ჯანმრთელობა
ყოველდღიურად ილს ვღეჭავ ან ყავაში ვამატებ. აწესრიგებს საჭმლის მონელებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და არა მხოლოდ
კარდამონი (ილი) – ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სანელებელი მსოფლიოში. ინდოეთში საკმაოდ ხშირად მას “სამოთხის მარცვლად” მოიხსენიებენ, რადან ილი მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, უჯრედისით, ცილებით, ეთერზეთებითა და ცხიმოვანი მჟავებით ძალიან მდიდარი პროდუქტია და მას დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.
ეს სანელებელი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიაში და არომათერაპიებშიც კი. საკმაოდ ხშირად დიეტოლოგები საკუთარ პაციენტებს გაცხიმოვნების წინააღმდეგ საბრძოლველად კვების რაციონის ილით გამდიდრებას ურჩევენ.
ხალხურ მედიცინაში კარდამონი ხშირად გამოიყენება გაციებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების დასარეგულირებლად, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და ა.შ.
მწვანე ილი
სასარგებლო თვისებები:
1. აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხნის გულძმარვას, შებერილობას და ნაწლავების გაღიზიანებას.
2. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
3. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს, ამცირებს შეშუპებას.
4. ანეიტრალებს პირის ღრუს პათოგენურ ფლორას და გვაშორებს უსიამოვნო სუნს.
5. ამარცხებს ნერვულ აშლილობას, გაციებას, ციებ-ცხელებას და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს.
6. არის ძლიერი ანტისეპრიკი და სპაზმოლიტიკი, უმკლავდება ღებინების შეგრძნებას.
7. ეთერზეთების მაღალი შემცველობის ხარჯზე, უმკლავდება დეპრესიას, თავის ტკივილს და სტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას.
ილი წონის დასაკლებად
თუ ყავის ან ჩაის დილის ულუფაში ილის რამდენიმე მარცვალს და მცირეოდენ დარიჩინს ჩაამატებთ, შეძლებთ სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას და მეტაბოლური პროცესების დაჩქარებას.
თუ გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადებები არ გაწუხებთ, კარდამონთან და დარიჩინთან ერთად მიზანშეწონილია ყავაში მცირეოდენი წითელი წიწაკის ჩამატებაც. ასე თქვენ შეძლებთ მსხვილი ნაწლავიდან ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის პროცესის სტიმულირებას.
რომელ პროდუქტებს უხდება ილი ყველაზე მეტად?
ეს სანელებელი განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სწორედ ხორცისა და თევზის კერძებს ანიჭებს. საკმაოდ ხშირად მას ამატებენ ცხელ სასმელებში მიხაკთან, წითელ წიწაკასთან, პიტნასთან და ჯანაჯფილთან ერთად. ერთადერთი პროდუქტი, რომელშიც ილის ჩამატება არ ღირს, მცენარეული ზეთებია, რადგან ისინი ბოლომდე ანეიტრალებს სანელებლის სასარგებლო თვისებებს.
როგორ შევარჩიოთ ილი?
არსებობს შავი და მწვანე კარდამონი. მწვანე სანელებლის სამშობლოს ინდოეთი და მალაიზია წარმოადგენს და მისთვის მკვეთრად გამოხატული არომატია დამახასიათებელი. თუ არჩევანს მწვანე ილიზე შეაჩერებთ, დააკვირდით, რომ მისი ქერქი კარგად იყოს შეკრული და მას მოყვითალო შეფერილობა არ დაჰკრავდეს. გახსოვდეთ, ცხიმებს ყველაზე მეტად სწორედ მწვანე კარდამონის ეშინია.
შავ ილს გაცილებით დელიკატური და მსუბუქი არომატი ახასიათებს და მის სამშობლოს აზია და ავსტრალია წარმოადგენს.
ორივე სანელებელი აუცილებლად უნდა შეიანხოს ჰერმეტულ შეფუთვაში, რათა სასარგებლო ეთერზეთები არ დაიკარგოს.
გარდა ყავისა და ჩაის დილის ულაფაში მწვანე ილის ჩამატებისა, თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად უბრალოდ ჩაღეჭოთ რამდენიმე მარცვალი. ეს სანელებელი მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, დაგეხმარებათ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესის სტიმულირებაში, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას, გაგიწმენდთ ნაწლავებს და გაგიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!