Connect with us

ჯანმრთელობა

ყოველ დილას არწივის პოზას ვასრულებ. უკვე 2 კვირის შემდეგ წელისა და ხერხემლის პრობლემები წარსულში დარჩა

ჯანმრთელი ხერხემალი, მოქნილი სახსრები, ბალანსისა და წონასწორობის შეგრძნება, სხეულის ლამაზი მდგომარეობა – ეს ყველაფერი ადამიანისთვის ნამდვილი საგანძურია. ჯანმრთელობას ფულით ვერ იყიდით, კარგი თვითშეგრძნების გარეშე კი ყველაფერს ფასი ეკარგება.

ასაკთან ერთად, ჩვენ ისეთ ფიზიკურ ფორმასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ვიღებთ, როგორიც დავიმსახურეთ. იმისათვის, რომ ლამაზი ფიგურა და მტკიცე ჯანმრთელობა გქონდეთ, სულაც არაა საჭირო იმდენი დრო და ძალა, რამდენიც გეჩვენებათ.

სხეულის ლამაზი მდგომარეობა

თუ დიდხანს იჯდებით, მოხრილი ივლით, დროთა განმავლობაში ყველაზე ლამაზი პოზაც კი გაფუჭდება, ხერხემალი კი გამრუდდება. სხეულის არასწორი მდგომარეობის გამო ხომ შემდეგ მთელი ორგანიზმი ზიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველია.

ცუდი პოზის შედეგები აისახება თავის ტკივილებით, ქოშინით, ვარჯიშის დროს გახშირებული პულსითა და ტკივილით მკერდის არეში. ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი არაესთეტიკური და განმზიდველია.

არწივის პოზა, იგივე გარუდასანა – იოგას კლასიკური სავარჯიშოა, რომელსაც ძალიან ხშირად რთავენ მთელი სხეულის კუნთების ასამუშავებელ კომპლექსებში. გარუდასანას დანიშნულების ფართო სპექტრი აქვს.

სავარჯიშო მიეკუთვნება ბალანსირებულს, შესაბამისად, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს, შრომისუნარიანობას, ხელს უშლის გარეფაქტორებს თქვენი ყურადღების გაფანტვაში და ყურადღებას უთმობთ იმას, რაც ახლა, ამ მომენტში ხდება.

ამ სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მიიღებთ შემდეგ ეფექტს: სახსრების უმოძრაობის პრობლემის მოხსნა, სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს, ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკაა რევმატიზმისთვის, შარდსასქესო სისტემისაქ და სწორი ნაწლავის დაავადებებისათვის.

არწივის პოზა აძლიერებს ფეხის კუნთებს, ხელს უშლის კუნთის დაჭიმვებს, ავითარებს წონასწორობისა და კოორდინაციის შეგრძნებას, აძლიერებს ვესტიბულარულ აპარატს, გეხმარებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ არწივის პოზის შესრულების ტექნიკას საშინაო პირობებში. მოცემული პოზის რეგულარული პრაქტიკის შედეგად, ეფექტი უმოკლეს ვადაში გახდება თვალსაჩინო.

როგორ შევასრულოთ არწივის პოზა (გარუდასანა)

1. ოდნავ მოხარეთ მუხლები, გადაიტანეთ სიმძიმე მარცხენა ფეხზე, მოეხვიეთ და წამოწიეთ მარჯვენა ფეხი მკერდის მიმართულებით.

2. შემოახვიეთ მარჯვენა ფეხი მარცხენას, ჩაეჭიდეთ მას ტერფით ან კოჭით, ცერი მიმართეთ იატაკისკენ.

3. გადააჯვარედინეთ ხელები ისე, როგორც ფოტოზეა მოცემული, ხელის გულები მაქსიმალურად მიაახლოვეთ, თითები ჭერისკენ მიაქციეთ.

4. მოხარეთ მარცხენა ფეხი, შეინარჩუნეთ მენჯის სისწორე, იდაყვებითა და თითებით გაიწელეთ.

5. ხელის მხრის ნაწილი იატაკის პარალელურია, ხელის თითები კი სახიდან მიმართულია მხრის სარტყელის გასახსნელად. შეასრულეთ 5 ღრმა სუნთქვითი ციკლი. გასწორდით, მოდუნდით და გაიმეორეთ მეორე მხარეს.

გარუდასანა არაა რეკომენდებული მუხლის სახსრის ტრავმის მქონეთათვის, რამდენადაც სწორედ მუხლზე მოდის მთელი სხეულის დატვირთვა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა შეასრულონ ეს სავარჯიშო გავა-თეძოს ძვლების შენაწევრების ან ხერხემლის წელის მონაკვეთის მკვეთრად გამოხატული პრობლემების მქონე ადამიანებმა.

პოზიდან გამოსვლის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მცირე თავბრუსხვევა, რამდენადაც სავარჯიშო ვენებსა და არტერიებზე ზეწოლას ითვალისწინებს, რაც საშიში არაა.

სავარჯიშოს შესრულების ტექნიკა უკეთ რომ გაიაზროთ, იხილეთ ვიდეო.