Connect with us

ჯანმრთელობა

ყავა კანცეროგენი აღარ არის

Now It’s Official: ყავა სიმსივნის განვითარებას აფერხებს. ყველანაირს ვერა, ჯერ-ჯერობით მეცნიერები ფრთხილად საუბრობენ საშვილოსნოს, პირის ღრუსა და ღვიძლის კიბოზე.

1991 წელს სიმსივნის შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს (IARC) მიერ გამოქვეყნდა მასალები, სადაც ავტორები ყავას კანცეროგენულობაში ადანაშაულებდნენ. 20 წელი მეცნიერები ამოწმებდნენ და ახლა კი დარწმუნებით აცხადებენ: ყავა არ იწვევს, ის უბრალოდ გვაფრთხილებს ონკოლოგიური დაავადებების შესახებ.

ამიტომ ყავა პოტენციურად საშიში პროდუქტების სიიდან ამიღეს. სამედიცინო ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულები ნაკლებად ავადმყოფობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ნეკლებად აქვთ დიაბეტის გაჩენის რისკი ან ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.

ყავას კანცეროგენულობაში სრულიად უსამართლოდ ადანაშაულებდნენ. 1970-1980-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ნამდვილად დაადასტურეს, რომ ყავის მოყვარულები უფრო ხშირად ავადმყოფობდნენ კიბოს სხვადასხვა სახეებით. თუმცა კვლევისას იმის გათვალისწინება დაავიწყდათ, რომ კვლევის მონაწილეები არამარტო ყავას სვამდნენ, არამედ ეწეოდნენ კიდეც.

უკანასკნელი მონაცემებით, 4-5 ჭიქა ყავის ყოველდღიური მიღება – 62%-ით ამცირებს საშვილოსნოს კიბოს და 39%-ით კი პირის ღრუს სიმსივნეების გაჩენის რისკს, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით.