Connect with us

ჯანმრთელობა

ყავის გარეშე თავი გტკივდებათ?! როგორ გავუმკლავდეთ კოფეინის შეზღუდვით გამოწვეულ სიმპტომებს

ნაცნობი პულსაციური ტკივილი თავში რომელიც არსად ქრება თუნდაც საფეთქლები ან კისერი დაიზილოთ. ზოგჯერ ეს ტკივილი გაღვიძებისთანავე იწყება. რა არის მისი მიზეზი?! მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს: ვერ გამოიძინეთ, გვიანობამდე მუშაობდით, რაიმე სტრესი განიცადეთ ან ძლიერად ხართ დაძაბული, ან იქნებ ასე იმის გამო გტკივათ თავი, რომ დილით ყავის დალევა ვერ მოასწარით?!

“კოფეინის ნარკომანების” თავის ტკივილი

თავის პულსაციური ტკივილი მაშინ ჩნდება როდესაც კოფეინს არასაკმარისად ან პირიქით ჭარბი დოზით იღებთ. ის შეიძლება მაშინ გაჩნდეს როდესაც იმაზე მეტი ყავა მიირთვით ვიდრე ყოველდღიურად ხართ შეჩვეილი ან პირიქით, რაიმე მიზეზით ჩვეულ დროს ვერ მიირთვით ყავა. ზოგჯერ თავის ტკივილები გამოსასვლელ დღეებში ან შვებულების დროს გეწყებათ, როდესაც დასასვენებლად, გამოსაძინებლად და მოსადუნებლად მეტი დრო გაქვთ და რამდენიმე ჭიქა ყავის დალევა აღარ გჭირდებათ.

რატომ აქვს ორგანიზმს ასეთი რეაქცია?! კვლევებმა საინტერესო ფაქტები აღმოაჩინეს: კოფეინი ტვინის სისხლძარღვებს ავიწროვებს და ის ამ მდგომარეობას ნელ-ნელა ეჩვევა. როდესაც ყავის ყოველდღიურ პორციას აღარ მიირთმევთ თქვენი სისხლძარღვები ფართოვდება და ტვინი მოულოდნელად სისხლით ივსება. სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილს.

ნამდვილად გვეხმარება კოფეინი თავის ტკივილის დამარცხებაში?!

ზოგჯერ თავის ტკივილისას ყავას მივირთმევთ და თავის ტკივილი ქრება. გამაყუჩებელთა უმეტესობაც შეიცავს კოფეინს თუმცა არის შემთხვევები როდესაც თავის ტკივილს თვითონ ყავა იწვევს და ეს ყველაფერს ართულებს.

ყველაფერი იმისტომ, რომ სისხლძარღვების შევიწროვება ერთადერთი ეფექტი არ არის, რომელსაც ყავა თავის ტვინზე ახდენს. ის ტვინის ენერგეტიკულ ცვლაზეც მოქმედებს, ბლოკავს გლუკოზის წვდომას იმ უჯრედებთან რომლებსაც ტვინი ენერგიის წყაროდ იყენებს. სწორდ ამიტომ, როდესაც საუზმეზე ყავას მიირთმევთ და არაფერს ჭამთ შეიძლება კანკალი, ნერვოზულობა, გულის რევა და თავის ტკივილი იგრძნობთ. თქვენი ტვინი უბრალოდ ვერ იღებს იმ ენერგიას რომელიც მას ნორმალური მუშაობისთვის ესაჭიროება.

რა გავლენას ახდენს კოფეინი თქვენს ორგანიზმზე და რატომ ჩნდება დამოკიდებულება?

თუ ყავის მოყვარულებს კითხავთ თუ რატომ სვამენ ყავას, უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ის მათ კონცენტრირებაში ეხმარება და აფხიზლებს. თუ ყავას პირველად სვამთ ან მისი სმა 2 თვის წინ დაიწყეთ, ის კოფეინის წყალობით მართლაც დაგეხმარებათ კონცენტრაციაში და გამოგაფიზლებთ კიდეც, თუმცა დროთა განმავლობაში ორგანიზმი კოფეინს ეჩვევა, ის უკვე დოფამინის გამომუშავებას ვეღარ იწვევს, ნერვული უჯრედები უფრო მგრძნობიარე ხდება ყველა გამღიზიანებლის მიმართ და ეს თავის ტკივილს იწვევს.

როგორ გავუმკლავდეთ კოფეინის შეზღუდვით გამოწვეულ თავის ტკივილს?!

პირველ რიგში უნდა შეეცადოთ გაარკვიოთ ნამდვილად არის თქვენი თავის ტკივილი დაკავშირებული ყავასთან თუ არა. თუ ყავას უზმოზე სვამთ და არაფერს მიირთმევს, პრობლემა კოფეინის უკმარისობაში კი არა იმაშია, რომ ყავა ტვინს საკმარისი ენერგიის მიღებაში უშლის ხელს. ამ დროს თუ რაიმეს შეჭამთ უმეტეს შემთხვევაში თავს უკეთ იგრძნობთ.

რაც შეეხება უძილობის მომენტს, მაშინ როდესაც ღამით გამოფხიზლებისთვის ყავას მიირთმევთ – უნდა ეცადოთ წყალიც დალიოთ რათა გაუწყლოვნებისგან დაიცვათ თავი. ყავა წყლით ჩაანაცვლეთ და დასაძინებლად დაწექით. ეს ორგანიზმს უფრო მეტად დაეხმარება.

დიდი რაოდენობით ყავის მიღებით, თქვენს დაგროვილ დაღლილობას ნიღბავთ და ორგანიზმს ატყუებთ. სამწუხაროდ მას არ შუეძლია გითხრათ: “შეჩერდი, დროა დავისვენოთ”.

გვეხმარება თუ არა ყავა თავის ტკივილის დროს

აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ევროპისა და ამიერიკის მოსახლეობის დაახლოებით 60% ყავას ყოველდღიურად სვამს, ამასთანავე მათი უმეტესობა მთელი დღის განმავლობაში ბევრ კოფეინს მოიხმარს. ყავის მოყვარულთა შორის ბევრია ისეთი ვისაც ყავა თავს უკეთ აგრძნობინებს, თუმცა ასევე ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობაც რომლებიც ყავის გამო თავის ტკივილს, შფოთვას, დაღლილობას და გულის რევას გრძნობს.

დღეში რამდენ ჭიქა ყავას სვამსთ?

იმის გაგება თუ როგორ მოქმედებს ყავა თქვენს ორგანიზმზე მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ღირს თუ არა თავის ტკივილის მოსახსნელად ყავის დალევა ესეც თქვენი გადასაწყვეტია.

არ ღირს კოფეინის სასარგებლოობის შესახებ სტატიების კითხვა, თუ ერთი ჭიქა ყავის დალევის შემდეგ თავს კარგად არ გრძნობთ. შეზღუდეთ ყავის მოხმარება დღეში 200 გრამამდე. აჯობებს ყავა დღის პირველ ნახევარში, ნელ-ნელა ყლუ-ყლუპად დალიოთ. ყავა დაძინებამდე მაქსიმუმ 7-8 საათით ადრე დალიეთ, თორემ ის დაძინებაში შეგიშლით ხელს.

თუ ყავაზე უარის თქმა გაქვთ გადაწყვეტილი, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედეთ. ჯერ დღიური პორციის რაოდენობა შეამცირეთ. ამ შემთხვევაში კოფეინის შემცირებით გამოწვეულ თავის ტკივილს აიცილებთ თავიდან. ყავისთვის თავის დანებებიდან 3 კვირაში უკვე პირველ შედეგებს იგრძნობთ – მოგემატებათ მხნეობა და თავის ტკივილებიც უკვალოდ გაქრება.