Connect with us

ჯანმრთელობა

„შაქარი ბავშვებს ჰიპერაქტიურს ხდის“. ეს და სხვა მითები ჯანმრთელობის შესახებ, რომლებმაც მარცხი განიცადეს

ჯერ კიდევ სვამთ ვაშლის ძმარს? არა? სწორია! მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მას სარგებელი ნაკლებად მოაქვს და მარტივად გვაზიანებს. იგივე სხვა პროდუქტებს ეხება. თვითმკურნალობა არ ჩაიტაროთ. Alltime.ge-ს რედაქცია სამეცნიერო მონაცემებს და ავტორიტეტული ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებებს გიზიარებთ. გახსოვდეთ: მხოლოდ ექიმს შეუძლია დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა.

მითი 1: პრობიოტიკები ყველასთვის სასარგებლოა

მეცნიერები ამ საკითხს წლები განიხილავენ. ითვლება, რომ პრობიოტიკები ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდიან. ამით ყველა უფრო ჯანმრთელი ხდება? ისრაელში, ვაისმანის ინსტიტუტის ექსპერტები თვლიან, რომ პრობიოტიკების ეფექტი კონკრეტული ორგანიზმის მუშაობაზეა დამოკიდებული. სარგებლის მისაღებად პრობიოტიკები სწორად უნდა შეარჩიოთ.

მითი 2: სადეზინფექციო საშუალებები ეფექტური არაა

რამდენიმე კვლევის შემდეგ ბევრმა დაიჯერა, რომ სადეზინფექციო საშუალებები ხელის უბრალო დაბანაზე ნაკლებად ეფექტურია. ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ სადეზინფექციო სითხის გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, ოფისში, ავადმყოფობის სიხშირე მეოთხედით მცირდება!

მითი 3: ანტიპერსპირანტები სიმსივნეს იწვევს

ბევრი ქალი შიშობს, რომ დეოდორანტებში შემავალი ალუმინის მარილები ჰორმონალურ სტატუსზე გავლენას ახდენს. ალუმინსა და ჰორმონებს შორის კავშირს (მით უფრო სიმსივნეს) არც ერთი კვლევა ადასტურებს. თუ მაინც გეშინიათ, ბაზარზე ბევრი ალტერნატიული ანტიპერსპირანტი იყიდება.

მითი 4: ყოველდღე მულტივიტამინები უნდა დალიოთ

კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინების მუდმივი მიღება შეიძლება სახიფათო იყოს! A და E ვიტამინების, ასევე რკინის გადაჭარბება ორგანიზმისთვის საზიანოა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ მიკროელემენტების კონკრეტული კომბინაცია დალიოთ.

მითი 5: შაქარი ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის

ნაწილობრივ მართალია, მაგრამ არა სრულად. დიახ, ზოგიერთი ბავშვი სისხლში შაქრის მატების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, მაგრამ შაქარი ბავშვის ქცევასა და შემეცნებით უნარზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. ყველაფერი კარგია ზომიერად.

მითი 6: ვაშლის ძმარი გახდომაში გვეხმარება

ბოლო წლებია ეს ნაკლებად გემრიელი სითხე ნამდვილი ელექსირი გახდა. ძმარს სხვადასხვა კერძს უმატებენ, ყველაზე თამამები მთელ კოვზს სვამენ. დიახ, საჭმლის მონელებას ცოტათი აჩქარებს და ქოლესტერინის დონეს აკონტროლებს, მაგრამ გახდომაში ვერ დაგეხმარებათ. თუ ბევრ ძმარს დალევთ, კბილები შეიძლება გაიფუჭოთ და გულის მუშაობაზე გავლენა მოახდინოს.

მითი 7: აქტივირებული ნახშირი ყველა დაავადების წინააღმდეგ

აშშ–ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ ნახშირი დოზის გადაჭარბების ან მუცლის ტკივილის დროს შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ არა ნებისმიერ შემთხვევაში. მისი გამოყენება კანის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დეტოქსისთვის, ასევე კბილების გასაწმენდად უსარგებლოა.

Advertisement