Connect with us

ჯანმრთელობა

შარდმდენი ჩაი ფეხების შეშუპებას რამდენიმე საათში მოგიხსნით

თუ ოდესმე ფეხები(ან ხელები) შეგშუპებიათ, გეცოდინებათ, რამდენად მტკივნეულია ეს მოვლენა. მოთმენა, გარდა იმისა, რომ უაზრობაა, მავნებელიც კია, სწორედ ამიტომ, აუცილებელია მიზეზების დაუყოვნებლივ გარკვევა და მკურნალობა. თუმცა, დასაწყისისთვის, არ გაწყენდათ საბაზისო ცოდნა ამ სფეროში.

საიდან ჩნდება შეშუპება

ჩვეულებრივ, შეშუპება ქსოვილებში სითხის შეკავების გამო ჩნდება. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი(დიდხანს ზიხართ ან დგახართ ერთ პოზაში);
  • დიდი რაოდენობით ნახევარფაბრიკატებისა და მარილიანი საკვების მოხმარება;
  • სისხლის ცუდი მიმოქცევა;
  • პმს-ი;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
  • ფეხმძიმობა.

ხშირად, მცირე შეშუპება ფეხმძიმობის დროს აღინიშნება – დღის განმავლობაში, დიდი ხნით ჯდომის ან დგომის გამო. ეს დასაშვებად ითვლება. აი, ქრონიკული შეშუპებები კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს – ღვიძლის, გულის ან თირკმლების უკმარისობაზე. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტააცია.

თუმცა, თუ შეშუპება იშვიათია, შეგიძლიათ მასთან გამკლავება დამოუკიდებლად სცადოთ. არსებობს მოქმედი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ შეშუპების შემაცირებასა და ჭარბი სითხის გამოდევნაში. ეს ოხრახუშია.

წამალი, რომელსაც რეკომენდაცია ჰიპოკრატემ გაუწია

როგორც ცნობილია, არსებობს ოხრახუშის ორი სახეობა: ხვეული და ჩვეულებრივი, იგივე, იტალიური. პირველი უფრო ნაზია, ხოლო მეორე – უფრო არომატული. მწვანილს, ხშირად, კერძების მოსართავად იყენებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ოხრახუში გვიცავს მრავალი ისეთი დაავადებისგან, როგორიცაა საჭმლის მონელების დარღვევები, საშარდე სისტემის დაავადებები, ასთმა, ალერგია, ამცირებს წნევას, აუმჯობესებს ძვლების სიმჭიდროვეს და ამსუბუქებს მდგომარეობას ბრონქიტის დროს.

ძველ დროში, თვითონ ჰიპოკრატე უწევდა რეკომენდაციას თირკმელკენჭოვანი დაავადებებისა და რევმატიზმის ოხრახუშით მკურნალობას, ასევე, ამ მწვანილით მოწამლვასაც ებრძოდა. იგი შესანიშნავ დიურეტიკად ითვლებოდა, რომელიც თირკმლებს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში ეხმარება.

თანამედროვე კვლევებით დადგინდა, რომ ოხრახუში, განსხვავებით აფთიაქის შარდმდენი პრეპარატებისგან, არ ამცირებს ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის დონეს, სამაგიეროდ, წნევის შემცირებაში გვეხმარება.

ოხრახუშის ჩაი შეშუპების წინააღმდეგ

მომზადება და გამოყენება

  1. წვრილად დააქუცმაცეთ ოხრახუშის ფოთლები და ფესვები.
  2. მოათავსეთ 1/4 ფინჯანი ოხრახუში ჩაის საცერში.
  3. დაასხით მას 1 ფინჯანი მდუღარე წყალში ან მოათავსეთ ჩაის დასაყენებელ ჩაიდანში.
  4. გააჩერეთ 5-7 წუთით.
  5. გადაწურეთ ჩაი, დაუმატეთ თაფლი, ლიმონი ან ჯანჯაფილი, სურვილისამებრ.

უკეთესი ეფექტისთვის, მიირთვით თბილი ჩაი.