბალანსებულია
  • თეძოები და მხრები თითქმის ერთი ზომისაა
  • თეძოებსა და წელს შორის სხვაობა 15 სმ–ზე მეტია
  • ჭარბი წონა მთელ ტანზე თანაბრად ნაწილდება.

ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ტიპის ფორმა და ერთ–ერთი ყველაზე შრომატევადი, თუ წონის კორექციაზე ვლაპარაკობთ. „საათი“ ნებისმიერ დიეტას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება, ამიტომ ეფექტურად გასახდომად ყველა ფრონტზე ბრძოლა მოგიწევთ: ცხიმები, ნახშირწყლები და ტკბილეული შეზღუდეთ. სპორტის მხრივ საუკეთესოა ცურვა: ტანს, პრესს აძლიერებს, მაგრამ ჭარბ კუნთოვან მასას არ იწვევს.