Connect with us

ტესტები

ყველა მეაგარაკე განსხვავებულია. აირჩიეთ მოწონებული ყვავილი და გაიგეთ, როგორი ხართ თქვენ

ჩვენ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ბევრი რჩევა, ხრიკი და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლებსაც მეაგარაკეები და ფერმერები გვიზიარებენ. მათი ცოდნა ხილ–ბოსტნეულის მოვლასა და გაზრდაში გვეხმარება. დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია საინტერესო ტესტს გთავაზობთ.

სწრაფი ტესტის გავლით მიხვდებით, როგორი მეაგარაკე ხართ. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ღირს თუ არა მეაგარაკის როლის მორგება და ახალი სფეროს ათვისება.

ტესტი საკმაოდ მარტივია. სურათზე 6 ყვავილია გამოსახულია. მათგან აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დაუფიქრებლად აირჩიეთ, ინტუიციას და პირველ შთაბეჭდილებას ენდეთ, რომ ზუსტი პასუხი მიიღოთ.

პირველი ყვავილი

შრომისმოყვარე მეაგარაკე ხართ. აგარაკზე სულიერად და ფიზიკურად ისვენებთ. შრომაში სიამოვნებას იღებთ და ენერგიით ივსებით. ნაკვეთის მოწესრიგებით არ იღლებით. უფრო და უფრო უკეთესი ნაკვეთის მიღება გსურთ. ახალი მეთოდების გამოცდა გიყვართ. აგარაკზე ძალას პოულობთ.

მეორე ყვავილი

აგარაკზე მიდიხართ, რომ სიმშვიდით, სიწყნარით და სუფთა ჰაერით ისიამოვნოთ. მთელი დღე ნაკვეთზე მუშაობა თქვენთვის შეუფერებელია, თუმცა ცდილობთ, რომ მოვლილი და სუფთა კარმიდამო გქონდეთ. ნებისმიერ საქმეს, თუნდაც მარტივს, მხოლოდ კარგად დასვენების შემდეგ აკეთებთ.

მესამე ყვავილი

სუფთა ჰაერზე გემრიელად ჭამა გიყვართ. ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც აგარაკზე დადიხართ. საკუთარ ეზოში შემწვარ მწვადზე გიჟდებით. ფიქრობთ, თუ აგარაკზე პიკნიკს ვერ მოაწყობთ, მაშინ რა საჭიროა მისი ქონა. მეზობლებს თქვენი ჩამოსვლა ახარებთ, რადგან ყოველთვის გემრიელი კერძებით უმასპინძლდებით.

მეოთხე ყვავილი

აგარაკზე იძულებით, ვიღაცის თხოვნით დადიხართ. ხან ცოლის, ხან მშობლების თხოვნით. ზოგჯერ ნათესავიც დახმარებას გთხოვთ. აგარაკზე საქმეს დიდი მონდომებით და სიხარულით არ აკეთებთ. გირჩევნიათ, რომ დრო უფრო საინტერესო საქმეს დაუთმოთ. თუმცა სხვები გიყოლიებენ და კარტოფილის ან კიტრის მოსავლის ასაღებად შრომობთ. ამაში კარგი მხარეც არის. უხვი და სასარგებლო მოსავალი თქვენი ჯილდოა.

მეხუთე ყვავილი

კომუნიკაბელური ხართ. აგარაკზე მეზობლებთან სასაუბროდ დადიხართ. ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. მეზობლებს ხშირად ეპატიჟებით და თავადაც სტუმრად დადიხართ. აგარაკზე ბეჯითად არ შრომობთ, უფრო ზომიერად. სხვებს საკუთარ გამოცდილებას სიამოვნებით უზიარებთ და მათ ამბებსაც ისმენთ.

მეექვსე ყვავილი

ექსპერიმენტების მოყვარული ხართ. ინტერნეტ სივრცეში ეძებთ საინტერესო ხრიკებს, რომლებიც აგარაკზე შეგიძლიათ გამოსცადოთ. სულ ცდილობთ, რომ ახალი ჯიშის მცენარე იპოვოთ და ნაკვეთზე გაზარდოთ. დიდი ალბათობით, რვეულში თქვენს გამოცდილებებს და გეგმებს იწერთ. თქვენი აგარაკი ექსპერიმენტული ველია.

Advertisement