Connect with us

სხვა

ყველაზე მარტივი მეთოდი აბაზანის ბზინვარებამდე გასაწმენდად

დროდადრო ინტერნეტ სივრცეში საინტერესო ხრიკებს ვაწყდები. ზოგი იმდენად უცნაურია, რომ უბრალოდ ვალდებული ვარ, ვცადო. უმეტესობა მათგანი ეფექტური აღმოჩნდა. მაგალითად, ძილის წინ უნიტაზში ნივრის კბილის ჩაგდება. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია არანაკლებ ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ. კერძოდ, რით გავაპრიალოთ აბაზანა.

ეს ხრიკი აბაზანის გასაწმენდად ჩემი მთავარი მეთოდი გახდა. ვიმედოვნებ, დალაგების პროცესს თქვენც გაგიმარტივებთ.

როგორ გავწმინდოთ აბაზანა ბზინვარებამდე: ჩემი საყვარელი ხრიკი

მოსადუნებლად თბილი აბაზანის მიღებაზე ვგიჟდები. თუმცა შემდეგ აბაზანაში რჩება საპნის ნარჩენები, ობი, ჭუჭყი და მინერალური ნალექები. სწორედ ამიტომ, თუ ამ უსიამოვნო ნარჩენებთან ერთად აბაზანის მიღება არ მსურს, დროდადრო აბაზანის გაწმენდა მიწევს – აუცილებელი ბოროტება.

თუმცა ამ ხრიკმა აბაზანის დალაგება გამიმარტივა. დაგჭირდებათ მხოლოდ ცოცხი და ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მზად ხართ, ნახოთ, როგორ მუშაობს ეს ხრიკი?

აბაზანის გაწმენდის ყველაზე მარტივი მეთოდი

დაგჭირდებათ

  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • სუფთა გრძელტარიანი ცოცხი

აბაზანის ძირს და გვერდებს ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება წაუსვით.

ცოცხი დაასველეთ და აბაზანა გახეხეთ. ჯაგრისების წმენდის ეფექტი და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ცხიმის დამშლელი ეფექტი დაგროვებულ ჭუჭყს შესანიშნავად აშორებს.

და ბოლოს, ყველაფერი წყლით ჩამორეცხეთ. თქვენი სუფთა ბზინვარე აბაზნით უბრალოდ დატკბით!

რატომ მოსწონს შეზღუდული მოძრაობის მქონე პირებს ეს ხრიკი

ეს ხრიკი ნებისმიერ ადამიანს აბაზანის სწრაფად გაწმენდაში დაეხმარება. თუმცა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე (იქნება ეს ართრიტის, ტრავმის, სიბერის და ა.შ.) პირების მდგომარეობას კარდინალურად ცვლის. გრძელტარიანი ცოცხის გამოყენებით დახრა ან მუხლებზე დაჩოქვა არ მოგიწევთ, რომ ძნელად მისადგომ ადგილებს მიწვდეთ. ასე პროცესი ნაკლებად მტკივნეული გახდება.

ახლა უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ აბაზანა ბზინვარებამდე. აღმოჩნდა, რომ სისუფთავის შესანარჩუნებლად საყოფაცხოვრებო ქიმია საჭირო არაა. თუ ამ მეთოდის რეგულარულად გამოყენებას აპირებთ, ახალი ცოცხი სპეციალურად ამ მიზნისთვის შეიძინეთ.

Advertisement