Connect with us

ჯანმრთელობა

ყველაფერი ვენების ჯანმრთელობის შესახებ: 40, 50 , 60 წლის ასაკში

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ზგიერთი მონაცემებით ეს დაავდება ყოველ მეორე ადამიანს აქვს. დაავადების პიკი 30-40 წლის მონაკვეთში ხდება, მაგრამ, დაავადება სამწუხაროდ თანდათან უფრო “ახალგაზრდავდება”. ამ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას ვარიკოზული დაავდების და იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეამციროთ მისი განვიტარების რისკები.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომები

ყველაზე ადრეული ნიშნები რომლებსაც ვხვდებით – საღამოს ფეხების დაღლილობა, ფეხების შეშუპება და ფეხების გაყინვაა, რომელბსაც თბილ წინდებშც ვერ ითბობთ. ამ სიმპტომების ქონის შემთხვევაშ აჯობებს ექიმს მიმართოთ. თუ დროულად არ იმოქმედებთ, შეიძლება ვენების გაგანიერება, სისხლძარღვების “ვარსკვლავები” და ტკივილები დაგეწყოთ.

მემკვიდრეობითობა – რისკის ყველაზე დიდი ფაქტორი

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მემკვიდრეობით გაჩენის შანში ძალიან მაღალია. ის პირველი და ყველაზე გადამწყვეტი მიზეზია. ვარიკოზული გაგანიერების შემთხვევების 80%-ზე მეტი მემკვიდრეობით არის გამოწვეული. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას თუ თვენს ოჯახში ამ დაავადების შემთხვევები გქონდათ. ისეთი ფაქტორებიც როგორიცაა სისხლში შაქრის დონე, ჭარბი წონა და ორსულობა – დიდ გავლენას ახდებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკზე.

ვარიკოზი არა მხოლოდ ფეხებზე ვითარდება

ვენების ვარიკოზული გაგანიერბა სხეული წონის დაწოლითა და სიმძიმის ძალით ვითარდება, ყველაზე ხშირად ეს დაავდება ფეხებზე გვხვდება, თუმცა მისი სხვა ფორმები კისერზე, სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებშიც ვითარდება. ბუასილიც კი ვარიკოზის ერთ-ერთი სახეობაა.

ცხოვრების წესის ცვლილებას რისკების შემცირება შეუძლია

შეინარჩუნეთ სხეულის ოპიმალური წონა, მოარიდეთ თავი მჯდომარე ცხოვრების წესს ან ფეხზე დიდხანს დგომას. უარი თქვით მოტკეცულ სამოსზე და მაღალ ქუსლებზე – ეს ყველაფერი ამ დაავდების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებს. გენეტიკური მიდრეკილების შემთხვევაშიც კი, ამ ნორმების დაცვა შეიძლება საკმარისი აღმოცნდეს.

ვარიკოზი მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ გახლავთ

მკურნალობა ყველა ვარიკოზულ ვენას არ ესაჭიროება, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. თუმცა აუცილებელია ცოდეთ სიმპტომები, რომელთა გაჩენის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს: სიმძიმე, ტკივილი, შეძუპება, ქავილი, წვა, დაბუჟება და სპაზმები. თუ კანზე წყლულები გაგიჩნდათ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

ვარიკოზი იშვიათად ვითარდება მხოლოდ 1 არეში

ცუდი ამბავი: ერთი გაგანიერებული ვენის გაჩენა ძალიან ზრდის ვენის სხვა ადგილებში გაგანიერების რისკებს. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ პროფილაქტიკურ საშუალებებს და რეგულარულად მიმართოთ ექიმს თუ 1 გაგანიერებული ვენა მაინც იპოვეთ.