Connect with us

ჰოროსკოპი

ყველანი სახლში ხართ? ზოდიაქოს ნიშნები და მათი ყოველდღიური ახირებები

თქვენი სახლი – თქვენი წესები! თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი წესი აქვს. დღეს Alltime.ge-ს ჯადოსნური ბურთი გიამბობთ, თუ როგორია თქვენი ყოველდღიური ახირებები.

თხის რქა

თხის რქა თავს ისე კომფორტულად უნდა გრძნობდეს, როგორც ის კატა. ანუ მთლიანად მოხერხებულად და 146 პროცენტით. თხის რქას შეუძლია სახლში სტერილური სისუფთავე და წესრიგი შეინარჩუნოს ან შეიძლება კუთხეებში უბედური ეშმაკები ეყაროს, რომლებმაც უწესრიგობაში ყველა კიდური მოიტეხეს. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თხის რქის სახლში არაფერზე ხელის შეხება და გადაადგილება არ შეიძლება. თუ მოულოდნელად თხის რქა თავს უხერხულად იგრძნობს, წმინდა წამებაში დამნაშავე თავად იქნებით.

მერწყული

მისი სახლი კაცობრიობის მიღწევების ნამდვილი გამოფენაა: როგორც კი ახალი გაჯეტი გამოჩნდება, რომელიც დიასახლისს ცხოვრების შემსუბუქებას ჰპირდება, მერწყულს ის დაუყონებლივ სჭირდება. ის აუცილებლად დაეხმარება! მართალია, შემდეგ ირკვევა, რომ რობოტი მტვერსასრუტი კატას გართობაში ეხმარება, ორთქლის საწმენდი შპალერს აძრობს, ხოლო მულტისახარში მის გაუგებარ ნაწლავში ცხოვრების სხვა ფორმებს იზრდის, მაგრამ ეს უკვე წვრილმანია. მთავარი არა შედეგი, არამედ პროცესია. ყიდვისგან მიღებული სიამოვნების პროცესი: აი, იყიდა და სახლზეც იზრუნა.

თევზი

თევზი სილამაზით გატაცებულია: სახლი ლამაზი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ყოფნას რა აზრი აქვს? სწორედ ამიტომ, მას შეუძლია ყველაზე საშინელი ბინაც კი სასახლედ აქციოს. სხვა საქმეა, რომ მას პატარა სივრცის სამეჯლისო დარბაზამდე გაზრდა არ შეუძლია. მაგრამ ფიგურები ბუხრის თავზე აუცილებლად ექნება! კარგი ხო, ბუხარზე არა – წვრილმანებს რატომ ეკიდებით!

ვერძი

ვერძი გენერალურ დალაგებაზე გიჟდება. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ნახევრად გაკეთებული საქმე ვერძს არც ერთ სფეროში არ აკმაყოფილებს და ყოველდღიურობა გამონაკლისი არაა. ისღა დაგვრჩენია, მის ოჯახის წევრებს თანავუგრძნოთ – მას შემდეგ, რაც ვერძი ქარიშხალივით ბინას დაივლის და ფარდებს ჩამოშლის, მთელი სახლის დალაგება სწორედ მათ მოუწევთ. ვერძი კი სავარძელში ჩაჯდება და ტრაგიკული ხმით იტყვის: „ბინა რა დღეში ჩააგდეთ, სულელებო! უბრალოდ ნახეთ, რა არეულობაა!“ და ვერც შეეკამათებით.

კურო

კუროს სახლში ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს, რადგან სახლი არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ ის, რის გამოც ცხოვრობს: რომ საღამოს თავის ციხესიმაგრეში მივიდეს, სავარძელში ჩაჯდეს, ფინჯანი ყავა დალიოს და მოდუნდეს. ამ სავარძლიდან შეგიძლიათ დაინახოთ ყველაფერი საუკეთესო – დაწყებული ხალიჩიდან, რომელიც ნახევარი ვატიკანის ზომისაა.

ტყუპები

მთავარი წესი – არანაირი წესი! სადღაც მისმა თავისუფლების მოყვარულმა ბუნებამ თავი კარგად ხომ უნდა იგრძნოს? დაე, საკუთარ სახლში მაინც არავინ მიუთითოს, როგორ იცხოვროს, თუნდაც ტყუპებმა. ანუ ეს არის ის ცუდი ქვესახეობა, რომელსაც რატომღაც წინდებით იატაკზე სიარული არ მოსწონს.

კირჩხიბი

ჩვენი ჯადოსნური ბურთი ირწმუნება, რომ კირჩხიბი აბსოლუტური მანიაკი და ყოველდღიური ცხოვრებით გატაცებულია, მაგრამ არ ვეთანხმებით: კირჩხიბი მხოლოდ სისუფთავით და საჭმლით არის შეპყრობილი, სამაგიეროდ ძლიერ შეპყრობილია: არ დაწვება სანამ იატაკს მთელ ბინაში არ მოწმენდს და საუზმისთვის 5 ლ ბორშს არ მოამზადებს. კირჩხიბის მიერ გაუთოებული ბალიშის პირებიდან რომ გილიოტინის აშენება შეიძლება, ეგ არაფერი! უბრალოდ პატარა ყოველდღიური წიკი, ასე ვთლით.

ლომი

ლომი იდეალური დიასახლისი, რომელიც სადილზე არასდროს მოგიპატიჟებთ, თუ თქვენ მეშვიდე სტუმარი ხართ, სახლში კი მხოლოდ ექვსკაციანი სერვისი აქვს. ლამაზი არ იქნება! სწორედ ამიტომ, ყველა ლომით აღფრთოვანებულია. ვერავინ ხვდება, რომ მისი მთავარი სიხარული ზოგჯერ სახლში ნამდვილი არეულობის მოწყობაა! დილით ლომს სინდისი ქენჯნის და მენტალური ნაბახუსევი აწუხებს და ამის შესახებ იცის. მაგრამ დღეს – იყო არ იყო! პირდაპირ, ასე პირსახოცს აიღებს და იატაკზე დააგდებს, ხოლო ნაგავს – ნაგვის ყუთის გვერდით!

ქალწული

მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახლში ვიღაც უნდა ცხოვრობდეს. იმ გაგებით, რომ თავად ქალწული არ ითვლება. ცარიელი სახლი ქალწულში ისეთ სევდას იწვევს, რომ როგორც კი სახლი გაუჩნდება, დაუყონებლივ ვიღაცას ეძახის. ხშირად მეუღლეს, რადგან სასარგებლო ცხოველია. სჯობს მეუღლე და ძაღლი ან კატა: ერთად იყეფებენ, იკნავიან და კვალს დატოვებენ, ქალწული კი ბედნიერი იქნება: სახლი ცოცხალია, ყველაფერი კარგადაა.

სასწორი

სასწორი სისუფთავით შეპყრობილია: თუ სანამ სასწორი სახლში არაა ყველა ღრუბელს, ჯოხს, ჩვარს და საწმენდ საშუალებას მეზობელთან დამალავთ, სასწორი მაშინვე ვერ მიხვდება, თუ რაშია საქმე, მაგრამ თავს უხერხულად იგრძნობს – თითქოსდა ყველაფერი ჩვეულებრივად არის, მაგრამ ხელებით არაფრით დაკავებულია. სტუმრებს არეულობისთვის ბოდიშს უხდის, მათ კი ფეხსაცმლის გახდის რცხვენიათ –ეშინიათ, რომ ამ სტერილურ იატაკს არასტერილური წინდებით დასვრიან! მაინც კარგია, რომ სასწორი თავაზიანი და ტაქტიკური ადამიანია და ამას სტუმრებს არასდროს მიანიშნებს. ანუ იატაკს ანტიბაქტერიული სალფეთქით სწრაფად მოწმენდს.

მორიელი

მორიელს სახლის საქმეების კეთება ძალიან უყვარს. თვეში ერთხელ მასში კონკია იღვიძებს: აუტანელი ქავილი აიძულებს ბამბის ჩხირები ხელში აიღოს, ნიშადურის სპირტში ამოავლოს და მაგალითად, ღუმლის გისოსები ან კარის სახელური გაწმინდოს. რამდენიმე საათში მკვდარივით დაღლილი დამხმარეს კეთილი ხმით ურეკავს და პირდაპირ ახლა მოსვლას სთხოვს და არა ხვალ, როგორც შეთანხმდნენ. თუ არადა, ასეთ არეულობაში ცხოვრების ძალა არ აქვს!

მშვილდოსანი

ჩვეულებრივ, მშვილდოსნის სახლი ისე გამოიყურება, თითქოსდა კარადაში ბომბა აფეთქდა, რაც შეიძლება სრული სიმართლე იყოს, რადგან მის კარადაში თბილი სვიტერის და მაქმანიანი ტრუსის გარდა შეგიძლიათ იპოვოთ საწვიმარი პლატო, ოთხადგილიანი კარავი და პატარა გაზქურა. ალბათ, სწორედ ეს აფეთქდა. რა? აფეთქდა? გამოდის, სადღაც კატაა. ოჰ, რა გააწყალეთ გული და ამბობთ, რომ „კატა არსადაა“, სამაგიეროდ სხვა ყველაფერი არის: მშვილდოსნის სახლში გაზქურასთან ერთად ინახება არაყი, მოთუშული ხორცის კონსერვი და ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“.