Connect with us

კულინარია

ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული ყველა ფესვნაყოფიან მცენარეს შორის

ჯანმრთელობის შნარჩუნება არც ისე იოლია. დროთა განმავლობაში, ჩვენი ორგანები და ორგანიზმის ფუნქციები უარესდება, რაც იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა მხედველობის დაკარგვა ან მსხვილი ნაწლავის გაუვალობა.

ხანდახან, ღვიძლში ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმი გროვდება, რაც მრავალრიცხოვან პრობლემას იწვევს, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენენ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური ინგრედიენტი, რომელიც დაგეხმარებათ – ჭარხალი.

ჭარხალი ბოსტნეულია, რომელიც, ძირითადად, უმად ან სალათებში გამოიყენება. ყველამ არ იცის, რომ ჭარხალს უამრავი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობისთვის – მაგალითად, გამოაქვს ცხიმი ღვიძლიდან, ხსნის მსხვილი ნაწლავის გაუვალობას და გეხმარებათ მხედველობის აღდგენაში. და ეს ყველაფერი არაა!

ჭარხლის სასარგებლო თვისებები

ჭარხალს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება, ასევე, უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის ენერგიით დღის განმავლობაში.

ეს ბოსტნეული შეიცავს ბეტაინსა და ტრიპტოფანს, რომელიც ამშვიდებს ნერვებს და ებრძვის სტრესს.

ჭარხლის ანთების საწინააღმდეგო თვისება და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

გთავაზობთ ჭარხლის სალათის რეცეპტს, რომლის მირთმევაც ყოველდღე შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 2-3 ჭარხალი
  • 2 თავი ხახვი
  • პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ ჭარხალი და მოხარშეთ მწიკვ მარილთან ერთად, შემდეგ დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და ჩაალაგეთ თასში.
  2. შემდეგ დაჭერით ხახვი და შეურიეთ ჭარხალს, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ძმარი და მოაყარეთ მარილი.
  3. შეაზავეთ სალათი ძმრით და გააჩერეთ 1 საათით.
  4. ამის სემდეგ დატკბით მისი გემოთი.